კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად აღმოჩნდა მიშა გასიტაშვილი ხალათში გამოწყობილ შერონ სტოუნთან ერთად და ქართული შოუ-ბიზნესის რომელი ვარსკვლავები ანდობენ საყვარელ „პარიკმახერს“ საიდუმლოებებს

თბილისის ყველაზე მოდური სტილისტი, მიშა გასიტაშვილი, პოპულარულ ადამიანებთან მეგობრობის გამო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, სადაც მიშა შოუ-ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთადაა გადაღებული. ისინი დასვენების დღეებს ხშირად სხვადასხვა ქვეყანაში ერთად ატარებენ, რის გამოც მის გარშემო უამრავი ჭორი ტრიალებს.

 – მიშა, სოციალურ ქსელში შენი, ქრისტინე იმედაძისა და ნინა წკრიალაშვილის პარიზული არდადეგების ფოტოები გავრცელდა. მეგობრებმა ერთად დასვენება გადაწყვიტეთ?
– ეს მოგზაურობა ჩემს დაბადების დღეს უკავშირდება, რომელიც 7 ნოემბერს იყო. ბოლო რამდენიმე წელია, რაც დაბადების დღის უცხოეთში აღნიშვნა ტრადიციასავით დავამკვიდრე. აქ ასკაციანი წვეულების გამართვას, რომელიც უზარმაზარ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მირჩევნია, მის მესამედ ფასად ბილეთი ავიღო, შევარჩიო სასურველი ქვეყანა და სამი დღით გავემგზავრო. ვიყავი პარიზში, ამსტერდამში და წელს ისევ საფრანგეთში გადავწყვიტე წასვლა. ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი მეგობრები და ისინიც ავიყოლიე. თუმცა, მოგვიანებით, ნინი ბადურაშვილმა ვეღარ მოახერხა და საბოლოო ჯამში, მე, ქრისტინე იმედაძე და ნინა წკრიალაშვილი გავემგზავრეთ. ლამაზ, პატარა კაფეში დავსხედით, რამდენიმე ჭიქა ღვინო დავლიეთ, ცოტა გავერთეთ და სამი დღე ულამაზეს გარემოში გავატარეთ.
– რომელი დაბადების დღე გახსენდება განსაკუთრებულად?
– შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ამსტერდამში გავატარე. მაშინ პირველად გავემგზავრე მარტო და ალბათ, ამიტომაც დამამახსოვრდა გამორჩეულად. იქ ჩემი ორი უსაყვარლესი მეგობარი – ცნობილი სპორტსმენი გიგა ჯიქაძე და მისი მეუღლე ცხოვრობენ. მათთან ერთად არაჩვეულებრივი დრო გავატარე.
– განსაკუთრებული საჩუქარი ვისგან მიგიღია და რა?
– შარშან დაბადების დღისთვის თვითმფრინავის ბილეთები და სასტუმროს დაჯავშნილი ნომერი მაჩუქეს. ეს საჩუქარი მეგობარმა გამიკეთა, რადგან იცოდა, რომ მიყვარს ამ დღეს გარემოს შეცვლა და მისი სხვა ქვეყანაში გატარება. თუმცა, ძალიან ცუდი ხმა გავრცელდა. წერდნენ, ხალხს არაფრის თავი არ აქვს, ეგ კიდევ პარიზში იხდის დაბადების დღესო. მე არ ვიხდი დაბადების დღეს. უბრალოდ, ისე ვამთხვევ, რომ ამ დროს, სამი დღით სხვაგან ვიყო, რაც ძალიან ცოტა ჯდება. წელიწადში ერთხელ ჩემს თავს რომ ასეთი საჩუქარი გავუკეთო, ამის უფლება მაქვს. თბილისში ყოფნისას შეუსვენებლად ვმუშაობ, ამიტომ, ჩემთვის ქალაქგარეთ გასვლა განტვირთვის ერთადერთი საშუალებაა და ვცდილობ, წელიწადში რამდენჯერმე ასე მოვიქცე. ამას ხან ჩემი ხარჯებით ვაკეთებ, ხან მეგობრები მეპატიჟებიან. წელსაც მეგობრებმა მაჩუქეს. როცა წინასწარ გეგმავ წასვლას და თანხას ანაწილებ, ამ დროს კი, მეგობრისგან ყველაფერს საჩუქრად მიიღებ, ძალიან სასიამოვნოა. ძალიან მიყვარს ასეთი ადამიანები.
– ასეთი ადამიანების ცხოვრება ხშირად სკანდალებთანაა დაკავშირებული და მათთან მეგობრობის გამო, ალბათ, შენც ხშირად გახვეულხარ მსგავს სიატუაციაში. თუნდაც ია ფარულავასა და ტარიელ სუარის შემთხვევა რომ გავიხსენოთ...
– ჰო, ეს რაღაც სისულელე იყო და ზუსტად მას შემდეგ „ვღადაობდი“ ჩემს თავზე, „მიშა პარიკმახერი” ვარ-მეთქი, რადგან ტარიელ სუარმა მომიხსენია ასე. ია ჩემი ახლო მეგობარია, რომელიც ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ. უბრალოდ, რაღაც ასე მოხდა, თორემ მსგავსი რამ არ ყოფილა. სხვა სკანდალური შემთხვევა არ მახსენდება, რადგან მე ჩემი მეგობრების შეყვარებულებთანაც ვმეგობრობ და ოჯახის წევრებთანაც.
– ალბათ, ერთმანეთის მესაიდუმლეებიც ხართ, არა?
– მე მათთან ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობები მაქვს. ყველა ინდივიდუალურია, ზოგი გაგიმხელს საკუთარ საიდუმლოს, ზოგი – არა. თუმცა, ძირითადად, ვანდობთ ხოლმე ერთმანეთს ჩვენს საიდუმლოებებს.
