კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მუსულმანებმა ექსტრემიზმის კიბოს უნდა შეებრძოლონ„

ამერიკაში მცხოვრები, კულტურებისა და ცვილიზაციების დიალოგში ცნობილითურქი მოაზროვნე ფეთჰულლაჰ გიულმა, ცნობილ ამერიკულ გაზეთი ვოლ სთრით (WSJ) ჟურნალში სტატია დაწერა სათაურით:  "მუსულმანებმა ექსტრემიზმის კიბოს უნდა შეებრძოლონ" სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

"ისისის სახელით ცნობილი და ჯგუფი რომელიც თავის თავს ისლამურ სახელმწიფოს უწოდებს, ახლო აღმოსავლეთში მასობრივ მკვლელობებს აგრძელებს, როგორც მუსულმანებს ჩვენი ვალია ისისის და მათ მსგავს ტერორისტულ ჯგუფებს მათი ტოტალიტარულ იდეოლოგიას დაუპირისპირდეთ. ისლამის სახელით ჩადენილი ტერორისტული აქტები მუსულმანების გაუცხოებასა და ისლამის მიმართ არასწორი წარმოდგენის გაღრმავება ყველა მუსულმანზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს.

ძალადობის მომხრე რადიკალების დევნის გამო ისლამის რელიგიის დადანაშაულება სამართლიანობასთან შეუთავსებელია. რადგან, ტერორისტები მუსულმანის იარლიყით გამოჩნდენ, მუსულმანები ამ პრობლემას ვერ უარყოფენ და ვალდებულნი არიან ტერორის კიბოს საზოგადოებაში გავრცელებას ხელი რომ შეუშალონ რაც შეეძლებათ ყველაფერი უნდა გააკეთონ. ამას თუ არ გავაკეთებთ ჩვენი რწმენის შელახული იმიჯის გამო ჩვენც ნაწილობრივ პასუხისმგებელი ვიქნებით.

პირველ რიგში, ძალადობა უნდა დავგმოთ და დევნის ფსიქოლოგიის ხაფანგში არ უნდა ჩავარდეთ. უსამართლოდ თუ მოგექცნენ ეს ტერორიზმის დაგმობას ან ტერორისტული ქმედებების ჩადენას არ ამართლებს. ტერორისტები ისლამის სახელით მძიმე ცოდვებს ჩადიან ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. წმინდა ყურანი და მუჰამმედ შუამავლის ცხოვრების მსგავსი ძირითადი წყაროები გულწრფელად რომ გამოიკვლიონ ამ შედეგს ნათლად დაინახავენ.

მეორე საკითხი კი, ისლამის ინტეგრირებული ფორმით გაგებას უნდა შეეწყოს ხელი; რადგან რელიგიის მიმდევრებმა ცხოვრებაში კულტურული განსხვავებულობის მიმართ ნაჩვენები ტოლერანტობით ზოგჯერ შეიძლება რწმენის ძირითადი ღირებულებები ბოროტად იქნეს გამოყენებული. ვინაიდან ისლამის ფუნდამენტური ღირებულებები  ადამიანების განსახილველად არ დაუტოვებიათ, არამედ რწმენის ძირითადი კანონებით უკვე გამოვლენილია. წმინდა ყურანის ერთ-ერთ მუხლში, ერთი უდანაშაულო ადამიანის მოკვლა მთელი კაცობრიობის მოკვლის ტოლფასია, ასეთი მაგალითის მიცმა შესაძლებელია. (წმინდა ყურანი 5:32). წმინდა შუამავალი თავდაცვის მიზნით ლეგიტიმურ ომშიც კი, ისეთი ადამიანები რომლებიც მებრძოლები არ არიან, განსაკუთრებით ქალებს, ბავშვებს და სასულიერო პირების მიმართ ძალადობა კატეგორიულად აუკრძალა.

ჩვენ, როგორც მუსულმანები, მსოფლიოს ყველა კუთხეში მშვიდობის მაძიებელ ხალხს სოლიდარობა უნდა გამოუცხადოთ და ამ ღირებულებების დაცვისთვის ვალდებულნი ვართ. ადამიანის ფსიქოლოგის ბუნებასა და მსოფლიო ჟურნალისტიკის დინამიკის გათვალისწინებით, ვისი მოსმენაც საჭიროა იმათზე უფრო მეტად რადიკალების გაზეტების სათაურებში მოხვედრა გარდაუვალია. მაგრამ ჩვენ, მედიის დადანაშაულების ნაცვლად, ჩვენი ხმის გასაგონად ახალი გზები უნდა ვეძებოთ.

სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება ისლამის ძირითადი ფასეულობებია

მესამე, მუსულმანებმა ის ღირებულებები როგორიცაა, ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება უფრო მეტად უნდა დაიცვან. ისინი ასევე ისლამის ძირითადი ღირებულებებია და არცერთ ლიდერს, რელიგიური იქნება ეს თუ პოლიტიკური, ადამიანებისგან წართმევის უფლება არ აქვს. ჩვენი რელიგიის მიმართ ერთგულება ამავე დროს კულტურული, სოციალური, რელიგიური და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიმართაც პატივისცემას მოითხოვს. ყოვლისშემძლე ღმერთი წმინდა ყურანში ერთმანეთის გაცნობას ადამიანების სხვადასხვანაირად გაჩენით მის სიძლიერეს გვაჩვენებს (49:13) და ყველა ადამიანი გულმოწყალე ყავს გაჩენილი ნაბრძანებია (17:70).

დემოკრატიული ღირებულებები სასკოლო პროგრამაში უნდა დაემატოს

მეოთხე, მუსულმანებმა პოზიტიური და ჰუმანიტარული, ხელოვნებასთან ერთად ყველა სულიერის მიმართ პატივისცემა და ერთმანეთში შერწყმული სასწავლო შესაძლებლობები საზოგადოების ყველა სფეროს უნდა წარედგინოს. მუსულმანური საზოგადოების სახელმწიფოებმა, დემოკრატიული ღირებულებები  სკოლის სასწავლო გეგმაში უნდა შეიტანონ. სამოქალაქო საზოგადოებასაც ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მოძრაობა "ჰიზმეთის" წარმომადგენლების მიერ 150-ზე მეტ ქვეყანაში 1000 მეტი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დიალოგის ცენტტრების დაარსების უკან ეს მოტივი დგას.

მეხუთე, მუსულმანების მიერ ჯანსაღი რელიგიური განათლების მიღება რადიკალების ექსტრემისტული იდეოლოგიის გავრცელებაში მნიშვნელოვნი ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება. როგორც ბევრ მუსულმანურ საზოგადოებაში არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის დროს, რწმენა არაკომპეტენტური და რადიკალურად განწყობილი ადამიანების ამარად იქნება დარჩენილი.

საზოგადოებაში ქალების როლი მნიშვნელოვანია

 ბოლოს, მუსულმანები ქალისა და მამაკაცის უფლებები თანაბარია, ამის დამცველები უნდა გახდნენ. ქალებს საზოგადოებაში ნებისმიერი სახის როლი რომელშიც მათ მონაწილეობა უნდათ ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს და მათ თანასწორობას ვინც უარყოფს სოციალური ზეწოლისგან დაცული უნდა იყვნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით წინასწარმეტყველის მეუღლე წმინდა აიშე ძალიან კარგი მაგალითია, რომ მან როგორც მეცნიერის, საგანმანათლებლო და საზოგადოების როლი ითამაშა.

ტერორიზმი მრავალმხვრივი პრობლემაა, პრობლემის მოსაგვარების გეგმაც პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და რელიგიური მრავალმხვრივად შეხედვა აუცილებელია. პრობლემაზე მხოლოდ რელიგიური კუთხით მიდგომა, თან ტერორისტების ხაფანგში ჩავარდნის რისკის ქვეშ მყოფი ახალგაზრდების და თან კაცობრიობის მიმართ უსამართლობა იქნება. საერთაშორისო თანამეგობრობამ, ტერორიზმის პირველი მსხვერპლი რეალურადაც და სიმბოლურადაც მუსულმანები არიან და მუსულმანების მიერ ტერორისტების არაფრად მიჩნევით ახალი მოხალისეების შეკრებაში ხელს შეუშლიან ეს უნდა გაათვიცნობიეროს. აქედან გამომდინარე სახელმწიფოებმა მუსულმანი მოქალაქეების შეურაცმყოფელი განცხადებებისგან და ქმედებებისგან თავი უნდა შეიკავონ.

ძალადობის მომხრე ექსტრემიზმს, ტერორიზმს რელიგია არა აქვს. ყოველთვის რწმენის რესურსების ბოროტად გამომყენებლები ყოფილან და იქნებიან.მაგრამ, როგორც ქრისტიანების უმრავლესობა ყურანის დაწვის ანდა კუ კლუკს კლანის ქმედებებს მხარს არ უჭერს და ბუდისტები როჰინგიას მუსულმანების მიმართ განხორციელებულ დევნას ეწინააღმდეგება, მუსულმანების უმრავლესობაც ძალადობას გმობს.

მუსულმანებს ისტორიის მანძილზე ცივილიზაციის განვითარებაში  დიდი წვლილი მიუძღვით. ჩვენი ყველაზე დიდი წვლილი ურთიერთპატივისცემის, თავისუფლების და სამართლიანობის დაცვის პერიოდში იყო.  ისლამის შელახული იმიჯის გამოსწორება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ მუსულმანები იქ რომელ საზოგადოებაშიც იმყოფებიან მშვიდობისა და სიმშვიდის მაგალითი შეიძლება გახდნენ."

http://www.wsj.com/articles/muslims-must-combat-the-extremist-cancer-1440718377

 

скачать dle 11.3