კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამცველი?!

ანუ ჩანგლებით თუ მათ გარეშე?

 ისე მოხდა, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, თვით „რუსთავი 2“ (დემოკრატიას ვინ ჩივის), თვით საქართველოს ნათელი და გაბრწყინებული მომავლის სიმბოლო გამხდარა და მისი ეთერიდან ისეთი თავისუფალი სიტყვა ჩქეფს, ძირძველი ევროპელები მხრებს იჩენენ, ასეთი დემოკრატიული არაფერი გვინახავსო (დემოკრატი ციციკორეების დანახვაზე კი თვით კლასიკური ციციკორე ძიაა გაოცებული, ეს რა ნახა ჩემმა მრავლისმნახველმა თვალებმაო – ). ასე კი, სავარაუდოდ, იმიტომ მოხდა, რომ, თუ ბრძენთ დავუჯერებთ, საინფორმაციო ომს იგებს მატყურა, რადგან სიმართლის მთქმელს სიმართლის გარდა სათქმელი არაფერი აქვს.
ასეა თუ ისე, თუმცა დამცველთა საშუალო ზომის არმიაც კი არ შემჩნეულა თვით მხარდაჭერის მიზნით გამართულ კონცერტზეც კი, სამაგიეროდ, ტრიბუნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა შეავსეს და ემოციურადაც მოგვიწოდეს.
ოღონდ, ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და აწ უმცირესობის ლიდერის, ბ-ნი ბაქრაძის გამოსვლა იყო. მომყავს ციტატა: „მშვიდად, ერთიანად, შენებით, წინსვლით, „რუსთავი 2-საც“ დავიცავთ, ქვეყანასაც დავიცავთ, არჩევნებსაც მოვიგებთ და აღარასოდეს ამ ქვეყანაში არავის გაუჩნდება კითხვა, საით მიდის საქართველო და რა არის ჩვენი მომავალი (ნუთუ გლდანის ციხეს ისევ უნდა დაუბრუნონ მსოფლიოს ათი უსაშინლესი ციხიდან ერთ-ერთის სტატუსი?!).“
მეტიც, ბ-ნი ბაქრაძე გვპირდება (ისევ და ისევ ციტატას მოვიხმობ): „ჩვენ, ყველა ერთად, ავაშენებთ იმ საქართველოს, სადაც აგრესიის და ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად, ყველა ერთად ვიშრომებთ და ვიცხოვრებთ ღირსეულად (როგორც ილარიონი იტყოდა, ეს ნაწილი ცოტა ხმამაღლაა დაწერილი).“
ხოლო, თუ გავიხსენებთ, „ქვეყანასაც დავიცავთო“, იბადება კითხვა: ნუთუ, ისევ სამზარეულოს დანა-ჩანგლით?! –

скачать dle 11.3