კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მითების დარღვევას აპირებს „მის საქართველოსა“ და ქართველ მოდელებთან დაკავშირებით ნუკა ყარალაშვილი და რატომ ითხოვდნენ მილანში მასთან მუშაობას ცნობილი სამოდელო სახლები

ცოტა ხნის წინ სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრის“ ორგანიზებით, ბათუმი რამდენიმე დღით სილამაზის ქალაქად გადაიქცა. საქართველოს კი უკვე ახალი „მის საქართველო“ ჰყავს – ნუკა ყარალაშვილი. ნუკა წლების განმავლობაში წარმატებულ სამოდელო საქმიანობას ეწევა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ის მილანში ისეთ სამოდელო სახლებთან თანამშრომლობდა, როგორიცაა: „ჯასთ კავალი“, „დონა კარანი“, „ემილიო პუჩი“, „ანტონიო მარა“, „ლუიჯი ბორბონე“, „ჯადა კურტი“, „ეზმე ვიე“, ხოლო რომის მოდის კვირეულზე გამოსვლის შემდეგ, მისი ფოტოები დაიბეჭდა იტალიურ „ვოგსა“ და „ელ ოფისიელში“. ნუკა ასევე, წარმატებით მუშაობდა აზიაშიც, ასე რომ, „მის საქართველო 2015“ არა მხოლოდ სილამაზით გამოირჩევა, არამედ სამოდელო სფეროში სერიოზული გამოცდილებითაც.

