კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაუჩინარდა „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი 10 მილიონი და რომელ ქვეყანაში გაიტანეს დამნაშავეებმა მოპარული თანხა

24 ოქტომბერს თბილისში უპრეცედენტო მასშტაბის ძარცვა მოხდა: საინკასაციო მანქანიდან, რომელიც „საქართველოს ბანკს“ ეკუთვნოდა, დაახლოებით 10 მილიონი ლარი გაიტაცეს. ეს ფაქტი საღამოს საათებში მოხდა და, საოცარია, რომ მან ყოველგვარი ხმაურის გარეშე ჩაიარა – არც თავდასხმა და არც დაყაჩაღება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს კარგად ორგანიზებულ დანაშაულებრივ სქემასთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი სამი ადამიანისგან შედგებოდა: მათგან ერთი, ილია გელაშვილი, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია და მასზე ძებნა ახლაც მიმდინარეობს; მისი ორი თანამზრახველი კი უკვე დაკავებულია და მათი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია მოპარული თანხის ნაწილი. თუმცა, სად არის დანარჩენი თანხა და კონკრეტულად როგორ განხორციელდა „საუკუნის ძარცვად“ მიჩნეული დანაშაული, ამაზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით დეტალურად არ საუბრობენ.
„თბილისელები“ მომხდართან დაკავშირებით „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ თანამშრომელს ესაუბრა, რომელმაც შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდა:
„24 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე „რუსთავი 2-ის“ კონცერტი რომ მიმდინარეობდა, „საქართველოს ბანკის“ ცენტრალური საცავიდან, რომელიც ასევე თავისუფლების მოედანზე მდებარეობს, ინკასაციის მიზნით 10 მილიონამდე თანხა, უფრო ზუსტად კი – 9 197 771 ლარი გამოიტანეს. თუმცა, თანხა მხოლოდ ლარებში არ იყო, მასში ლართან ერთად სხვადასხვა ვალუტა შედიოდა, მათ შორის: დოლარი, ევრო, სტერლინგი და რუსული რუბლი. სხვათა შორის, როგორც თქვეს, ერთ-ერთ კამერას დაფიქსირებული აქვს, როგორ არჩევს მძარცველი ვალუტებს – ლარს ყრის, სხვა დანარჩენი კი მიაქვს. ეს თანხა ბანკიდან ინკასაციისთვის გამოიტანეს, მაგრამ ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ ინკასაციის მანქანა გაუჩინარდა.
ბანკს რამდენიმე საინკასაციო მანქანა ემსახურება. თითოეულს ჰყავს მძღოლი ინკასატორი, ამკრეფი ინკასატორი და უფროსი ინკასატორი. საინკასაციო მანქანის სალონში დამონტაჟებულია ჩიპი, რომლის საშუალებითაც დაცვა ამ მანქანის გადაადგილებას აკონტროლებს, მაგრამ ჩიპის გათიშვა ინკასატორს თავისუფლად შეუძლია და, ასეთ შემთხვევაში, მანქანა თვალთახედვიდან ქრება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. როგორც ჩანს, გამტაცებლებმა ჩიპი მოხსნეს და მანქანა ისე გაიყვანეს, რის შემდეგაც მანქანა მოულოდნელად გაუჩინარდა და მაშინვე განგაში გამოცხადდა. ის GPS სისტემის რადარებიდან გაქრა და მასზე კონტროლი დაიკარგა. ბანკმა ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა და დაიწყო ძებნა. როგორც ჩანს, გამტაცებლებმა ფული სხვა მანქანაში გადატვირთეს, რადგან ეს საინკასაციო მანქანა საპატრულო ეკიპაჟმა მოგვიანებით ჩუღურეთის რაიონში, ავტოსადგომზე იპოვა, მაგრამ ფულით სავსე ტომრები მთლიანად წაღებული იყო. სავარაუდოდ, ეს ფული საქართველოდან გაიტანეს. ამბობენ, რომ გამტაცებლებმა, ფულით სავსე ტომრებთან ერთად, უპრობლემოდ გადაკვეთეს ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტი, რისთვისაც მესაზღვრეებს საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადეს. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული. ერთი ვერსიით, ისინი რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნებიანი მანქანით მივიდნენ საზღვართან და რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხეს.
