კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სურს დედის გათხოვება ნატალია ყიფშიძეს და რატომ ადანაშაულებდა ის საკუთარ თავს მშობლების დაშორებაში

კრისტი და ნატალია ყიფშიძეები გამორჩეული დედა-შვილია და მათი ერთად დანახვა ყოველთვის განსაკუთრებულად თბილ და დადებით ემოციებს აღძრავს. ნატალია ძალიან კარგი გოგონაა: კარგად აღზრდილი, ჭკვიანი, მიზანდასახული – საინტერესო მიზნებითა და ინტერესებით.

 კრისტი ყიფშიძე: სტანდარტული დედა-შვილი არ ვართ. არც მკაცრი ვარ. თუმცა, არის საკითხები, სადაც სიმკაცრის გამოჩენაა საჭირო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვეუბნები: თუ გინდა გააკეთე, მაგრამ თუ გააკეთებ, იცოდე, ინანებ. ზოგჯერ მიჯერებს, ზოგჯერ – არა. ძალიან მნიშვნელოვანია დედაჩემის ფაქტორიც, რომელიც ყველაფერშია ჩართული და ორმაგად მეჩხუბება: ჩემ გამო და ნატალიას გამოც. დედაჩემს ჩემი არაფერი მოსწონს. „ოსკარი“ რომ მოვიტანო სახლში, მეტყვის: რა მოხდა მერეო. მე არ ვარ ასე, ნატალიას მიმართ.
ნატალია ყიფშიძე: ჩემ მიმართ არც ძალიან კრიტიკულები არიან და არც ძალიან მაქებენ. მე და დედაჩემს დედაშვილური ურთიერთობაც გვაქვს და მეგობრებიც ვართ. თუმცა, ისეთი მეგობრები ვართ, ერთად ყოფნა და გართობა რომ შეუძლიათ, მაგრამ არა საიდუმლოს გაზიარება – ეს გამორიცხულია.
კრისტი: ერთხელ სახელი გამიტყდა და იმის მერე, აღარაფერს მეუბნებიან.
ნატალია: რაღაც მოვუყევი კრისტის და მაშინვე მამაჩემს უთხრა. მამაჩემზე ხომ ლაპარაკი აღარ მაქვს, მთელ თავის სამეგობროს მოუყვა. წარმოიდგინეთ, რაღაცას ვუყვები და მერე მისმა მთელმა სამეგობრომ იცის, ბებომ, ბაბუმაც, რადგან მამაჩემმა თუ იცის, ესე იგი, მთელმა ოჯახმა იცის. ამიტომ,  მშობლებთან არ მაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ დავუჯდე, მოვუყვე: ეს მოხდა, ერთი ბიჭი მომწონს... ჩემი მესაიდუმლე მამიდა ლენუკაა. ჩვენ მეგობრებიც ვართ. განსაკუთრებული ადამიანია. შემიძლია, ყველაფერი ვუთხრა. თან, ისეთ რჩევებს მომცემს, დამარიგებს...
კრისტი: ჯერ კიდევ მუცელში რომ მყავდა, ყველგან დამყავდა. რომ გაჩნდა და პატარა იყო, მაშინაც  სულ ჩემთან ერთად იყო. იმიტომ კი არა, რომ არ მყავდა დამტოვებელი, ასე მომწონდა. ნატალიაც, რადგან ცნობილ ოჯახში დაიბადა, ისიც ხშირად იყო ყურადღების ცენტრში. მე მიხარია, რომ მას ამ ყველაფრის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. თავის ასაკთან შედარებით, ყოველთვის სერიოზული ბავშვი იყო. პატარა იყო, როდესაც ვასწავლიდი, როგორ უნდა მოიქცეს კაფეში, რესტორანში, როგორ უნდა ეჭიროს მენიუ, როგორ შეუკვეთოს კერძი. პატარა ლედი უნდა იყოს, უნდა ასწავლო ყველაფერი – აღზრდაც ხომ ეს არის.
