კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაახვია თავბრუ ნოდიკო ტატიშვილმა ბაკო ალანიას და ვის გამო უწევდა მას ბევრი რამის ატანა

ნიჭიერი მომღერალი ბაკო ალანია „ვოისში“ ნოდიკო ტატიშვილის გუნდის წევრი გახდა. ბაკომ თავისი პროფესიონალური ნამღერით, ულამაზესი ხმით, ოთხივე მწვრთნელის მოხიბვლა შეძლო და რამდენიმე წუთით მათი დაპირისპირების მიზეზიც გახდა. თითოეულ მათგანს ბაკოს თავის გუნდში წაყვანა სურდა. საბოლოოდ, ბაკომ ნოდიკო ტატიშვილი აირჩია.

 ბაკო ალანია: დღეს ჩემი საქმიანობა შემოიფარგლება იმით, რომ ვმუშაობ ბენდთან ერთად, რომლის წევრებსაც ჩემი ასაკის მუსიკალური გამოცდილება აქვთ. 17-18 წლის ვიყავი, როცა მათთან მივედი. ახლა უკვე 28 წლის ვარ. მაშინ მუსიკალურადაც სხვანაირი ვიყავი – დამვარცხნეს, დამალაგეს და გარდა ამისა, მათ თვალწინ გავიზარდე. ხომ არსებობს გოგონების კატეგორია, 17-18 წლის ასაკში ლამაზები, გაპრანჭულები რომ არიან, მე ვიყავი პატარა ბავშვი, რომელიც მათ გაფართოებული თვალებით უყურებდა. ჯერ ერთი, უფროსები იყვნენ და მერე, ვგრძნობდი, რომ მაგარი მუსიკოსები იყვნენ. დღეს მიმაჩნია, რომ ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკოსებთან მიწევს ურთიერთობა.
– როგორ მოხვდი მათთან?
– დღემდე მადლიერი ვარ ჩემი თანაკლასელის მამის, რომელმაც მუსიკოსია და ბოლო ზარზე მომისმინა. ბენდი იმ დროს მომღერალს ეძებდა და მივედი ქასთინგზე. მანამდე ჰყავდათ ძალიან ნიჭიერი მომღერალი, ფერადკანიანი. ის რომ დავინახე, გული წამივიდა: ამის მერე როგორ უნდა ვიმღერო-მეთქი. ვიმღერე, გვერდით გამიყვანეს და მითხრეს: იცი, ბაკო, შენში არის რაღაც მარცვალიო. მერე ეს მარცვალი გააღვივეს და მგონი, ახლა ამაყობენ ჩემით.
– მათთან მუშაობისას იყო სირთულეები?
– ზოგადად, ჩემი გარემოცვა იმაზე მეტს ითხოვს ჩემგან, ვიდრე შემიძლია. მერე ეს შოკში მაგდებს, მძაბავს. შესაბამისად, იყო სირთულეები, ისინიც მებღაუჭებოდნენ, მეც ვებღაუჭებოდი, უფრო მე ვებღაუჭებოდი – იყო ასეთი დრო, ყველაფერს ვიტანდი, ოღონდ მათთან ერთად ვყოფილიყავი.
– რატომ გადაწყვიტე „ვოისში“ მონაწილეობა?
