კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ქოლგის იმედად“

„მშობლიურო ჩემო მიწავ“

 ჯერ კიდევ მაშინ, სანამ „გირჩად“ ჩამოყალიბდებოდნენ, მოუმწიფდა ბ-ნ ჯაფარიძეს ინიციატივა გაწვევის გაუქმების შესახებ (მხოლოდ საკონტრაქტო ჯარი გვყავდესო), ხოლო, მას შემდეგ, რაც „გაგირჩდნენ“, მათი ეს ინიციატივა პარლaამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმაც მოიწონა, სახელდობრ, მხარი დაუჭირა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში“ ცვლილების პროექტს, რის მიხედვითაც, სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა გაუქმდეს.
ცვლილების ინიციატორის პათოსი შემდეგნაირია: „პრინციპულად მიუღებელია, არსებობდეს ასეთი სამხედრო სავალდებულო სამსახური ან ზოგადად არსებობდეს რაიმე ტიპის სამსახური, სადაც სახელმწიფოს ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდები, მიჰყავდეს მათი ნების საწინააღმდეგოდ“. მაშ! – ქვეყნის დაცვა საქართველოს მოქალაქეების ნებას ეწინააღმდეგება, თურმე.
მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ გაწვევის მოქმედი სისტემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან გაწვეულთა აბსოლუტური უმრავლესობა (იმას გარდა, რომ გაწვევას გაწვევის ასაკის მქონეთა მხოლოდ მცირე რაოდენობა ექვემდებარება), რეალურად, არანაირ სამხედრო უნარ-ჩვევებს არ ეუფლება, თუმცა, წესითა და რიგით, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გაწვევაზე უნდა ითქვას უარი, არამედ, მხოლოდ იმას, სისტემაა დასახვეწი.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ საბჭოთა დროს ჩვენი თანამემამულეები ძირითადად სანიტარულ ნაწილებში ან მომარაგებაში მსახურობდნენ, დამოუკიდებელ საქართველოში ყარაულში იდგნენ, ახლა კი საერთოდაც აუქმებენ სამხედრო-სავალდებულო სამსახურს და დავამატებთ, რომ ვცხოვრობთ კავკასიაში, სადაც სიდედლეს ყველაზე ნაკლებად პატიობენ (იმ ფონზე, რომ წაგებულმა ომებმა გვარიანად შეგვირყია ავტორიტეტი და მხოლოდ ჩვენი წინაპრების მონაგრის იმედად ვართ), ჩვენი შეიარაღებული ძალების ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილები კი გაწვრთნილია კოალიციის და არა ჩვენი ქვეყნის სამხედრო მიზნების მისაღწევად, იბადება რიტორიკული კითხვა: ვინ გაანეიტრალებს საქართველოს სამხედრო საფრთხეებს?! მხოლოდ ქოლგის იმედად ვიყოთ?! –

скачать dle 11.3