ნატალია: ვგიჟდები კრისტის გარდერობზე. მიყვარს მისი ტანსაცმლის ჩაცმა და ამაზე სულ ჩხუბი გვაქვს. თვითონ რომ მაჩუქებს რაღაცას და თან მოსწონს, მერე ისევ უკან მთხოვს. ერთი ჟაკეტი მაჩუქა, რომელიც ძალიან მიყვარს და დღეს მეუბნება: უკან დამიბრუნეო.
–  საერთო თვისებები გაქვთ?
კრისტი: მახსოვს, სწავლის პერიოდში, როცა ვმეცადინეობდი, არავინ შემოდიოდა ჩემთან ოთახში. ნატალიაც რომ შევიდა სკოლაში, ჩემებს გამოვუცხადე: როცა მეცადინეობს, არ შეხვიდეთ ოთახში. არ დაეხმაროთ, რადგან მგონია, ამით დათვურ სამსახურს უწევ, აფუჭებ. 53-ე სკოლაში სწავლობდა და ერთ დღეს გადაწყვიტა, სხვა სკოლაში გადასულიყო. თვითონ წავიდა, დაელაპარაკა დეკანს, რომელმაც უთხრა, რომ მხოლოდ შენ არა, რამდენიმე მოსწავლე უნდა შეკრიბოო. მოკლედ, შეკრიბა თავისი სასტავი, მათ შორის, თავის მამიდაშვილი, რომელიც სულ მასთან ერთადაა და, გაარკვია: რამდენი იქნება გადასახადი, ყველა დეტალი და გადავიდა. თუ რამე უნდა, ყოველთვის აკეთებს და ამ მხრივ, მშვიდად ვარ.
– კრისტი, ერთხელ მითხარი, ზოგჯერ ნატალია მგონია ჩემი დედაო.
– „დედამთილს“ ვეძახი: ეს გაისწორე, ეს ასე გააკეთე. თუმცა, ძალიან მოსწონს, რომ მოდელი ვარ და ჩემს ფოტოებს აზიარებს ხოლმე.
ნატალია: დედა ჩემთვის მისაბაძია, მაგრამ არ მომწონს, როცა იმათ ჰგავს, ვინც არ არის ჩემთვის მისაბაძი. ანუ, არ მომწონს, როცა დედაჩემი ისე იქცევა, მე რომ არ მომწონს, მაგალითად – ფეხი ცუდად უჩანს და ასე შემდეგ. ქალს, თან მისი ასაკისას, არ უხდება ასეთი რაღაცეები. არ მომწონს სითამამე. ეს იცის კრისტიმ. თამამი არ არის, უბრალოდ, არ მომწონს რაღაცეები.
კრისტი: გულისხმობს იმას, რომ ვიღაცეები ვულგარულობით, სექსუალური ხრიკებით მოვიდნენ აქამდე და გახდნენ ცნობილი,  მე კი ჩემი პროფესიით გავხდი ცნობილი. როცა ამ პროფესიაში ხარ, არ იქნება ისე, რომ არ გამოჩნდეს და ასე შემდეგ. უბრალოდ, ყველაფერი ესთეტიკურად ლამაზი უნდა იყოს. ნატალიამ მაშინ ინერვიულა, როცა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვმონაწილეობდი და ფორუმებზე ცუდ კომენტარებს წერდნენ. ეს იჯდა და ტიროდა, უწერდა პასუხებს.
ნატალია: ეს არის ჩემი დედიკო, რომელიც ძალიან მიყვარს და რა თქმა უნდა, მასზე ცუდს თუ იტყვის ვინმე, მეწყინება და შევეწინააღმდეგები. საბოლოოდ, მაინც შევაცვლევინებ აზრს. მე ყველანაირ უმცირესობას ვიცავ და დედას არ დავიცავ?