 ნუკა ყარალაშვილი: ძალიან გახარებული ვარ და არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, ასეთ კონკურსში რომ იმარჯვებ. რაც მთავარია, პასუხისმგებლობა და ვალდებულებები მომემატა როგორც საკუთარ თავთან, ასევე, ხალხთან მიმართებაში. ამაყი ვარ, რადგან ხალხის მხარდაჭერას ვგრძნობ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ინტერნეტსივრცეში ამ მხრივ ყველაფერი კარგად არის. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რას იტყოდა ხალხი. ამის გამო ვღელავდი. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩემი გრაფიკიც საგრძნობლად შეიცვალა, დატვირთული ვარ, რადგან 20 ნოემბერს „მის მსოფლიოზე“ მივდივარ. ჩინეთში, ტროპიკულ კუნძულ სანიაზე 20 დეკემბერს ჩატარდება ფინალი, ამიტომ კარგად უნდა მოვემზადო. თან, პარალელურად, თბილისში „მერსედეს ბენც ფეშენ-ვიქი“ დაიწყო. იქაც გამოვდივარ და მოკლედ, საშინელ გადარბენაზე ვარ.
– მოდის კვირეულებზე შენზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო, რადგან შენ უკვე პროფესიონალი ხარ.
– კი და იმ დიზაინერებს, ვისაც ჩვენებებზე გამოვყავდი, ძალიან გაუხარდათ ჩემი წარმატება. ჩემს გამარჯვებაში მათ დიდი წვლილი მიუძღვით, რადგან დროთა განმავლობაში გავიზარდე, დავიხვეწე და მოდელად ჩამოვყალიბდი.
– წლების წინ მონაწილეობდი „მის საქართველოზე“ და მაშინაც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიე. ახლა რატომ გადაწყვიტე ისევ მონაწილეობა?
– მაშინ 17 წლის ვიყავი. ამ ასაკში, ალბათ, ბევრი გოგონა ოცნებობს „მის საქართველოზე“, რა თქმა უნდა, მეც ვიყავი მათ შორის. ძალიან მინდოდა, „მის საქართველო“ გავმხდარიყავი და მერე უფრო გამიძლიერდა ეს სურვილი. მაშინ არანაირი გამოცდილება არ მქონდა. ახლა გავიზარდე, დავაგროვე გამოცდილება, ჩამოვყალიბდი, დავიხვეწე და რომ მივხვდი, დიდი შანსი მქონდა, მივიღე მონაწილეობა.
– შენი გამოცდილება სხვა მონაწილეებს დისკომფორტს ხომ არ უქმნიდა, სერიოზულ კონკურენტად აღგიქვამდნენ?
– ცოტა იყო ეს ყველაფერი და ალბათ, მეც მექნებოდა ასეთი დამოკიდებულება. უბრალოდ, სილამაზის კონკურსსა და სამოდელო კონკურსს შორის დიდი განსხვავებაა. თუნდაც სიარულის მხრივ. მოსამზადებელ პერიოდში მე მათთან ერთად ბევრი რამ ვისწავლე. როდესაც ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, გაოცებული დავრჩი: არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. ძალიან გამიხარდა და უბედნიერესი ვიყავი, ვარ და ვიქნები, რადგან ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება ავისრულე. კიდევ მაქვს რაღაც ოცნებები და რომ ამიხდება, მერე იმასაც გაგიმხელთ. ზოგადად, ოცნება მიზნად უნდა აქციო და მისკენ ისწრაფოდე, მერე უკვე ბევრი რამ რეალობად იქცევა. „ტოპ-მოდელის“ ტიტულიც ავიღე და ეს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო – ეს ჩემი საქმიანობის ერთგვარი შეფასებაა.
– „მინი კუპერის“ მფლობელიც გახდი.
– ულამაზესი მანქანაა, ძალიან მინდოდა. ტარებაც ვიცი და რომ გადმომცემენ, მერე იმით ვივლი. ვფიქრობ, ვიქნები სერიოზული მძღოლი, თუმცა პიროვნებად ისეთივე დავრჩები, როგორიც აქამდე ვიყავი. უბრალოდ, რაღაცეების მიმართ ვალდებულებები გამიჩნდა. არის რაღაცეები, რაც შეიძლება, აღარ გავაკეთო და ეს ნორმალურად მიმაჩნია.
– რას გვპირდები „მის მსოფლიოდან“?
– მაქსიმალურად ვემზადები. იქ პოლიტიკური მომენტიც დიდია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რადგან საქართველოს სახელით მივდივარ. მომავალ წელს შეიძლება, „მის უნივერსსა“ და „მის სამყაროზეც“ მომიწიოს გასვლა. რაც შეეხება სამოდელო კარიერას, რა თქმა უნდა, ისევ გავაგრძელებ.
– წლების წინ მალაიზიაში, ერთ-ერთ სილამაზის კონკურსზე წასული ნუკა და ახლა, „მის მსოფლიოზე“ მიმავალი ნუკა, რით განსხვავდება ერთმანეთისგან?
– ბევრი რამით. მაშინ პირველად წავედი ასე შორს და თვითმფრინავშიც პირველად ჩავჯექი. გამოუცდელი, პატარა გოგონა ვიყავი. ახლა უკვე დიდი ვარ. მაქვს გამოცდილება როგორც კონკურსების, ასევე უცხოეთში მუშაობის. ვნახოთ... მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება.
– შენს ცხოვრებაში ბევრი წარმატებული პერიოდი იყო. რომელიმეს თუ გამოყოფდი?
– ჩემთვის ბევრი ეტაპი იყო მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი წარმატებული და მნიშვნელოვანი ეტაპი მელოდება წინ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მილანში „კავალისთან“ შოუ-რუმზეც რომ ვიყავი და გადაღებებშიც მივიღე მონაწილეობა. ძალიან საინტერესო იყო „ჯასთ კავალის“ „ლუქბუქისთვის“ კაპრზე გადაღებები. „კავალისთან“, „ანტონიო მარასთან“, ასევე, „დონა კარანისთან“ არაერთხელ მიმუშავია. თბილისში რომ ვიყავი, მწერდნენ – „კავალი“ გიწვევს და ჩამოდიო. „დონა კარანისთან“, შოუ-რუმზე თითქმის ათი დღე ვიმუშავე. მასთან მუშაობა ძალიან დიდი სტრესია, რადგან, საშინელი სიმკაცრეა. თუმცა, მე არ მიჭირს. რომის „ფეშენ-ვიქზეც“ რამდენჯერმე მომიწია გასვლა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თან, ძირითადად ოტ-კუტიურია და საზოგადოებაც სხვანაირია – ძველი, იტალიელი არისტოკრატები. როდესაც აზიაში ვიყავი, მქონდა რამდენიმე გადაღება ჟურნალებისთვის – Style, Harper’s Bazaar. მეცვა „დოლჩე გაბანას“, „შანელისა“ და სხვა ცნობილი ბრენდების სამოსი. გარდა ამისა, გამოვედი „გუჩის“ ჩვენებაზეც, რომლის ქასთინგზე მთელი ჰონკონგის მოდელები მოვიდნენ და ჩინეთიდანაც კი ჩამოვიდნენ. ხუთ გოგონაში ამარჩიეს.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება? „მის საქართველოს“ საპირისპირო სქესის მიმართ მოთხოვნები ხომ არ შეეცვალა?
– ჯერჯერობით ვარღვევ მითს, რომ 24 წლის მოდელი შეიძლება, არ იყო გათხოვილი. ასევე, მგონი, მეორე მითსაც დავარღვევ – „მის საქართველო“ გამარჯვებისთანავე თხოვდება. ასე რომ, პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება, ამის დრო არ მაქვს. რაც შეეხება მოთხოვნებს, არ შემცვლია, რადგან განსაკუთრებული მოთხოვნები არც მქონია. არის მნიშვნელოვანი რაღაცეები, მაგალითად, ყურადღება, პატივისცემა. ამას ყველა ადამიანი ითხოვს და არც მე ვარ გამონაკლისი.

скачать dle 11.3