ხახვდაუჭრელები
сам танцуетб сам поэт
ვიდრე ცივილიზებული სამყარო ადამიანის უფლებების დაცვითაა გართული, ამ ჩვენი მეზობელი და ოკუპანტი რფ-ის „დუმაში“ კანონპროექტი შესულა, რის მიხედვითაც რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიანიჭებენ უფლებამოსილებას, საერთაშორისო სასამართლოების ამა თუ იმ გადაწყვეტილების შესრულება შეუძლებლად გამოაცხადოს.
კერძოდ, რფ-ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდება პრიორიტეტულად, მათ შორის, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც.
ინიციატივას ავტორთა ჯგუფი ჰყავს: „დუმის“ ყველა ფრაქციის თავმჯდომარე, რომლებსაც ხელმძღვანელობს კონსტიტუციური კანონმდებლობისა და სახელმწიფო აღმშენებლობის კომიტეტის თავკაცი.
ინიციატივა შემთხვევით არ მომწიფებულა „დუმელთა“ თავებში. რფ-ის საერთაშორისო სასამართლოების საკმაოდ ბევრი გადაწყვეტილება აქვს შესასრულებელი, რაც ფრიად სოლიდურ თანხაში გამოიხატება.
ერთი სიტყვით, რფ თავის ამპლუაშია, ჭრის და კერავს, როგორც გაუხარდება, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ მისი „ჭრა-კერვის“ სიმძიმილი, ძირითადად, ჩვენნაირების ტყავზე გადი-გამოდის, გამოდის, რომც დავუმტკიცოთ, რომ სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, ყურებზე ხახვს სამართლებრივადაც ვეღარ დავაჭრით?! –