კრისტი: ჩემს გენეალოგიურ ხეს რომ გადახედო, სუფთა სისხლის სომხები ვართ, არავინ გვირევია. პირველი ნატალია და ჩემი დისშვილები არიან, რომელთაც სხვა სისხლიც შეერიათ. სისხლით სომეხი კი ვარ, მაგრამ მენტალურად – ქართველი. ნატალიასაც 50 პროცენტი ჩემი სისხლი აქვს. რეკლამის ან რაიმე გადაღების შემდეგ რომ წერდნენ ჩემზე: რატომ გადაიღეს სომეხი? ამაზე ნატალია გამოდის ისეთი ტექსტებით...
ნატალია: მე ამ ოჯახში ვიზრდები და ქართველი ვარ. მაგრამ, ნახევრად სომეხიც ვარ და არასდროს მქონია იმაზე გართულება: რატომ არ ვარ სუფთა სისხლის ქართველი, რატომ მირევია სომხური, უკრაინული, პოლონური, ბერძნული სისხლი-მეთქი. არ მიყვარს, ხალხს რომ ამცირებენ, განსაკუთრებით უმიზეზოდ. საქართველოში ბევრია ქსენოფობი. აპოლიტიკური ვარ, მაგრამ ერთი ქვეყნის მთავრობას მეორესთან პრობლემა რომ აქვს, ეს დაპირისპირებად არ უნდა გადაიქცეს. ერთ-ერთ სტატუსში, რომელიც ბაბუას, ზურა ყიფშიძეს მივუძღვენი,  დავწერე: ხელოვნება და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში არ არის. რაღაც საიტებმა ჩათვალეს, რომ ეს მე არ მითქვმს – ბავშვი ამას როგორ დაწერდა, ბაბუამისის დაწერილიაო. არადა, ბაბუამ არც კი იცოდა.
კრისტი: იმ დროს ზურა საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო წასული, ჟიურიში ბრედ პიტთან ერთად იჯდა. ამას მოჰყვა დიდი ამბები: მოღალატე წავიდა მოსკოვშიო. ნატალიაც ამ ფაქტს გამოეხმაურა.
– ნატალია, როგორი რეაქცია გექნება, დედაშენმა რომ გითხრას, ვთხოვდებიო.
კრისტი: ერთხელ სიზმარში ნახა, შეყვარებული მყავდა და გაბრაზებულმა გაიღვიძა: რატომ მიმალავ შეყვარებული რომ გყავსო.
ნატალია: მართლა არავინ ჰყავს უკვე რამდენი ხანია და ისე მიკვირს: ასეთი ლამაზი და კარგია. თვითონ არის ალბათ ასეთი. ჩემთვის მთავარია, ადამიანს, რომელიც კრისტის ან ჩემ გვერდით იქნება, პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდეს და იცოდეს, რომ ოჯახი ჩემთვის პირველია. როდესაც გვერდში საყვარელი ადამიანი ჰყავს, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მას კომფორტი შეუქმნას. მინდა, რომ დედიკოს ჰქონდეს ოჯახი და მხოლოდ ჩემზე არ იყოს დამოკიდებული, რადგან ყველაფერს ჩემთვის აკეთებს. ეს კარგია, მაგრამ მინდა, მეუღლე ჰყავდეს, ბედნიერი იყოს. შვილიც თუ ეყოლება, გამიხარდება. მინდა, ჰყავდეს ადამიანი, რომელიც მას გააბედნიერებს.
– ხშირად დებ სოციალურ ქსელში ისეთ ფოტოებს, სადაც დედა და მამა ერთად არიან გადაღებული. მათ დაშორებას ახლაც განიცდი?
– ძალიან ცუდია, როდესაც პატარა ხარ და დედა და მამა ერთად არ გყავს ნანახი. მაგრამ მერე, როცა ხვდები, რომ ერთად ბედნიერები არ არიან და რაც გაშორდნენ, თავიანთი მეორე ნახევრები იპოვეს... ნუ, მამამ იპოვა... დიდხანს ბევრი აზრი მიტრიალებდა ამის გამო თავში. ზოგჯერ საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. ახლა ჩემთვის მთავარია, ისინი იყვნენ ბედნიერები და ვისთან – ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.

скачать dle 11.3