კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყოფილი მკვდარი და სტუდენტი დები

ერთხელ ერთი სტუდენტი გოგონას განცხადება შემომივიდა, რომელიც თავისი დის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდა 20 წლის ბიჭს.
ერთ სუსხიან საღამოს თურმე დები ვაკის სასაფლაოს გავლით ბაგებში მიდიოდნენ – ორივე სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. გზაში მათ ერთი ყმაწვილი შეხვედრიათ, რომელიც საფლავებს შორის მიაბიჯებდა.
– გაგვაცილე, რა, გვეშინია, – სთხოვეს დებმა ბიჭს. აქეთ-იქიდან ხელკავი გამოსდეს და მასთან ერთად განაგრძეს გზა.
საერთო საცხოვრებელს რომ მიუახლოვდნენ, დებმა მადლობა გადაუხადეს გამცილებელს და უთხრეს, რა კარგი ბიჭი ხარ, რომ გამოგვაცილეო.
ბიჭს გაღიმებია და უპასუხია:
– ეჰ, გოგოებო, ახლა რაღა ვარ, კარგი ბიჭი სიცოცხლეში ვიყავი, საფლავში წოლამ კი გამაფუჭა. თანაც, ვერ ვთბები, ამიტომ კუბოდან ამოვდივარ და აქეთ-იქით დავდივარო.
თავისი სიტყვების დასტურად, ბიჭმა გაყინული ხელი-ერთ ერთ დას ხელზე დაადო და დაამატა: – აი, საფლავში წოლამ როგორ გამთოშაო...
საბრალო გოგონა ხუმრობას ვერ მიხვდა, ყველაფერი სიმართლედ აღიქვა და გულწასული იქვე ჩაიკეცა... საავადმყოფოში დროზე რომ არ მიეყვანათ, გოგონა დაიღუპებოდა.
ხუმარა ბიჭს არაფერი უარუყვია და უკიდურესად იყო შეწუხებული. შემეცოდა, არ დავაპატიმრე და მხოლოდ ქალაქიდან გასვლა ავუკრძალე.
ბიჭი ყოველდღე აკითხავდა გოგონას საავადმყოფოში. ხოლო, როდესაც გამოჯანმრთელდა, ისინი დაქორწინდნენ...
ვანო ქალდავას ნაამბობის
მიხედვით

скачать dle 11.3