კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ შეცვალა ბესო ზანგურის ცხოვრება

მსახიობი ბესო ზანგური გარშემო მყოფთა ყურადღებას თავისდაუნებურად იქცევს. მისი პირადი ცხოვრება ხშირად გამხდარა უცნობი ადამიანების განხილვის თემა. მართალია, ბესოს ხშირად უწოდებდნენ მრავალცოლიან მარტოხელას, მაგრამ ეს აზრი მას შემდეგ მოძველდა და გაუფერულდა, რაც გვანცა წულეისკირი გამოჩნდა მის ცხოვრებაში და მასზე იქორწინა. ჩვენი რესპონდენტი ინტერვიუში ამბობდა, რომ ეს ქორწინება მისთვის მარადიული იქნებოდა და ასეც არის. წყვილი უკვე რამდენიმე წელია, ერთად ცხოვრობს, რამაც ბესო ზანგურის წინა ოჯახური თანაცხოვრების ყველანაირი რეკორდი მოხსნა.

  – ინტერვიუებში ყოველთვის ამბობდი, ვინც გოგოს გამიჩენს, ის იქნება ჩემი ბოლო და სამუდამო ცოლიო. გვანცამ გოგო მართლაც გაგიჩინა და დღემდე მასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობ.
– ასეც არის. ძალიან კარგად და აბსოლუტურ იდილიაში ვარ. ჩემსას მაინც მივაღწიე და გოგო მყავს, პატარა მარიამი, რომელიც ჯერ ერთი წლისაც არ არის.
– კარგად რომ ხარ, ეს, ალბათ, უფრო გვანცას (მეუღლის) დამსახურებაა.
– კი, რა თქმა უნდა, გვანცას დამსახურება ნამდვილად არის.
– როგორია, სამი ბიჭის შემდეგ გოგოს მამობა? ალბათ, განსხვავებული სიყვარულია ბიჭების შემდეგ, მით უმეტეს, რომ ასე ძალიან ელოდი მის დაბადებას.
– აუ, ძალიან მაგარია, მაგიჟებს. ძალიან საყვარელია.
– ბესო ზანგური ჯუნიორი და მარიამი ერთმანეთს ძალიან გვანან.
– კი, ძალიან გვანან. ხანდახან ფოტოთი უჭირთ კიდეც მათი გარჩევა – რომელი რომელია.
– აქტიურად დებ სოციალურ ქსელში მათ ფოტოებს.
– ზოგი არ დებს ბავშვების ფოტოებს, მაგრამ მე პირიქით, არავისთან არაფერი მაქვს დასამალი. ამის კომპლექსი ნამდვილად არ მაქვს. რადგან სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ვარ, ბავშვების ფოტოებს ხშირად ვდებ. მაგათზე უკეთესის ვის ფოტოს დავდებ?
– ძალიან ლამაზი და გყავს, რომლის ფოტოებსაც ხშირად დებ სოციალურ ქსელში.
– ელენე ამდენი მამაკაცის ხელში, ოჯახის მამაკაცებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, გაუთხოვარი დაგვრჩება.
– რატომ, ოჯახში მკაცრი მამაკაცები ხართ?
– კი, ძალიან. ელენემ იცის, რომ სულ ჩვენი კონტროლის ქვეშ არის.
– ელენეს ისეთი სამსახური (შსს) აქვს, მგონი, აქეთ გაკონტროლებთ ყველას.
– მიუხედავად იმისა, რომ მას ასეთი სამსახური აქვს, იქით ვაკონტროლებთ.
– გასულ კვირას „ფეისბუქზე” სტატუსი დადე, ფოტოებს გადავწერ და გვერდს ვაუქმებო. მართალია „ფეისბუქი” არ გააუქმე, მაგრამ რამ მიგიყვანა იმ ზომამდე, რომ ასეთი სტატუსი დადე?
