კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღიარებული ნეიროქირურგის მთავარი პოსტულატები

ბატონი გოგი მაღალაშვილის   სახელი ქართული ნეიროქირურგიის მდიდარ ტრადიციებთან, პროფესიონალიზმთან და სამედიცინო პრინციპებთან ასოცირდება. სარეჟისორო კარიერაზე მეოცნებე  ახალგაზრდა სამედიცინო ასპარეზზე ხვდება და როგორც დღეს უკვე  ცხადია, წარმატებულად. ის გახლავთ ნეიროქირურგი, რომლის სახელს ამ სფეროში არაერთი ნოვაცია და თამამი ნაბიჯი უკავშირდება. სწორედ ამიტომაც დაასახელეს ის ჩვენმა მკითხველებმა საუკეთესო ქართველ ექიმებს შორის.

  გიორგი მაღალაშვილი – მინი დოსიე: თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი.
განათლება: 1969-1975 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1975-2004 –  აკად. პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტი, ნეიროქირურგი; 1979 –  კატასტროფის მედიცინის ექიმი-კონსულტანტი; 2003-2011 – N4 კლინიკური საავადმყოფო, ო. სიგუას სახელობის ნეიროქირურგიული ცენტრი, ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2011-2013 – მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიული სამსახურის უფროსი; 2001-იდან დღემდე  – თბილისის მთავარი ნეიროქირურგი; 2013 – თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი; 2014-იდან დღემდე – თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული მიმართულების  ხელმძღვანელი; 50-ზე მეტი  სამეცნიერო ნაშრომის (უმაღლესი კატეგორია) ავტორი.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე თანამედროვე სტანდარტების უახლესი აპარატურით აღჭურვილი ნეიროქირურგიული ცენტრი გაიხსნა, რომელსაც  წამყვანი ნეიროქირურგი, გოგი მაღალაშვილი ხელმძღვანელობს. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული დეპარტამენტის უმაღლესი რანგის სპეციალისტები, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური აპარატურის, თანამედროვე მეთოდებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, პაციენტებს საუკეთესო ხარისხის სამედიცინო სერვისს სთავაზობენ. ნეიროქირურგიის ცენტრი დაკომპლექტებულია ამ დარგის წამყვანი სპეციალისტებით, რომლებიც თეორიული ცოდნითა და დიდი პრაქტიკული გამოცდილებით, საუკეთესო შედეგებს აღწევენ. ცენტრი გათვლილია 42  საწოლზე და აღჭურვილია წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური აპარატურით.
პირველად ამიერკავკასიაში დაინერგა „მედტრონიკის” წარმოების ნეირომონიტორინგის სისტემა, რაც საშუალებას იძლევა, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი პოსტოპერაციული ტრავმების საშიშროება. ინტრაოპერაციული ნეიროფიზიოლოგიური მონიტორინგის გამოყენებით, შესაძლებელია  თავის ტვინის მამოძრავებელი და მგრძნობელობითი გზების ფუნქციური, ანუ ფიზიოლოგიური  მდგომარეობის  მუდმივი მონიტორირება, აქვე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენებით, შესაძლებელია, უკლებლივ ყველა ქალა-ტვინისა და ზურგის ტვინის ნერვების ფიზიოლოგიური მდგომარეობის მუდმივი მონიტორირება. მნიშვნელოვნად  აუმჯობესებს ქირურგიული ოპერაციების ხარისხს, ამცირებს  პოსტოპერაციული გართულებებისა და ნევროლოგიური სტატუსის გაღრმავების სიხშირეს, რაც სტატისტიკურად დამტკიცებულია მრავალი კვლევის შედეგად.  კლინიკაში დანერგილია ინტრაოპერაციული სხივური თერაპიის ტექნოლოგია, რომელიც უნიკალურია და დღეისთვის ევროპის მხოლოდ 8 კლინიკაში ფუნქციონირებს. ეს აპარატურა იძლევა საშუალებას თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების უფრო ეფექტური მკურნალობისა და სიცოცხლის გახანგრძლივების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ფართოდ დაინერგა ენდოსკოპიური ნეიროქირურგია, რომელიც საქართველოში დღემდე ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. ზოგიერთი ტიპის ბაზალური სიმსივნეები, რომლებიც დღემდე ინოპერაბელური იყო, აღნიშნული მეთოდიკით დაექვემდებარა  მკურნალობას.
– ბატონო გოგი, ექიმობა ალბათ, თქვენი ბავშვობის ოცნება იყო...
– სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ სამედიცინო სფეროში შემთხვევით მოვხვდი. სხვა სპეციალობით ვაპირებდი წასვლას.  მამაჩემი მსახიობი იყო და მაშინდელი დრამატურგიის მამასთან, მიხეილ თუმანიშვილთან მიმიყვანა. რეჟისორობა მინდოდა, პრაქტიკულად, თეატრში ვიზრდებოდი. თუმცა, მიხეილ თუმანიშვილმა მაშინ მამაჩემს უთხრა, ამისგან რეჟისორი არ გამოვაო და მეც ავდექი, ყველაზე ახლოს სახლის ფანჯრებიდან რაც ჩანდა, სამედიცინო  ინსტიტუტი იყო და იქ შევიტანე საბუთები. შემდეგ გავარკვიე, რომ შორეულ გენებში, სამედიცინო ფესვები მაინც  მქონია: კასპის რაიონში არის მაღალაანთ კარის ეკლესია და აფთიაქი. ასევე, სამედიცინო კარაბადინზეა საუბარი, რომ მაღალაძის დაწერილია ფასანკერტელ-ციციშვილის დაკვეთით. ახლა ჩემი შვილი, ედიშერ მაღალაშვილიც ჩემს გზას გაჰყვა.
– ბატონო გოგი, ახლა უკვე წარმატებული ექიმი ხართ. როგორ ფიქრობთ, რატომ  მოხვდით პაციენტთა მიერ რჩეულთა შორის, რამ მოიტანა თქვენი ეს აღიარება?
– ალბათ, მუხლჩაუხრელმა შრომამ.  ძნელია, საკუთარ თავზე ისაუბრო – ინდივიდუალური შეფასებები უხერხულია. ვიტყოდი, რომ შენმა საქმემ, განკურნებულმა პაციენტებმა უნდა ისაუბრონ შენზე. თუმცა, ყველასათვის მისაღები ექიმი ვერ იქნება, საუბედუროდ, ნეიროქირურგიაში  ცუდი შედეგებიც ხშირად გვაქვს. ერთადერთი, რაც არ მინდა, საკუთარ თავს დავუკარგო, ყოველთვის მეხალისებოდა ახლის კეთება და  ძიება. პირველად საოპერაციო მიკროსკოპი და მიკროქირურგიული ტექნიკა ხერხემალზე, სისხლძარღვოვან პათოლოგიებსა და ასე შემდეგ სწორედ ჩემს ხელში განხორციელდა და მუდმივად ახლის ძიებაში ვიყავი – ერთგვარი სპორტული ჟინის შეგრძნებაც იყო. ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, სირთულის გამო  უარი მეთქვას ოპერაციაზე, რაზეც ბევრი სხვა ექიმი არ დათანხმდებოდა. არ მახასიათებს ავადმყოფების შერჩევა.
– ბატონო გოგი, სად მოხდა თქვენი, როგორც პროფესიონალის ჩამოყალიბება და ვინ შეასრულა ამაში განსაკუთრებული როლი?
– ძირითადად, ნევროლოგიის ინსტიტუტში. ასევე,  პროფესიონალურ ზრდაში განსაკუთრებული როლი შეასრულა მოსკოვის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში გატარებულმა წლებმა და მისმა დირექტორმა, ალექსეი კანავაროვმა. ძალიან დიდი როლი ითამაშა პროფესორმა ოთარ სიგუამ და ჩემმა ურთიერთობამ სოზარ ჩხენკელთან; ასევე, გიორგი ყუფარაძემ,  სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა საქართველოში. მინდა აღვნიშნო, რომ ბრატისლავას უნივერსიტეტის პროფესორითან,  ევროპის ნეიროქირურგიის ასოციაციის მაშინდელ პრეზიდენტთან,   პაველ ნადურნიკთან მუშაობამაც ძალიან დიდი კვალი დატოვა ჩემს პროფესიულ განვითარებაში.
– თქვენი პირველი ოპერაცია თუ გახსოვთ?
– კი, ჰემატომა გავუკეთე ერთ კაცს, ეროვნებით რუსს. ჩემი პაციენტი იყო  და სხვათა შორის, ალკოჰოლიკი. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ წარმატებულად წარიმართა ოპერაცია (იღიმის).
– მთავარი პროფესიული  პოსტულატები ამ გადასახედიდან, თქვენი აზრით, რა არის?
– მე მიმაჩნია, რომ დღეს მედიცინა ძალიან კომერციალიზებული გახდა. ეს მისასალმებელი არ გახლავთ. ზოგიერთი ჩემი მოწაფეც კი ჩაითრია ამ პროცესმა. როდესაც პროფესიონალი ექიმი თავის მიმართულებად ირჩევს ასეთ პრაქტიკას, თვითონ უარს ამბობს ოპერაციის გაკეთებაზე და პაციენტს აგზავნის თურქეთის ან რომელიმე სხვა კლინიკაში. იქიდან კი იღებს პროცენტულ საკომისიოს, რომელიც მეტად მაღალია, ვიდრე აქ გაკეთებული ოპერაციის დროს. ანუ, გამოდის, რომ ის ხელებს იბანს, პასუხისმგებლობას იხსნის, უშვებს ავადმყოფს სხვაგან. შესაბამისად, საქართველოში ნეიროქირურგიის პროფესიული ზრდის ალბათობაც მცირდება. მას ურჩევნია, აიღოს მეტი ფული და უცხოეთში გაუშვას პაციენტი, ვიდრე თავად გააკეთოს ოპერაცია, როცა საქართველოში არანაკლები პროფესიონალიზმითა და ეფექტურობით კეთდება ანალოგიური ოპერაციები. ეს საკმაოდ  საგანგაშო სურათია, როცა ანალოგიური ოპერაციები არანაკლები შედეგით კეთდება საქართველოშიც.  ჩვენთან, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექცია მთლიანად ორიენტირებულია იმაზე, რომ პაციენტზე  მოხდეს სწორება.  მაქსიმალურად რაციონალიზებული თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულია სამედიცინო სერვისები, რომელთა ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ანალოგებთან.  ვფიქრობ, დღეს ქართული ნეიროქირურგია სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და ჩვენ  შეგვიძლია, პაციენტს მოვემსახუროთ და დავაკმაყოფილოთ მისი მოთხოვნები მაღალპროფესიულ დონეზე.

скачать dle 11.3