კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გაქრა ნაპოლეონის ბროში – „მზის ნიშანი“ და რატომ ვერ დაადგინა „კაგებემ“ საიდუმლო ორდენის მეთაური

„მზის ნიშანი”
1800 წელს ამსტერდამელმა იუველირმა, გეორგ ვან ჰაიკენმა, იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტს საკუთარი ხელით დამზადებული ბროში აჩუქა. ბროში ბაჯაღლო ოქროსგან იყო გაკეთებული და ორას გრამს იწონიდა. მის შუაგულში ყვითელი ბრილიანტი იყო ჩასმული, ირგვლივ კი თითოკარატიანი თორმეტი ცალი ლალის თვალი სიმეტრიულად იყო განლაგებული. ვან ჰაიკენმა, რომელიც ასტროლოგიც იყო, იმპერატორს ურჩია, ბროში სულ თან ჰქონოდა და თავისი სიტყვა ასტროლოგიურადაც დაუსაბუთა – მას უთქვამს, რომ ეს ბროში მზის ნიშანი იყო, მზის ენერგიას გამოიმუშავებდა და მის მფლობელს წარმატების მიღწევაში დაეხმარებოდა. ნაპოლეონმა საჩუქარს ძვირფასეულობის შესანახ, სპილოს ძვლისგან დამზადებულ ყუთში მიუჩინა ადგილი. ამ ყუთს მისი ერთ-ერთი ადიუტანტი ინახავდა და ყველგან თან დაჰქონდა, სადაც კი იმპერატორი მიემგზავრებოდა ხოლმე. 1812 წელს, რუსული სამხედრო კამპანიის დროს, ზანდუკი მოსკოვში ჩაიტანეს. ხოლო, როდესაც ფრანგები სასტიკად დამარცხდნენ და ნაპოლეონი გაიქცა, ყუთი მის ადიუტანტს მოსკოვში დარჩა. ამ ყუთის დანარჩენი ძვირფასეულობის ბედი უცნობია, მაგრამ „მზის ნიშანი”  ქართველ დრაგუნთა პოლკის ახალგაზრდა ოფიცერს, არჩილ ამირეჯიბს ჩაუვარდა ხელში. მან ეს ალაფი თან წამოიღო და ისე ინახავდა, როგორც უძვირფასეს რელიკვიას. ამირეჯიბები მოსკოვში ცხოვრობდნენ და სამეფო კართან იყვნენ დაახლოებულები, ბროშს კი თაობიდან თაობას გადასცემდნენ, თუმცა, არ იცოდნენ მისი ავტორის ვინაობა. 1918 წლის დეკემბერში, ძვირფასი ბროში არჩილ ამირეჯიბის შთამომავალმა დიდი შიმშილობის დროს ერთ ტომარა ფქვილში გაცვალა, რომელიც ებრაელმა სპეკულანტმა, ვინმე ბასნერმა ჩაიგდო ხელში...
ხაზინის ინსპექტორი
1919 წელს, ლენინის უშუალო მითითებით, „ჩეკას“ საგანგებო ჯგუფები საყოველთაო ექსპროპრიაციას ატარებდნენ. წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით, ჩეკისტები მოქალაქეთა ბინებში შედიოდნენ და ძვირფასეულობას ართმევდნენ, ჩამორთმეული ქონება კი სახელმწიფო ბანკში მიჰქონდათ. წესისამებრ, თითოეულ ნივთს ხაზინის ინსპექტორები აფასებდნენ – ისტორიული მნიშვნელობის ან განსაკუთრებით ძვირფას ნივთს მუზეუმში გზავნიდნენ, დანარჩენ ქონებას კი ინახავდნენ და ახალშექმნილი ქვეყნის საჭიროებისთვის იყენებდნენ. 1919 წელს „ჩეკისტებმა“ სპეკულანტ ბასნერის ქონების ექსპროპრიაცია მოახდინეს. უამრავ ძვირფას ნივთს შორის ნაპოლეონის ბროშიც იყო. ნივთები მათ ბანკს ჩააბარეს და ხაზინის ინსპექტორს, აბრაამ რივკინს მისი შეფასება დაევალა. რივკინი ხელოვნებათმცოდნე იყო. როდესაც მან ბროში დაათვალიერა, მაშინვე მიხვდა, რასთანაც ჰქონდა საქმე – მას ეს ნივთი ჯერ კიდევ 1807 წელს, ნაპოლეონის სიცოცხლეში საფრანგეთში გამოცემულ კატალოგში ჰქონდა ნანახი, სადაც დაწვრილებით იყო მოთხრობილი მისი ისტორია. ამიტომ, რივკინმა ეს ბროში და ოქროს მონეტები ფარულად გამოიტანა ბანკიდან და გაიქცა. „ჩეკამ“ გაქცეული ხაზინის ინსპექტორი 1920 წელს ტულაში დააპატიმრა და ბროში ჩამოართვა. რივკინი დახვრიტეს, ბროში კი მოსკოვის ხელოვნების მუზეუმს გადასცეს.
უცნაური ძარცვა
1957 წლის 6 მარტს მოსკოვის ხელოვნების მუზეუმი გაძარცვეს. შემთხვევის ადგილზე მისულ გამომძიებელს ¹6 საექსპოზიციო დარბაზში ერთ-ერთი ვიტრინა გახსნილი დახვდა, იქიდან კი მხოლოდ ¹4 ექსპონატი იყო წაღებული. გამომძიებელმა შალვა მიქაძემ მუზეუმის დირექტორს ჰკითხა:
– მე ხელოვნებათმცოდნე არ ვარ და ექსპონატებს ვერ შევაფასებ, მაგრამ, ვეჭვრობ, რომ ხელუხლებელი ნივთები წაღებულზე არანაკლები ძვირფასია. ხომ არ ვცდები?
