კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საპრეზიდენტო ზომები

ანუ გამტკბარი

 პრეზიდენტის პოლიტმრჩეველი ქ-ნი ფიქრია ჩიხრაძე, დაინიშნა თუ არა ამ ახალ თანამდებობაზე, უმალ ჩაერთო უფლებამოსილების აღსრულებაში: მისი რჩევები პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც დაეტყო; მან კანცელარიასთან მყოფი მოშიმშილეებიც მოინახულა და, ბუნებრივია, ავადსახსენებელი საპრეზიდენტო სასახლის დატოვება-არდატოვებაზეც გამოთქვა საკუთარი კომპეტენტური აზრი (აქამომდე ამ საკითხზე, ძირითადად, პრეზიდენტის სხვა მრჩეველი, ბ-ნი კოჟორიძე უბნობდა ხოლმე).
ასე და ამგვარად, მას შემდეგ, რაც ბ-ნმა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, პრეზიდენტმა ავლაბრის სასახლე უნდა დატოვოს და ათონელზე საპრეზიდენტოდ გარემონტებულში უნდა დაივანოს, აწ უკვე პრეზიდენტის მრჩეველი ქალბატონის ბაგეებიდან  შევიტყვეთ, რომ  პრეზიდენტის მიერ რეზიდენციის დატოვების საკითხი დახურულია და არ განიხილება (აღარ უნდა ლაი-ლაიო!)“. ყოველი შემთხვევისთვის, მომყავს ციტატა: „ხელისუფლებისათვის კარგა ხანია, ცნობილია, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. საჭიროდ არ მიგვაჩნია, რომ ამ თემაზე საუბარი დაუსრულებლად გაგრძელდეს“.
მეტიც, რაკი ხარჯი ნაქნარია („ეს თანხა უკვე დახარჯულია და შენობა სწორედ ამგვარი საჭიროებისთვისაა განკუთვნილი“), ბარემ ბოლომდე ვისიამოვნებთო (არავის მხრიდან არ იქნება გონივრული საქციელი, უკვე გაწეული ხარჯი წყალს გავატანოთ და ახალი ფუნქციის მონახვაზე დავიწყოთ ფიქრი“).
ფაქტია, რომ საპრეზიდენტო სასახლეში ყოფნა-არყოფნაზე დავა ღირსებას ვერც პრეზიდენტს ჰმატებს (თუ საკუთარ მნიშვნელოვნებაში დასარწმუნებლად მაინცდამაინც გრანდიოზული სასახლე სჭირდება), ვერც მთავრობას (თუ ძალით შეეცდება პრეზიდენტის იქიდან გამოსახლებას არანაკლებ კომფორტულ რეზიდენციაში დასაბრძანებლად) და ვერც საზოგადოებას, თუ ამ საკითხზე მსჯელობისთვის ცდება. თუმცა ის კი სავარაუდოა, რომ მაღალ-მაღალი თანამდებობის პირებს ისტორიაში დარჩენის ნაცვლად სასახლეში დარჩენა უფრო იზიდავთ.
ხოლო, თუ კვლავ პრეზიდენტის პოლიტმრჩევლის პათოსს დავუბრუნდებით (პრეზიდენტი მტკიცედ დგას და სასახლიდან ფეხს არ მოიცვლისო), ალბათ, მთავარსარდალი ასეთივე პრინციპულობით არ დაუთმობს ოკუპანტებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს, ანუ, არა მხოლოდ სასახლის, ქვეყნის რუკის ზომაც ფრიად მნიშვნელოვანია?!

скачать dle 11.3