კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ შეუცვალა წარმოდგენა თაკო ვადაჭკორიას ყოფილი ქმრის მეორე მეუღლეზე, თამთა შედანიაზე და რას ვერ აპატიებს მომღერალი მამას ვერასდროს

მომღერალ თაკო ვადაჭკორიას მაყურებელი სხვადასხვა მუსიკალური პროექტიდან იცნობს. თუმცა, მისი პირველი მნიშვნელოვანი წარმატება ჯგუფ „ელდრაინს“ უკავშირდება. თაკო „ელდრაინის“ სოლისტი იყო, როცა ჯგუფმა შესარჩევ ტურში გაიმარჯვა და „ევროვიზიაზე“ უნდა გამგზავრებულიყო. თუმცა, მოულოდნელად, ის სოფო ტოროშელიძით ჩაანაცვლეს. ამას ისიც დაემატა, რომ ზუსტად ამ დროს, თაკო მამამ მიატოვა, მოგვიანებით კი, მომღერალს ოჯახიც დაენგრა.

 თაკო ვადაჭკორია: მუსიკალურ სფეროში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ერთ-ერთ სტუდიაში გასართობად მივედი. იქიდან დავიწყე და აღარც გავჩერებულვარ. დავამთავრე საფორტეპიანო და მუსიკალური ტექნიკუმი. მერე სრულიად განსხვავებულ პროფესიაზე, ბიზნესადმინისტრირებაზე ჩავაბარე და უცხოეთშიც ამ მიმართულებით ვსწავლობდი. მინდა, მიღებული ცოდნა გამოვიყენო და მუსიკის პარალელურად, ბიზნესვუმენის როლიც მოვირგო. ძალიან მიყვარს გემრიელი კერძების მომზადება და შესაძლოა, ჩემი სამომავლო გეგმები ამ სფეროს დავუკავშირო.
– „ელდრაინი“ შენი პირველი ჯგუფი იყო?
– არა, მანამდეც მყავდა ერთი-ორი ჯგუფი, თუმცა მალევე დავიშალეთ. „ელდრაინი“ იყო პირველი ჯგუფი, რომელთან ერთად, დაახლოებით ერთი წელი ვმუშაობდი,  ასპარეზზე გამოვიდა და ერთად გამოვჩნდით. თუმცა, შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. გავიმარჯვეთ და „ევროვიზიაზე“ უნდა წავსულიყავით. თუმცა, ისე მოხდა, რომ მე ვერ წავედი. მაშინ კარგად ვერც მივხვდი, რა მოხდა. არადა, ეს იყო ცხოვრებაში პირველი შემთხვევა, როცა დავიჯერე, რომ ნაცნობობისა და ფულის გარეშეც შეიძლებოდა, რამის მიღწევა. თუმცა, მერე აქაც აღარ გამოვიდა. კონტრაქტში იყო პირობები, რომელზეც მე ხელს ვერ მოვაწერდი. არაფერს მპირდებოდნენ – არც სამსახურს და არც ხელფასს. ამას ხელს ვერ მოვაწერდი, რადგან იმ დროს სამსახურს ვერაფრით მივატოვებდი. მოკლედ, ახლა უკვე მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ მათ ჯგუფიდან წასვლისთვის ყველანაირი პირობა შემიქმნეს.
– და ჩაგანაცვლეს სოფო ტოროშელიძით. თუ იცნობდი მას ამ შემთხვევამდე?