გამოძიება დღემდე ეძებს ამ ამბის მთავარ გმირს – ილია გელაშვილს, რომელიც ჩვენი ბანკის თანამშრომელი იყო. როგორც ამბობენ, ის ბორჯომში დაიბადა და სკოლა გორში დაამთავრა, მაგრამ მისი მშობლების ან ოჯახის სხვა წევრების შესახებ არაფერია ცნობილი. მოგვიანებით, როცა ამ ხალხის მოძიება დაიწყეს და მათთან დაკავშირება სცადეს, ვერავინ იპოვეს ისეთი, ვისთანაც გელაშვილს ნათესაური კავშირი ჰქონდა. თვითონ კი ამჟამად თბილისში, ნაძალადევის რაიონში ცხოვრობდა. ჩვენთან მუშაობამდე ილია „პრივატბანკის“ თანამშრომელი იყო და საინკასაციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი ეჭირა, თუმცა, მას შემდეგ, რაც „პრივატბანკი“ „საქართველოს ბანკმა“ შემოიერთა, ილია გელაშვილი გაერთიანებული საინკასაციო სამსახურის ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე დაინიშნა და სამუშაო დღის ბოლოს ინკასაციის მიერ ფილიალებიდან ამოღებული თანხის ტრანსპორტირების მეთვალყურეობა სწორედ მას ევალებოდა.“
გამოძიების ინფორმაციით, ბანკის საცავიდან თანხა სამკაციანმა ორგანიზებულმა ჯგუფმა გაიტანა. მათ შორის ორი ადამიანი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს და ერთ-ერთი მათგანი ქალია.
24 ოქტომბერს მომხდარი ძარცვა საუკუნის ძარცვად შეფასდა, რომლის მსგავსიც ბოლო ასი წელია, არ მომხდარა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაული ნაწილობრივ გახსნა. „საქართველოს ბანკიდან“ გატაცებული 10 მილიონის ნაწილს პოლიციამ 10 ნოემბერს, ღამით, თბილისში, კონიაკის დასახლებაში, დავით სარაჯიშვილის ქუჩაზე მიაგნო; გატაცებული თანხის ნაწილი მთავარი ეჭვმიტანილის – გელაშვილის თანამზრახველების ბინიდან, ავტოფარეხიდან და სარდაფიდან ამოიღეს.
მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით: „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, წინასწარი შეთანხმების თანახმად, ნაქურდალი ფული საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადამალეს. მათი საცხოვრებელი ბინისა და სარდაფის ჩხრეკისას, მოპარული თანხის ძირითადი ნაწილი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს“.
გამოძიების ინფორმაციით, ბანკის საცავიდან თანხა სამკაციანმა ორგანიზებულმა ჯგუფმა გაიტანა, რომელთაგან ორი უკვე დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი 37 წლის ქალბატონია, მეორე თანამზრახველი კი – 49 წლის მალხაზ ბაკურაძე. „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, მურთაზ კიკორიას განცხადებით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ბანკმა გატაცებული თანხის მხოლოდ ნახევარზე მეტი დაიბრუნა. როგორ მოახერხა მძარცველმა საქართველოს საზღვრის გადალახვა და კონკრეტულად რა ოდენობის იყო ეს თანხა, ამაზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ საუბრობენ, თუმცა, ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილე „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი იყო, გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამაც დაადასტურა. სავარაუდოდ, ეს თანამშრომელი ილია გელაშვილი  იყო, რომელსაც დღემდე ეძებენ. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობის თანხის ქურდობის ფაქტზე, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც ცნობილია, ბოლოს ასეთი დიდი მასშტაბის ძარცვა საქართველოში 108 წლის წინ მოხდა. თანხა მაშინაც თითქმის იმავე ადგილიდან გაქრა, საიდანაც 24 ოქტომბერს 10 მილიონი გაიტაცეს: 1907 წლის 13 ივნისს, თბილისში, მაშინდელი ერევნის მოედნის ახლოს, ანუ, ახლანდელ თავისუფლების მოედანზე, სოლოლაკის ქუჩაზე, სოციალ-დემოკრატების ბანდიტური ჯგუფი თავს დაესხა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო ბანკის ტიფლისის ფილიალის საინკასაციო ფაეტონს, რომლითაც 341 000 რუბლი გადაჰქონდათ. ორიოდე კვირის წინ კი, 10 მილიონის გატაცებიდან ორი დღის შემდეგ, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი 150 ათასი დოლარი ასევე ინკასაციის მანქანით გაიტანეს.

скачать dle 11.3