კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კომპეტენციას სცდებიან თანამედროვე მოძღვრები და რაში არ უნდა დაემორჩილონ სულიერი შვილები სასულიერო პირებს

„მორჩილება თითქოს ვიცით, რაც არის, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა. ხანდახან ფარისევლურ მორჩილებაში ვართ, ხანდახან კი უმორჩილონი ვხდებოდით“. მორჩილების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – ადამიანი მიდიოდა მონასტრის წინამძღვართან, იღებდა მისგან მორჩილებას, გარკვეულ დროს ატარებდა მორჩილებაში და შემდეგ ეკურთხებოდა ბერ-მონაზვნად. ერში ასეთი წესი არ არსებობს; ერში, თუ რომელიმე მამაო მოგეწონება, გინდა, რომ ის იყოს შენი სულიერი მოძღვარი, მიდიხარ მასთან და იღებ კურთხევას: „მამაო, თუ შეიძლება თქვენი მრევლი გავხდები.” მრევლი შეიძლება გახდე, მაგრამ სულიერი შვილი გახდები თუ არა, ეს უკვე ადამიანზეა დამოკიდებული. რამდენად ასრულებ შენ მცნებებს, რამდენად იცავ საეკლესიო საიდუმლოებებს – ამაზეა ბევრი რამ დამოკიდებული, რადგან, ადამიანი შეიძლება იყოს საკუთარი თავის, ეშმაკის, ცოდვების, ვნებების, ან მოძღვრის მორჩილებაში და არა ქრისტესი. მორჩილება და მოსმენა არ არის საკმარისი. მორჩილება გვმართებს საეკლესიო სწავლების, რომელსაც მოძღვარი უნდა გვასწავლიდეს, ხოლო მოსმენა – სახარების. რწმენა ადამიანში ღვთის სიტყვის მოსმენით შემოდის, ხოლო მორჩილი ხდები უკვე მისი აღსრულებით. სამი განსაკუთრებული მდგომარეობა არსებობს მორჩილების, რომელიც ანტონი დიდის სწავლებაზეა დაფუძნებული. მსოფლიო მოსახლეობის 8 პროცენტი, შეიძლება ითქვას, ემორჩილება საკუთარ ვნებებს, ზრახვებს, საკუთარ აზრებს. დაუკვირდით თქვენს სიზმრებს, ხილვებს, ფიქრებს და მიხვდებით, ვინ ხართ, როგორ გიცნობენ საზოგადოებაში, ის კი არა, როგორი აზრები შემოდის თქვენში, როგორ ემორჩილებით და უმკლავდებით მას. თუ ემორჩილები იმ ბილწ აზრებს, ზრახვებს, უკეთურ ჩვევებსა და ტრადიციებს; ამბობ, რომ არ შეგიძლია მათგან განშორება, მათზე უარის თქმა, ესე იგი, მორჩილი ხარ შენი დაცემული ბუნების. მეორე მდგომარეობა უკვე ეშმაკის მორჩილებაა, რომელიც ყველაზე საშინელი მდგომარეობაა – სატანიზი. ადამიანი არ დაკმაყოფილდა საკუთარი თავის მორჩილებით და გადადის ეშმაკის მორჩილებაში. ეს არის წარმართობა, სექტანტობა, ღვთის, ეკლესიის გმობა, მშობლის უპატივცემულობა, მოძღვრის განკითხვა, ეკლესიის დაცინვა და ასე შემდეგ. ასეთი ადამიანებით სავსეა ჩვენი საზოგადოება და, ასევე, ინტერნეტსივრცე, სადაც ერთი სული აქვთ, გალანძღონ პატრიარქი, სასულიერო პირები.
– ადამიანებს ხშირად ერთმანეთში ერევათ მოძღვრისა და ღმერთის მორჩილება.
– მორჩილება სათნოებაა, რომელიც იწყება სათანადო გადაწყვეტილების მიღებით და შემდეგ მიიღწევა საღვთო მადლითა და ადამიანის პირადი შრომით. წმიდა სერაფიმ საროველს ეკითხებოდნენ, რატომ აღარ არიან ქრისტიანებიო. იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღება უჭირთო. ნათლობის დროსაც და მერეც, ადამიანი ამბობს, რომ შეუდგება ქრისტეს, სინამდვილეში კი ეს ტყუილია – ეს არ არის ქრისტეს შედგომა, ამისთვის საჭიროა პირადი გადაწყვეტილება. ღმერთი გეკითხება: გსურს, რომ შემომიდგე? მსურს. მაშინ გაკურთხებ. – და ასე ხდება სინერგია. ანუ ამისთვის საჭიროა შენი ნება და ღვთის მადლი. ძველად მონასტერში თითოეულ წინამძღვარს ორზე მეტი მორჩილი არ ჰყავდა, რადგან, იოანე ოქროპირი გვასწავლის: „საკმარისია, სულიერი მოძღვარი წავიდეს ჯოჯოხეთში, სულიერი შვილიც თან მიჰყვება”. თუ მოძღვარი მას შეცდომით ასწავლის, ორივე ერთად წავა ჯოჯოხეთში. „მორჩილება ურთულესი სათნოებაა და მისი სრულყოფის გზაზე ყოველთვის მიმდინარეობს სასტიკი უხილავი ბრძოლა მტერთან, ეშმაკთან და საკუთარ თავთან”. წმიდა პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში ამბობს: ბოლო ჟამს ყურისმომქავებელ მოძღვრებასა და მოძღვარს აირჩევენო. ანუ, ისეთ მოძღვრებსა და მოძღვრებას აირჩევენ, რომელიც მათ ყველაფრის უფლება მისცემენ: არა უშავს, მთავარია, იცოდე, რომ ღმერთი სიყვარულია. თუმცა, ელემენტარულ მაგალითს ვიტყვი, არც ის არ ვარგა, როდესაც გოგონას ცხვირის ოპერაციის გაკეთება უნდა, მოძღვარი კი უფლებას არ აძლევს. ვინ მისცა მოძღვარს ამის უფლება? ან, იმის უფლება, რომ ადამიანმა ჰკითხოს სესხი დოლარში გამოიტანოს თუ ლარში; მანქანა ამ ფერის იყიდოს თუ სხვა ფერის; ზღვაზე რომ წავა, რა ფერის შორტი ჩაიცვას?! მოძღვრის პრეროგატივა-მოვალეობაა სულის ცხონება, ადამიანის დამოძღვრა სულიერ საკითხებში.  მოძღვრის კომპეტენცია არ არის ვინმეს გათხოვება, დაქორწინება. შეიძლება, მოძღვარმა შენი აღსარებიდან გამომდინარე, გირჩიოს, დაქორწინდე თუ მონასტერში წახვიდე, მაგრამ, ვის გაჰყვე – ეს მოძღვრის პრეროგატივა არ არის; ანუ, ეს არასწორი მორჩილებაა, რაც ძალიან ხშირია ჩვენს საზოგადოებაში. „მორჩილება არ ნიშნავს ადამიანისადმი  ერთგულებას“.