 – სოფო ტოროშელიძეს მანამდე არ ვიცნობდი, თუმცა, შემდგომში ჩემი ინიციატივით, არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. მივხვდი, რომ ის არაფერ შუაში იყო. უფრო მეტად ნაწყენი ჩემი ჯგუფის წევრებსა და პროდიუსერზე ვიყავი, ვიდრე სოფოზე. თუმცა, თავიდან გარკვეულ შინაგან უკმაყოფილებას ჩემში ისიც იწვევდა, მაგრამ ეს, კონკრეტულად, სოფოს არ ეხება. ასე იქნებოდა ნებისმიერთან მიმართებაში, ვინც არ უნდა ყოფილიყო მის ადგილას. როგორც ვთქვი, ჩემი ინიციატივით, კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ „X ფაქტორში“ მონაწილეობის შემდეგ, რომელიც მისი გადაწყვეტილებით დავტოვეთ, ურთიერთობა გაგვიფუჭდა. იქ ძალიან ბევრი დეტალი იყო, რომელზედაც ახლა ვერ ვისაუბრებ, მაგრამ საწყენი იყო და გავბრაზდი. მეორედ ამ ყველაფრის გადალახვა, რთული აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში, მე აბსოლუტურად მართალი ვიყავი და მას შემდეგ, ურთიერთობა აღარ გვაქვს.
– საკმაოდ რთული პერიოდების გავლა მოგიწია პირად ცხოვრებაშიც. ახლა რა ხდება?
– ცოტ-ცოტა ყველაფერი (იცინის). თუმცა, დიდი ხანია, სტაბილურად არავინ მყოლია. ჩემთვის უკვე განვლილი პრობლემების გამო, ურთიერთობების დალაგება საკმაოდ რთულია. თან, მყავს შვილი და ჩვენს ცხოვრებაში ახალ ადამიანს ადვილად ვერ შემოვუშვებ. ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ და ალბათ, რაღაც დასკვნამდე მივალ. თუმცა, უკვე ვამბობ, რომ ოთხი წელი მარტო ყოფნა მომბეზრდა და ახალი წლიდან გათხოვებას ვაპირებ. ვის უნდა გავჰყვე, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, უკვე დროა, მეორე წრეზე წავიდე (იცინის). ამ დროის განმავლობაში პატარა ურთიერთობები იყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ზუსტად ვიცოდით, რომ ვერ გამოვიდოდა. ჩემს ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელსაც ხშირად უწევდა ქვეყნიდან გასვლა. მე კი ჩემი შვილის უცხოეთში გაყვანას ვერ ვახერხებ, რადგან სანდრო მამის გვარზეა და მისი თანხმობაა საჭირო, რომელსაც თავი ვერაფრით მოვაბით.
– სანდროს მამასთან საერთოდ აღარ გაქვს ურთიერთობა?
– უკვე სამწელიწად-ნახევარია, ურთიერთობა აღარ გვაქვს – რაც დავშორდით, თითქმის მას შემდეგ. სანდრო მამას საერთოდ არ იცნობს. ზოგადად, ძალიან ინტერესიანი ბავშვია და ყველაფრის შესახებ უამრავ კითხვას სვამს, მაგრამ, რატომღაც, მამაზე ჯერ არ უკითხავს და ცოტა ვნერვიულობ ამის გამო.
– შენი ყოფილი მეუღლე ცოტა ხნის შემდეგ „მის საქართველოზე“, თამთა შედანიაზე დაქორწინდა. ამაზე რა რეაქცია გქონდა?
 – აბსოლუტურად არანაირი. მე ის ადამიანი არ მჭირდებოდა და მის გვერდით ვინც არ უნდა ყოფილიყო, არავისზე არ ვიეჭვიანებდი. არც ის მომენტი მქონია, ვაიმე, მის გვერდით „მის საქართველოა-მეთქი“. ყველას თავის სტანდარტები აქვს. ვიცი, რომ არიან ჩემზე ბევრად ლამაზი, ჭკვიანი და მაგარი გოგოები და პირიქით – უფრო ნაკლებიც. ყველაფერი შედარებითია, თუმცა, მე ვიცი, საკუთარი თავის ფასი. ზუსტად ვიცი, რა ადგილი მიჭირავს ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებაში და ეჭვი არასდროს მიჩნდება, რადგან ვცხოვრობ პრინციპით: ვინც ჩემგან წავიდა, თვითონ დაკარგა, მე არაფერი დამიკარგავს.
– თამთას თუ იცნობდი, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა?
