კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დარაბებს მიღმა გაზაფხულია“

ანუ სამო წელიწადო…

 ის-ის იყო, ერთ დროს გულმხურვალე „ნაციონალების“ ოთხეულმა ახალი პოლიტიკური ცენტრი შექმნა და „გირჩები“ იწოდეს, იმის პარალელურად, რომ ყოფილმა თანაგუნდელებმა დომეინი „გირჩი.ჯი“ ააწაპნეს, რომ „ნაცმოძრაობის“ რიგები საოკუპაციო ბანერებთან ბრძოლაში თავგამოჩენილმა, ერთ დროს გუბერნატორმა, აწ კი ნაგუბერნატორალმა და მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის თავკაცმა, ბ-ნმა ანდრო ბარნოვმაც გვაუწყა, რომ მიდის.
ბუნებრივია, მიდის, ანუ ტოვებს „ნაცმოძრაობის“ რიგებს (მომყავს ციტატა): „მე ვტოვებ პარტიას და მის პოლიტიკურ საბჭოს, ვაფუძნებ ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას და სწორედ ამ რანგში გავაგრძელებ მოღვაწეობას (ანუ ილია ჭავჭავაძეც მოღვაწეა და თვით ანდრო ბარნოვიც – ). დეტალებს მალე მოვახსენებ საზოგადოებას.“
ბოლოს, ვიდრე დეტალებს მოგვახსენებს, „ღვაწლმოსილმა“ განვლილ სამ წელიწადსაც გადაავლო თვალი (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „2013 წლის 12 იანვარს მივედი – როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“, იმ დროს ერთადერთი პროდასავლური პარტია, არჩევნებში დამარცხებული, რუსული პროპაგანდის განწირული მსხვერპლი იყო (რუსული პროპაგანდა, თორემ, აბა, იმ ანგელოზივით ხელისუფლებას, რომელსაც ფრთები აკლდა, რა ჰქონდა გადასარჩევი?!); როდესაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მასში კეთროვანს ხედავდა, ახალი ხელისუფლება კი განადგურებით ემუქრებოდა (აქ ცხვირსახოცები მოიმარჯვეთ, რათა ღვარად წამომსკდარი კურცხლები შეიმშრალოთ).“
და თუმცა გვარწმუნებს, რომ ეს გადაწყვეტილება მისი პოლიტიკური კარიერის (ღვაწლმოსილ პოლიტიკოსადაც უგრძნია თავი?!) ყველაზე სწორი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რაკი „დღეს სიტუაცია პარტიულ დაპირისპირებებში ჩაიკეტა“, ის სხვა გზით აპირებს ღვწის გაგრძელებას (ზემოთ რომ მოგახსენეთ, იქით), რამეთუ საზოგადოებას „პირუთვნელი მოღვაწეები“ სჭირდებაო (ანუ ღვაწლმოსილთა პირუთვნელობა).
სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით ბ-ნი ბარნოვის აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელების პოზიცია, მაგრამ, რაკი არ მოგვისმენია გულმოკლული შეძახილები (პათოსით: „ნუ წახვალ, ნუ, ჩემო ხელმწიფეო“), სავარაუდოდ, ჭირსა შიგან გაუმაგრდნენ. სხვათა შორის, არც ის ვიცით, ბიბლიოთეკასაც უგანა თუ პირუთვნელ მოღვაწეობას შეუთავსებს?!

скачать dle 11.3