– არ შეიცვალა რაღაცეები, რასაც ჰქვია, საქართველოს სოციალურ ქსელში. სხვა პროფილიც მაქვს, სადაც არც ერთი ქართველი არ მყავს მეგობრებში. იქ მხოლოდ უცხოელებთან  ვმეგობრობ. უამრავი ინგლისელი, ამერიკელი, იტალიელი, რუსი, უკრაინელი და სხვა ქვეყნის მოქალაქე მყავს დამატებული. ძალიან დიდი პოზიტივი მოდის მათგან და პოლიტიკური სტატუსების პროცენტულობაც ძალიან მცირეა. თუ ჩვენთან 100 პროცენტით პოლიტიკური სტატუსებითაა აჭრელებული „ფეისბუქი,” იქ დაახლოვებით 2 პროცენტია.
– „ფეისბუქზე” შენს საოცარი შინაარსის სტატუსს წავაწყდი: „ბასეინზე იმდენი მამაო დადის ერთად, რომ საუნაში მეტანიებით შევდივარ. ბასეინში თითო ხელის მოსმაზე დამლოცე, მამაოს ვყვირივარ. წეღან ერთად ჩაცურეს და კინაღამ დავიხრჩე, იმდენი ვიძახე, ძლივს ამომათრიეს მფარველმა ანგელოზებმა!“
– რაც გულიდან მომდის, იმას ვწერ, ანუ სიმართლეს. მერე ხშირად ვნანობ კიდეც ამას. ბასეინზე უამრავი მამაო მინახავს, რომლებიც ცურავენ. არ ვხუმრომ, მართლა იმდენი მამაო დადის ჭრელ აბანოებში, რომ ძალიან მეუხერხულება... უხერხული მომენტია, „გოგირდებში“ რომ შეხვალ და შიშველი მამაო დაგხვდება გულზე დიდი ჯვრით. ეკლესია სხვა თავშესაფრად მიმაჩნია მე, მით უმეტეს, ჩვენთვის. ამ ქვეყანას თუ რამე გადაარჩენს ეს ღმერთისა და საკუთარი თავის ღირსების რწმენაა.
– რა შეიცვალა შენს პიროვნებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში? გატყობ, ცოტა დასერიოზულებულხარ.
– მქონდა პერიოდი, როცა რაღაცეების გამო, ძალიან ავირიე. არავის ვაბრალებ ამ არევას, აბსოლუტურად ჩემი ბრალია. აქაც მომსვლია არევა, როგორ არა, ეს შეიძლება ყველა ოჯახში მოხდეს, მაგრამ ეს სიტუაცია არავის გამოუყენებია. ყველაფერი ისე დალაგდა, როგორც ყველა ნორმალურ ოჯახში. ყველაფერი ჩაივლის და ბოლოს ხვდები, რომ მარტო არ ხარ, გყავს საყვარელი მეუღლე, შვილები, მეგობრები, რომლებსაც ელემენტარულად ვერ გადაახტები.
– ანუ, ბესო ზანგურმა თავისი ბედნიერება იპოვა?
– კი, რა თქმა უნდა. შემიძლია, სრული სიზუსტით გითხრათ, რომ მე ჩემი ბედნიერება ვიპოვე. ეს ჩემი ოჯახია, სადაც თავს ძალიან კარგად, კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ. ჩვენთან ძალიან დიდი სიყვარულია.
– ახლა ის მითხარი, რუსთაველის თეატრში რა ხდება?
– პრემიერა გვქონდა. ბატონმა რობერტმა „იულიუს კეისარი” დადგა. ახლა ნიკუშა შველიძე მუშაობს ახალ პიესაზე. ასევე, საახალწლო ზღაპარზე – „კონკიაზე”, იწყება მუშაობა. ბატონი რობერტი მოსკოვში მიემგზავრება, კალიაგინთან უნდა დადგას „რევიზორი.“ რომ ჩამოვა, როგორც ვიცი, უკვე დაიწყება რუსთაველის „ვეფხვისტყაოსნის” დადგმა, რის გამოც „იუნესკომ” მსოფლიოში ეს წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. რობერტ სტურუამ კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს საქართველო და საქართველოს ხელოვნება. სხვათა შორის, ის გაეროს კეთილი ნების ელჩიც გახდა. ხელოვნების სფეროში ორნი არიან – ანჯელინა ჯოლი და რობერტ სტურუა.

скачать dle 11.3