სეპარატისტული მადა
ვაშლი და ვაშლის ხე
ამ ჩვენი სეპარატისტული აფხაზეთის ჩვენთვის დე-ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი დეპუტატთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ. სახელდობრ, ცვლილებები ითვალისწინებს აფხაზი „დეპუტატების“ რიცხოვნობის გაზრდას 55-მდე.
აფხაზი ხალხის რჩეული ვინმე ვალერი აგრბა განმარტავს, რომ ეს ცვლილება საშუალებას მისცემთ, გადავიდნენ შერეულ საარჩევნო სისტემაზე. კერძოდ, „27 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული წესით, ხოლო 28 – პროპორციული სისტემით“ და ეს ოპტიმალური ვარიანტიაო (მართლაცდა, ხომ დაიქცა აფხაზური დემოკრატია, შერეული საარჩევნო სისტემა თუ არ ექნა?!).
აქამომდე 30-ს რჩეულს ითვლიან და ცვლილებებს მხარი 29-მ დაუჭირა (მხოლოდ ერთი ყოფილა წინააღმდეგი). თუმცა, ჩვენ და მსოფლიო თანამეგობრობა არც 30-წევრიანს ვაღიარებთ და, ბუნებრივია, არც 55-იანის აღიარებას ვაპირებთ, უდავოა, რომ ბიუჯეტით კვების მადაში ჩვენმა სეპარატისტებმა გვაჯობეს – ჩვენი 150-დეპუტატიანი პარლამენტი (200 000-ანი მოსახლეობის აფხაზეთის 55-თან შედარებით), ფრიად მომცროდ გამოიქცირება, ცხადია, იმას გარდა, როგორც ჩვენი ოკუპანტები იტყოდნენ, ვაშლი ვაშლის ხისგან მთლად შორსაც ვერ ვარდება. –