კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღობე თუ საღორე?!

ასოციაცია – კვერცხი

 თუმცა ერთ წელზე მეტი გაუვიდა არჩევიდან, დედაქალაქის მერიამ ინტენსიური სამუშაოები (აი, თვალს რომ მოხვდებოდა) სულ ახლახან წამოიწყო: საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების რემონტსაც შეუდგნენ, სკვერების მოწყობასაც, გზების დაგება-ხიდების რეაბილიტაციასაც, თუმცა ამ ამბავს შესაბამისი საინფორმაციო უზრუნველყოფა კვლავ აკლია. ერთი ისაა, რომ მილიონ ხეს არა და არ უჩანს პირი, ანუ ძირი.
ერთი სიტყვით, ამ შრომა-ღვწაში ამ ჩვენს დედაქალაქში ახლებური გაზონებიც გამოჩნდა. კერძოდ, დაბალი ღობით შემორაგული, რამაც ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილს საფლავის ასოციაცია გაუჩინა (თუმცა, თუ ფროიდს ვერწმუნებით, ასოციაციის სახეობა ასოციაციის პატრონზე უფრო მეტ ინფოს გვაწვდის, ვიდრე ასოციაციის გამომწვევზე).
ასეა თუ ისე, პოლიტიკური ოპონენტების პერფორმანსმაც არ დაახანა და ამ ჩვენს ახალ, შემოღობილ გაზონებზე წითელი კვერცხებიც გადააგორეს.
სავსებით ცხადია, მწვანე საფარის შემოღობვა ჩვენს ერთ გამოკვეთილ არამოქალაქეობრივ თვისებას უკავშირდება – გაზონებზე უპრაგონოდ სიარულს, მაგრამ უფრო კრეატიული ღობის შემოვლებაც შეიძლებოდა (თუმცა პირადად მე, ვერაფრით მოვიფიქრე, როგორის).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ნაგვის ყრას დაჯარიმების შიშითაც ვერ გადავეჩვიეთ, ვერც სკვერებში ავტომანქანების გაჩერებას და ვერც მწვანე საფარის გადათელვას, იქნებ ღობეების ნაცვლად საღორეების დადგმა უფრო მოუხდებოდა ჩვენს (არა)მოქალაქეობრივ ქცევა-აზროვნებას?!

скачать dle 11.3