კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა გიორგი ხაჭაპურიძემ ტყუპისცალი, რომელიც გარდაცვლილი ეგონა და რატომ უწერიათ მათ დაბადების მოწმობაში სხვადასხვა თარიღი

წარსულში დიზაინერმა, ახლა უკვე მომღერალმა გიორგი ხაჭაპურიძემ თავისი ტყუპისცალი იპოვა, რომელიც ოჯახს გარდაცვლილი ეგონა. 1988 წლის 16 აპრილს, ბელარუსში ტყუპი ძმები დაიბადნენ, თუმცა ერთ-ერთი, როგორც მათ მშობლებს განუცხადეს, გარდაიცვალა... ამ ამბიდან 27 წელი გავიდა. ძმებმა ერთმანეთი სატელევიზიო შოუ „ახალი ხმის” მეშვეობით იპოვეს.

 გიორგი ხაჭაპურიძე: მამას სამსახურიდან გამომდინარე, დედას ხშირად უწევდა უცხოეთში ცხოვრება. მეც ბელარუსში ვარ დაბადებული. როგორც დედას მონაყოლიდან ვიცი, დავიბადეთ ტყუპები, მაგრამ ექიმების თქმით, ჩემი ძმა გარდაცვილი დაბადებულა. ამ თემას ოჯახში არასოდეს განვიხილავდით და არც სადმე ვლაპარაკობდით. გავიდა წლები და საქართველოში დავრუნდი. 2012 წელს, გადაცემა „ახალი ხმა” დაიწყო, რომელშიც, თურმე, მონაწილეობას იღებდა გიორგი მოძმანაშვილი. თუ ვინმე მეგობარი მყავდა სოციალურ ქსელში, ყველა ამ ბიჭის ფოტოებისა და ვიდეოების ლინკებს მიგზავნიდა, ნახე, როგორ გგავსო. ამ ამბისთვის დიდად არ მიმიქცევია ყუარდღება, ორეულია-მეთქი, ვამბობდი და მორჩა. ერთ დღესაც, რესტორანში ჩემმა მეგობარმა შეგვახვედრა, მაინც იცნობდეთ ერთმანეთს, ძალიან ჰგავხართო. ამის შემდეგ დავმეგობრდით, გვსიამოვნებდა ერთად ყოფნა და ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს. თან, სადმე რომ შევიდოდით, ყველა გვეკითხებოდა, თქვენ ძმები ხომ არ ხართო. ჩვენც ვხუმრობდით და ვპასუხობდით, კი ტყუპებიო. ყოველთვის ვერიდებოდი ჩემი ტყუპისცალის გარდაცვალების თემაზე საუბარს, არც არავისთან მითქვამს ამ ისტორიის შესახებ. გიორგის კი იმდენად დავუახლოვდი, ესეც მოვუყევი. რომ მომისმინა, ფეხზე ადგა და მითხრა, ძალიან ჰგავს ეს ჩემს  ისტორიასო, რასაც თავად გიამბობთ.
გიორგი მოძმანაშვილი: 19-20 წლის ვიქნებოდი, როდესაც ერთმა მოხუცმა ქალბატონმა მითხრა, რომ ნაშვილები ვიყავი და ტყუპისცალი მყავდა. ძალიან მეუცნაურა ეს ამბავი. ისტერიკა არ ამიტეხავს, მაგრამ გამიკვირდა. მთელი ჩემი ბავშვობა იმ ოჯახს უკავშირდება, სადაც გავიზარდე, ამიტომ, ეს წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. მშობლებთან რომ გადავამოწმე, მათ არ დამიდასტურეს და მითხრეს, ის ქალბატონი იტყუებაო. კარგად მახსოვს, მასთან უთანხმოებაც კი მოუვიდათ. მარტოხელა მოხუცი იყო, შვილებიც არ ჰყავდა, ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა. მისი ნათქვამი არავის სჯეროდა, მაგრამ მე მაინც მივაქციე ყურადღება. მოკლედ, რაღაც პერიოდის განმავლობაში მშობლებთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. შემდეგ უფრო გავიზარდე და ეს თემაც ნელ-ნელა მიმავიწყდა. როდესაც გიორგის ისტორია მოვისმინე, გაოცებული დავრჩი. ლამის გავგიჟდი, როცა რაც იმ მოხუცმა ქალბატონმა მითხრა, ზუსტად იგივე მომიყვა. მაშინ მივხვდი, რომ წინ ჩემი ტყუპისაცლი მედგა. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ მსგავსება. ჩვენ ჯერ იურიდიულად არ ვართ ძმები. უახლოეს მომავალში ვაპირებთ დნმ-ის ანალიზის გაკეთებას, რაც ყოველგვარ ეჭვს გააქრობს.
– როდესაც ეს ყოველივე მშობლებს მოუყევი, არ დაგიდასტურეს, რომ მართლა ნაშვილები იყავი?
