კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩურჩულები – „ნაციონალურად“

ვინ შეკაზმავს
ცხენს, ანუ ვინ ამოუდებს ენას ლაგამს

 გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა გვაცნობა, რომ ჩვენს ევროკავშირელ პარტნიორებს ამ ჩვენი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ფრიად ინტენსიურად ეჩურჩულებიან, თანაც – „ნაციონალურად“.
კერძოდ, თუ ბ-ნ ღარიბაშვილს ვერწმუნებით, ბ-ნები ბაქრაძე და კანდელაკი მათ დარწმუნებას ცდილობენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ აღირსონ, ყოველ შემთხვევაში, ამ ხელისუფლების პირობებში.
ბუნებრივია, დადანაშაულებულები (თუ მხილებულები) ბრალდებას უარყოფენ. პირიქითაც, ბ-ნმა კანდელაკმა გაგვიმხილა (მომყავს ციტატა): „ჩვენ არა თუ მხარს ვუჭერთ ამას, ჩვენ მიერ დაწყებული პროცესია და საერთოდ, ევროპის პოლიტიკურ რუკაზე სწორედ ჩვენ მოვახვედრეთ საქართველო, ასე რომ ვთქვათ (სამწუხაროდ, ის აღარ დაუკონკრეტებია, ისე რომ ვთქვათ, როგორ იქნებოდა და არც ის, რომელ წელს მიგვიღეს ევროსაბჭოში, ანუ მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობა“ პროექტშიც არ იყო).”
ცხადზე უცხადესია, მომენტითაც ისარგებლეს და კიდევ ერთხელ მოიხსენიეს „რუსთავი 2-იც“, როგორც ქართული დემოკრატიის, უფრო ზუსტად, „დემოკრატიის შუქურის“ ეულად მოკიაფე სანთელი. კვლავ ციტატას მოვიშველიებ: „რაც საქართველოს აზიანებს არის ის, როგორ იქცევიან ეს ვაჟბატონები, რას აკეთებენ… ეს არის მათი მცდელობა მოსპონ პროდასავლური და პროევროპული მედია-საშუალება საქართველოში „რუსთავი 2“,  ეს აზიანებს ევროპულ პერსპექტივას და ასევე ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისინი აფინანსებენ პრორუსულ მედია-საშუალებებს („ტყუილი, ტყუილი, პაპიროზი პირში“?!)”.
რაკი ენას ძვალი არ აქვს, შუბლს კი – ძარღვი (თან, უკვე კარგა ხანია) და, რაც მთავარია, „ნაციონალური“ ლოგიკით, მათ მოვუხვედრებივართ ევროპის პოლიტიკურ რუკაზე, თავმდაბლობას რა ვუთხარი, თორემ განა ისიც არ უნდა ეთქვათ, რომ მზესაც პირველად მათ შეგვახედეს?!

скачать dle 11.3