– როცა ცნობილი  ვინმეა შენი მეგობარი და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ასაჯაროებ, მაშინვე გორდება ჭორი, რომ შენ მისი შეყვარებული ხარ. არ გიქმნის ეს მის ნამდვილ შეყვარებულთან უხერხულობას?
– ის ადამიანები სინამდვილეში მე ხომ მიცნობენ?! მათ პირად ცხოვრებას მეც კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ მათთვის ეს სასაცილოა. არცერთი გახმაურებული ჭორი მართალი არ ყოფილა და ისე, პატარა რაღაც, შეიძლება არსებობდა.
– შენ თუ გიშლის პირადი ურთიერთობების აწყობაში ხელს ეს ჭორები?
– არა, იმიტომ რომ, თუ ჩემ გვერდით ვინმეა, ისიც იცნობს ჩემს მეგობრებს. ჩვენ ერთი, დიდი წრე ვართ. ამიტომ, არცერთს არ გვიჩნდება ზედმეტი კითხვები და უაზროდ არ ვეჭვიანობთ. ჩემ გარშემო ბევრი ლამაზი გოგოა და პატარა რომანები და ფლირტები მაქვს, მაგრამ სერიოზული არაფერია. იყო შემთხვევა, როცა რაღაც პერიოდი, ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ, ეს იყო დახურული და დამალული, რადგან ვიცოდით, რომ მალე  გაივლიდა.
– შენი მეგობარია ასევე, ბიზნესმენ თემურ უგულავას ყოფილი მეუღლე, ბაია დავითაია.
– მე და ბაიას ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ის ძალიან ერთგული ადამიანი, ლამაზი ქალი და გმირი დედაა. ლუკას გამო ის კიდევ უფრო მეტად ძლიერია და გარეთ ვერასდროს შეატყობ, ასეთი პრობლემა რომ აქვს. ის საოცრად უვლის შვილს, მარტო უმკლავდება ამხელა პრობლემას, რის გამოც ჩემთვის სამაგალითოა. ვამაყობ, რომ ბაია ჩემი მეგობარია.
– არ შემიძლია, შერონ სტოუნთან შეხვედრაზე არ გკითხო, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.
– შერონ სტოუნი ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში იყო სილამაზის ეტალონად მიჩნეული.  მახსოვს, ხუმრობდნენ – შენც არ მყავდე შერონ სტოუნიო. როცა მასთან სასტუმრო „რედისონში“ მივედი, ხალათითა და ბრილიანტებით გამოვიდა. რომ დავინახე, ცუდად გავხდი, იმდენად დიდი შარმი ჰქონდა, გამაჟრიალა. პირდაპირ ვთხოვე, შეიძლება, სურათი გადავიღო თქვენთან-მეთქი?! კიო. შერონ სტოუნთან სურათი შეიძლება, ბევრს აქვს გადაღებული, მაგრამ სასტუმროში, ხალათში გამოწყობილთან – არა (იცინის). მაშინ ვფიქრობდი, ხომ არ მივატოვო ჩემი პროფესია, შერონ სტოუნის შემდეგ, თბილისში ვინღა უნდა დავვარცხნო-მეთქი. თუმცა, მე ყველასთან სხვა ურთიერთობები მაქვს და ასე ვერ მოვიქცეოდი.
– როგორ ფიქრობ, რა არის შენი წარმატების მიზეზი?
– მე ვფიქრობ, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. თინეიჯერობის ასაკიდან ისეთ ადამიანებთან მქონდა შეხება, რომლებიც იმ პერიოდში ძალიან ცნობილები იყვნენ. მაგალითად, ქრისტინე იმედაძე – ჩვენი მეგობრობა თხუთმეტი წლის წინ დაიწყო. შემდეგ ქრისტინემ თავის ბევრი მეგობარი მომიყვანა: ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე და ასე, ნელ-ნელა, ყველა ვარსკვლავმა ჩემთან დაიწყო სიარული. ასე გახდა მიშა მოდური. სინამდვილეში მე არ ვარ ძალიან კარგი პროფესიონალი, უბრალოდ, მოდური ვარ და ამიტომაც დადიან ჩემთან. თორემ, თბილისში ძალიან ბევრი პროფესიონალია, რომლებიც ტენდენციებსაც მიჰყვებიან და კარგადაც მუშაობენ. მე, უბრალოდ, მაქვს ჩემი სტილი და განსაკუთრებული ურთიერთობები ამ ხალხთან, რომლებიც მომეჯაჭვნენ. ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობრები არიან: ქრისტინე, ნინი ბადურაშვილი, ნინა წკრიალაშვილი, სოფო ნიჟარაძე, ია ფარულავა, ინგა გრიგოლია, ნანუკა ჟორჟოლიანი, სოფო შევარდნაძე და ასე შემდეგ. ბევრ მათგანთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს და სამოგზაუროდაც ხშირად დავდივართ ერთად.  წელსაც ვიყავით მე, ქრისტინა და ნინი ერთად წასულები. აქ სიცივეები იყო და უცებ მზე და დასვენება მოგვინდა, ამიტომ, ეგვიპტეში გადავწყვიტეთ წასვლა. ცოტა ხნის შემდეგ მე და ქრისტინე მონაკოსა და პარიზში წავედით და ყველგან არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ.

скачать dle 11.3