– ბროში ყველაზე ძვირფასია, თუმცა, ხელუხლებელი ნივთებიც დიდ ფასეულობას წარმოადგენს და, მიკვირს, რატომ არ წაიღეს დანარჩენი ექსპონატები. ძალიან უცნაური ძარცვაა, – მიუგო მიქაძეს მუზეუმის დირექტორმა.
მუზეუმის ხელუხლებელი ნივთები 6 მილიონ მანეთად იყო შეფასებული. ნაპოლეონის ბროში კი – მილიონ 250 ათას მანეთად. გამომძიებლები საგონებელში ჩაცვივდნენ. მათ ალოგიკურად მიაჩნდათ დანარჩენი ნივთების დატოვება. მით უმეტეს, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ძარცვისთვის არავის შეუშლია ხელი და არც ნივთები იყო დიდი, მძიმე და ძნელად წასაღები. ისიც გამორიცხული იყო, რომ მძარცველებს მათი ფასი არ სცოდნოდათ. კვალის შესწავლამ ისიც ზუსტად დაადგინა, რომ მუზეუმი ერთმა ბოროტმოქმედმა გაძარცვა და რომ ეს კაცი უმაღლესი დონის პროფესიონალი იყო. როდესაც მიქაძემ ყველაფერი გააანალიზა, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბოროტმოქმედს მხოლოდ იმისი წაღება უნდოდა, რაც წაიღო...
– შეკვეთილი ქურდობა იყო, ამხანაგო პოლკოვნიკო, – მოახსენა მიქაძემ თავის უფროსს, – უცნაურია, ვის და რატომ დასჭირდა ამ ბროშის მოპარვა?
– ინტუიცია მკარნახობს, რომ ბნელ საქმესთან გვაქვს შეხება. შენი პროფესიონალიზმის იმედი მაქვს, იმოქმედე! – მიუგო მიქაძეს პოლკოვნიკმა.
გირფით – „საიდუმლო“
შალვა მიქაძე ძალიან გამოცდილი გამომძიებელი იყო. მან ბროშის საქმე საფუძვლიანად გამოიძია და 1957 წლის 28 მარტს, ანუ ძარცვიდან სამ კვირაში, 41 წლის რეციდივისტი, უმაღლესი კვალიფიკაციის ქურდი ანტონ სავოსტიკოვი დააპატიმრა. ის ციხიდან ახალი გამოსული იყო და მიქაძეს გამოუტყდა, რომ ბროშის მოპარვა მას ვინმე ანატოლი კრუგლოვმა შეუკვეთა. კრუგლოვი სპეკულანტი იყო და საიუველირო ნაკეთობებით ვაჭრობდა. კრუგლოვი მაშინვე აიყვანეს, თუმცა ის დანაშაულთან კავშირს უარყოფდა. სამი დღის შემდეგ კი გამოტყდა, რომ მასაც შეკვეთილი ჰქონდა ეს ძარცვა და შემკვეთი ვინმე ოსტაპ რივკინი იყო. ოსტაპი დახვრეტილი სახაზინო ინსპექტორის, აბრაამ რივკინის ვაჟი აღმოჩნდა. ის 3 აპრილს დააპატიმრეს და დასაკითხად „მურში“ მიიყვანეს. მას მიქაძე ესაუბრა, ჩვენება ჩამოართვა და საქმეში ჩააკრა. ოსტაპ რივკინმის თქმით, ბროში მან შემკვეთს გადასცა... პატიმარიც და მისი ჩვენებაც იმავე დღეს „კაგებემ“ გადაიბარა, მიქაძეს კი მაიორმა სიდოროვმა უთხრა:
– ამხანაგო მიქაძე, საქმე გვაქვს სახელმწიფო დანაშაულთან და ეს უკვე ჩვენი კომპეტენციაა. რაც გაიგონეთ და წაიკითხეთ, ყველაფერი დაივიწყეთ. ამ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს და მისი ნებისმიერი დეტალის გამჟღავნებისთვის პასუხისმგებლობა გეკისრებათ.
შალვა მიქაძე მეორე დღესვე დააწინაურეს – მაიორის ჩინი უბოძეს და სამუშაოდ შორეულ აღმოსავლეთში გადაიყვანეს. მან პოლკოვნიკობას მიაღწია და 1993 წელს გარდაიცვალა.
მართალია, ბროშს ვეღარ მიაკვლიეს, მაგრამ გრიფდადებული საქმე უშიშროებამ გამოიძია და ეგრეთ წოდებული „მზის თაყვანისმცემელთა ორდენის” საქმე გახსნა. მოგვიანებით ამ საქმეს გრიფი „საიდუმლო” მოხსნეს, გამოქვეყნებული მასალებით კი გაირკვა, რომ ორდენის წევრები ფარული ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და მართვის სადავეების ერთ ხელში მოქცევას ცდილობდნენ. მათი გეგმით, იმ ფარულ ხელისუფალს, რომელიც ამ სულიერ სადავეებს დაეუფლებოდა, „მზის ნიშანი” უნდა ჰქონოდა და ქურდობაც ამ მიზნით შეუკვეთეს. ორდენის წევრთა უმრავლესობას, მათ შორის ორ ქართველს, 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მათი ხელმძღვანელის ვინაობა კი ვერ დაადგინეს და ნაპოლეონის ბროშიც უკვალოდ გაქრა...

скачать dle 11.3