– საერთოდ არ ვიცნობდი და დღესაც არ ვიცნობ, თუმცა ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს. მისი თავდაპირველი განცხადებებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენზე საუბრობდა, მასზე არც ისე კარგი შთაბეჭდილება შემექმნა, მაგრამ, მერე გავიგე, რომ საკმაოდ თბილი და კარგი ადამიანია. ამიტომ, მის თავდაპირველ განცხადებებს იმას დავაბრალებ, რომ, როგორც ჩანს, მას რაღაც ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს, რადგან, როგორც მითხრეს, კარგი და ადეკვატურად მოაზროვნე გოგოა. ჩვენ უკვე დიდი ხნის დაშორებულები ვიყავით, როცა ის ერეკლეს ცხოვრებაში გამოჩნდა. ორსულად რომ არ ვყოფილიყავი, ქმარს, ალბათ, სამ თვეში დავშორდებოდი, მაგრამ ოფიციალურად, ბავშვის გაჩენის შემდეგ დავშორდით ერთმანეთს. რვა თვის იყო სანდრო, ერეკლე ისევ რომ გამოჩნდა და შერიგება მთხოვა. მაგრამ, დავინახე, რომ პრობლემა, რომლის გამოც დავშორდით ისევ არსებობდა. ამიტომ, აღარაფერს ჰქონდა აზრი. სადღაც მაგ პერიოდში დაიწყო თამთასთან ურთიერთობაც. უკვე ოფიციალურად დაშორებულები ვიყავით და არანაირი რეაქცია არ მქონია. იმ დროს მე საერთოდ სხვას ვხვდებოდი. ქმართან დაშორების შემდეგ, საკმაოდ ცუდად ვიყავი და რამდენიმე თვეში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ამ მძიმე პერიოდის გადალახვაში დამეხმარა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.
– როგორც ვიცი, კიდევ ერთი რთული პერიოდის გადატანა მოგიხდა მამასთან დაკავშირებით?!
– 23 წლის ასაკში მამამ მიმატოვა. ზუსტად იმ პერიოდში, როცა „ევროვიზიაზე“ ვერ წავედი. ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მოხდა. მანამდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა და არაჩვეულებრივი ოჯახი გვქონდა. ოჯახი, რომელშიც არც კი ჩხუბობენ და მამამ ერთ მშვენიერ დღეს გამოგვიცხადა, რომ თურმე, ჩვენთან ვეღარ ჩერდება და მიგვატოვა. ვერ ავხსნი, მსგავსი თემები როგორ და რატომ ხდება. ჩემი და ჩემი ყოფილი მეუღლის შემთხვევაში, ბავშვი პატარა იყო და შეიძლება, მამამ ვერ შეიყვარა, რადგან მასთან კონტაქტი არ ჰქონია. მაგრამ, მამაჩემზე რა უნდა ვთქვა, არ ვიცი. 22 წელი რომ ადამიანს უყურებ, ელემენტარულად შეეჩვევი და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლოს და ბოლოს, შვილზეა ლაპარაკი. ცოლი რომ აღარ უყვარს და სხვასთან უნდა, ეს შეიძლება, გაუგო ადამიანს, მაგრამ შვილზე უარის თქმას, ვერასდროს ვაპატიებ. მასთან კონტაქტი დღემდე არ მაქვს. ეს პერიოდი ძალიან მძიმედ მახსენდება. ზუსტად ამ სირთულეების გადალახვაში დამეხმარა ჩემი ყოფილი მეუღლე და მერე გაუჩინარდა. ვფიქრობ, მან ისარგებლა ჩემი სისუსტით და გაფანტულობით. ძალიან რთული პერიოდი მქონდა. მამა წავიდა, კარიერა ისე არ აეწყო, როგორც ვგეგმავდი და ამ დროს, ერეკლე ძალიან ლამაზად შემომეპარა და დაქორწინებაზე დამითანხმა. რომ არა ეს მდგომარეობა, ალბათ, ამ ნაბიჯს ასე სწრაფად არ გადავდგამდი.

скачать dle 11.3