გიორგი მელიქიშვილის ანეკდოტები
მიხო ვირზე ზის და მიდის. უცბად მობილური ტელეფონი დარეკავს. ზარის ხმის გაგონებაზე ვირი გაჩერდება და პატრონს ამოხედავს. მიხო ტელეფონს უპასუხებს:
– ალო, გისმენთ... ერთი წუთით მაიცა... – ვირს მიუბრუნდება:
– წადი, წადი, მე მირეკავენ.
***
გურიის ერთ-ერთ სოფელში, ენაკვიმატი დათოია გააჩერა სასწრაფოს მანქანის მძღოლმა და ეკითხება:
– ბიძია, ავადმყოფი ღლონტი სად ცხოვრობს?
– აგე ბიძიკო, ამ ჩაყოლებაზე, სულ მაგ გვარის ხალხი ცხოვრობს. მაგენი არცერთი არაა ხოდზე და რომელთანაც გინდა, იმასთან შედი. მადლია მაგათზა...
***
იმერელი მატარებლით მგზავრობს. მოუნდა ტუალეტში შესვლა. ნახა, რომ კარი არ იკეტება, არადა ძალიან უჭირს. დაჯდა უნიტაზზე და ამ დროს იღება კარი. ქალი არ ელოდებოდა ტუალეტში კაცს და მიაშტერდა. იმერელმა არც აცია, არც აცხელა და უთხრა:
– ჰე, რას იზამ ახლა, ქალბატონო, გახვალ და მიხურავ კარს თუ, ჩევიწიო და ჩამოგაჯინო?
***
პაპანაქება სიცხისგან გათანგული კახელი, გურული და მეგრელი ლაპარაკობენ.
კახელი:
– წელს ჩვენთან ისეთი გვალვაა, მიწაზე სულ თხრილები გაჩნდა.
გურული:
– ჩვენთან კიდევ ისეთი გვალვაა, რომ ძროხები სულ რძის ფხვნილს იწველებიან.
მეგრელი:
– ჩვენთან იყო გვალვაა ისეთიიი... ხეები ძაღლებს დასდევენ.
– ეგ რასა ნიშნამს? – ეკითხება კახელი.
– რას და, მოგვაფსითო.
***
კაცი შედის ოთახში და ხედავს, რომ სვანი ფეხებით კიდია ჭაღზე. ჰკითხა:
– რას აკეთებ?
სვანმა უპასუხა:
– აღარ მინდა, სიცოცხლე. მომბეზრდა ყველაფერი და თავს ვიხრჩობ!
– კაცო, ფეხებით ხარ ჩამოკიდებული და თავს როგორ იხრჩობ? მასე თუ გინდა, ყელით უნდა ჩამოეკიდო.
– ვიცი, მაგრამ ყელით რომ ვეკიდები, ვეღარ ვსუნთქავ.
***
გურულს ქუჩაში ძაღლი გამოეკიდა. მირბის და ისიც მისდევს. პატრონი ეძახის:
– არაფერს არ გეტყვის, ბატონო, ნუ გეშინიათ.
– რავა, სალაპარაკოდ მომსდევს თუ?
დათო ხუჯაძის ანეკდოტები
სექსუალური სტიუარდესა – დიდი მკერდითა და ღრმა დეკოლტეთი მგზავრისკენ გადაიხრება და ეკითხება:
– ჩაი თუ ყავა?
დაბნეული მგზავრი პასუხობს:
– რომელი რომელშია?
***
შინაბერა ციცო ქორწილში, პატარძლის ნასროლი თაიგულის დასაჭერად იმხელაზე ახტა, NBA-მ კონტრაქტი გაუფორმა.
***
მთვრალი კაცი გუბეში ზის. გამოიარა პატრულმა:
– აქ რას აკეთებ?
– შენ ვინ ხარ?
– პატრული!
– საზღვაო თუ სახმელეთო?
– სახმელეთო!
– აბა, საზღვაო საქმეებში რას ერევი?