– ჩემი გამზრდელი მშობლები დღესაც მეუბნებიან, რომ ნაშვილები არ ვარ. მყავს ძმა, რომელთან ერთადაც გავიზარდე და ბევრი რამე მოწმობს იმაზე, რომ მე მათი ღვიძლი შვილი ვარ. მაგრამ, იკვეთება მეორე გარემოებაც, რაც ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ბადებს ეჭვს. სამწუხაროდ, ის მოხუცი ქალი ცოცხალი აღარაა, რომ კიდევ ერთხელ გადამემოწმებინა მასთან ეს ისტორია, მაგრამ დღემდე გარკვევით და ნათლად მახსოვს მისი სიტყვები.
გიორგი ხაჭაპურიძე: გიორგის ჰყავს ძალიან შეგნებული დედ-მამა. ისინი საერთოდ არიდებენ თავს ამ თემაზე ლაპარაკს. ალაბათ, გიორგის უფრთხილდებიან, მარტივი არაა, როდესაც ამდენი წლის შემდეგ შვილს ეუბნები, რომ ნაშვილებია. ეს ფაქტი ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. მსგავსება  იმდენად დიდია, რომ დნმ-იც კი ზედმეტია. საერთოდ არ ვაპირებდი ამ ისტორიის გასაჯაროებას, ძალიან ახლო წრეში ვისაუბრეთ ამ ყოველივეზე. თუმცა, მოხდა ისე, რომ ყველამ გაიგო.
– დედა როგორ შეხვდა ამ ამბავს?
– დედა ყოველთვის ამბობდა, რომ მას არ ჰქონია ისეთი მშობიარობა, ბავშვი დაღუპულიყო ან რაიმე მსგავსი მომხდარიყო. იმასაც კარგად იხსენებს, რომ დაბადებისთანავე ორივე ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა. როდესაც გიორგი მივუყვანე, წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი, რომ მისი შვილი იყო. დედის გული, ხომ იცით, როგორია და ალბათ, მაშინვე იგრძნო შვილის სიახლოვე. მასაც ჰქონდა პატარ-პატარა გამოძიებები, მათ შორის ჩვენი საგვარეულო ხალიც ნახა გიორგის ტანზე. დაეყრდნო ჩვენს მონაყოლს, შეამჩნია, რომ მსგავსება, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივადაც, დიდია. ამიტომ, ყოველგვარი ეჭვების გარეშე აღიარა შვილად, რომელიც დაღუპული ეგონა.
– ამბობთ, რომ ხასიათითაც ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს. ეს რაში გამოიხატება?
– როცა გიორგის სტკივა, ვგრძნობ და ვურეკავ. ანალოგიურად არის თვითონაც. მსგავსი რაღაცეები მაშინაც მემართებოდა მის მიმართ, ვიდრე გავიგებდი, რომ ჩემი ძმა იყო. ორივე ერთნაირად ვაზროვნებთ, ერთი მიდრეკილებები გვაქვს. ვმღერით და რა ვიცი... ფიზიკურადაც ვგავართ, თუმცა ახლახან გიორგიმ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და სახე ცოტა შეუცვალა ლამაზმა ცხვირმა (იცინის).
გიორგი მოძმანაშვილი: თანხვედრას ვიჭერთ ყველაფერში. ორივეს გვიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ერთნაირი რეაქციიები გვაქვს და ორივე ვართ ფიცხები (იცინის). ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ყოველვიე პიარისთვის იყო აგორებული, მაგრამ მათ მინდა ვუთხრა, შეცდით და ამ ყოველივეს მალე იურიდიულადაც დაგისაბუთებთ.
– რამდენი წლის ხართ? დაბადების მოწმობაში ერთი და იგივე თარიღი გიწერიათ?
– ჩვენი დაბადება თარიღდება 1988 წლით, მაგრამ ჩემს დაბადების მოწმობაში წერია სხვა თარიღი. ეს ბუნებრივიცაა, კონკრეტულ შემთხვევაში, ერთი დაბადების წელით, რიცხვითა და თვით არავინ გაგვაფორმებდა. მე მიწერია, რომ 1985 წელს ვარ დაბადებული და გამოვდივარ 30 წლის, მაგრამ სინამდვილეში, ორივე 27 წლის ვართ.
– გიორგი ხაჭაპურიძის შესახებ მეტ-ნაკლებად იცის მკითხველმა. შენზე გვიამბე, სად გაიზარდე?
– მცხეთაში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე და მუსიკალური განათლებაც იქ მივიღე. მინდოდა, გამოვსულიყავი ექიმი, მაგრამ ბოლოს მაინც მუსიკამ გადაწონა და  გერმანიაში გავემგზავრე. ჩემი გამზრდელი მშობლებიც მუსიკოსები არიან. შესაბამისად, ჰარმონიაში ვიზრდებოდი, ძალიან თბილ ოჯახში. საქართველოში გარკვეული მიზეზების გამო ჩამოვედი, მივიღე „ვოისში” მონაწილეობა, რომელმაც საერთოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება და მაპოვნინა ტყუპისცალი.

скачать dle 11.3