– ანუ, შეიძლება, ადამიანი მოძღვრის  მორჩილი იყოს, მაგრამ არა მისი ერთგული?
– იმ შემთხვევაში, თუ მოძღვარი მწვალებლობაშია, არასწორად ქადაგებს და შენ ბოლომდე მისი ერთგული რჩები, გადაგიყოლებს თან. ანუ, ერთგული უნდა იყო ქრისტესი და დაემორჩილო მოძღვარს, რომელიც ქრისტესთან მიგიყვანს; გასწავლის ქრისტეს, წმიდა მამათა გარდამოცემებს და არა საკუთარ იგავ-არაკებსა და გამოცხადებებს. ასეთ მოძღვრებს ხშირად ჰყავთ პატიოსანი მორჩილები, მათი მოძღვარი თითქმის ორმოშია ჩავარდნილი და მასაც თან გადაიყოლებს. თუ ხედავ, რომ შენი მოძღვარი არ გასწავლის პეტრესა და პავლეს სწავლებას, არ უნდა დაუჯერო მას და მისი ერთგული არ უნდა იყო. ანუ მოძღვრის ერთგულება ყოველთვის არ არის კარგი. „საკუთარ ნებას უარყოფს კაცობრივი ნების სასარგებლოდ, თუმცა გარეგნულად ეს ასე არ ჩანს. საკუთარი ნების უარყოფა კაცობრივის სასარგებლოდ – ეს არ არის მორჩილება“. საკუთარი ნების უარყოფა უნდა მოხდეს უფლის ნების სასარგებლოდ. ხშირად ვფიქრობთ: ნეტავ ეს უფლის ნებაა? უფლის ნება არის ყოველთვის კარგი. თუ განსაცდელში ჩავარდი, ცუდად გახდი, ოპერაციას გიკეთებენ და გადარჩები, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ შემთხვევით გადარჩი, არა, ღმერთმა გადაგარჩინა, გაგაფრთხილა. ამ დროს ცხვარი კი არ უნდა დაკლა და იმხიარულო, არამედ, აზრზე უნდა მოხვიდე და დაფიქრდე, რას არ აკეთებ სწორად. „დაემორჩილე უფალს, წინ აღუდექი ეშმაკს და ის გაიქცევა თქვენგან. მხოლოდ იმ შემთხვევაში ირღვევა მორჩილება, როდესაც სულიერი მამა ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლებას დაიწყებს“. როცა შენი მოძღვარი ამბიონიდან, პირადი საუბრებიდან, ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლებას ქადაგებს, უნდა აიღო მისგან კურთხევა და წახვიდე მისგან. ძალიან ბევრ მორჩილს საკუთარი მოძღვარი უცხონებია თავისი მორჩილებითა და ერთგულებით. თუმცა, როდესაც ხედავ, რომ მოძღვარი გამცირებს, როგორც მონას, ისე გექცევა, მისგან უნდა გაიქცე, რადგან ქრისტე ამბობს: „მე თქვენ აღარ გიწოდებთ მონებს, არამედ მეგობრებს.” ბევრს ისიც კი ჰგონია, რომ მხოლოდ მათ მოძღვარზეა სულიწმიდა და სხვა მოძღვარს არ აღიარებენ; მათი მამაოა წმიდანი; მათი მამაო რომ ქადაგებს, ყველაფერი იცვლება ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ეს არასწორია. თუ შენ მხოლოდ შენი მოძღვარი გიყვარს, ესე იგი, ხიბლში ხარ და არც შენი მოძღვარი არ გიყვარს. ქრისტე ამბობს: მოძღვარი გყავთ ერთი – ქრისტე; მამაც ერთი,  ანუ – მამაღმერთი და უნდა დაემორჩილოთ მას და არა საკუთარ თავს, ეშმაკსა და მოძღვარს.

скачать dle 11.3