– საერთოდ არ ვარ კონკურსების ტიპაჟი. იმაზე, რაც ამ კონკურსში მელოდება, ძალიან ვნერვიულობ. შინაგანად ვინგრევი, თუნდაც, როცა ვიცი, რომ რინგზე ორმა ადამიანმა უნდა იმღეროს, საბოლოოდ, ორივეს დამსახურებით ნომერი ძალიან კარგი გამოდის და მერე ერთი ტოვებს პროექტს. ამიტომაც არ ვიღებდი კონკურსებში მონაწილეობას. თუმცა, ეს შემთხვევა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ჯერ ერთი ის, რომ ჩემს დას ძალიან უყვარს ასეთი პროექტები და მეორე – ჩემი ბავშვობის მეგობარია სალომე ჭკუასელი, რომელიც დღეს ესპანეთში ცხოვრობს. წინა „ვოისშიც“ დამარეგისტრირა, მაგრამ ვერ დამითანხმეს. მე და სალომე ერთ დღეს ვართ დაბადებულები და რეალურად, კარგად იცის ჩემი შინაგანი მდგომარეობა. ჩემი ნამუსზე აგდება ძალიან ადვილია, როცა რაღაცას მთხოვ და ეს მე მეხება, ნაკლებად ბრძოლისუნარიანი ვარ. სალომემ ესპანეთში ჩაწერა ვიდეო, რომელშიც უცხოელები მონაწილეობენ, ასევე, ოჯახის წევრები, მეგობრები. ყველა მთხოვდა: „ბაკო, გამოდი „ვოისში“. ამ ვიდეოში იყო ერთი ისეთი ადამიანი, სალოს ბებია –  რომ დავინახე, ლამის ვიტირე და ვთქვი: მას უარს ვერ ვეტყვი.
– რატომ აირჩიე ნოდიკო?
– იმხელა სტრესი და უხერხულობაა, როცა დგახარ და ამხელა მუსიკოსები გთხოვენ მასთან წახვიდე. ნოდიკო ჩამეხუტა, მაფრიალა, მაბზრიალა, თავბრუ დამახვია; ქეთამ ულამაზესი საყურეები გამიკეთა, რომელიც ისე მინდოდა, ჩემთვის დაეტოვებინა. ნუცასგან წამოვიდა პირველი დადებითი რაღაცეები, ანრიმ არ იცოდა, რა ექნა. ნოდიკო იმიტომ გადავწყვიტე, რომ მივხვდი: მასთან ურთიერთობა გამიადვილდებოდა. ნუცასთან უფრო მორიდებულად ვიქნებოდი, არც ნოდიკოსთან ვარ თავისუფლად, მაგრამ სხვებთან უფრო ჩავიკეტებოდი. შეიძლება, რაღაც არ მეთქვა. ამიტომ ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ნოდიკო ჩემზე მონდომებული, ჩემზე მოტივირებული და შრომისმოყვარეა. ნიჭიერი ხომ არის, ამას აღიარებს მთელი საქართველო, მაგრამ პარალელურად, ძალიან შრომისმოყვარეა. მართლაც მაგალითია იმის, თუ როგორი უნდა იყოს მომღერალი, რომელსაც სურს წარმატებას მიაღწიოს.
– შენს დაზე მინდა მესაუბრო, რომლის ხსენებისას თვალები დიდი სიყვარულით გევსება.
– ამ თემაზე საუბარს ყოველთვის გავურბოდი, რადგან არ მინდოდა, პესიმისტურად გამოსულიყო, ჩვენს ოჯახში ნამდვილად არ არის ასე. თიკოსთან ვჩხუბობ კიდეც, ვდავობ, მოვუჩეჩივარ, ნერვებსაც ვუშლით ერთმანეთს – ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. თან, ასაკით ჩემზე უფროსია და „უფროსი ვარ ოჯახში” – ეს ჩვეულებრივ აქვს. ეტლში ზის, თავისი ტერიტორია აქვს და მე როცა ძალიან მეჩქარება, შეიძლება,  ისე გავიდე, არ დავანახვო რა მაცვია. ამაზე ოჯახი ინგრევა. თან, მის გემოვნებას ვენდობი, გემოვნებიანი გოგოა. ხელოვნებასა და მუსიკაში ძალიან კარგად ერკვევა, პოლიტიკაშიც. მე რომ ტელევიზორში მნახა, გაგიჟდა სიხარულისგან და მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი. ჩემთვის მთავარი იყო, ამოვსულიყავი მეგობრების ყბიდან, თან, ძალიან გაუხარდათ და მეორე: დედაჩემიც გამეხარებინა, რომელიც მთელი ოჯახისთვის ყველაფერია.
– მამა არ გყავს?
– 11 წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა. ის ძალიან წარმატებული პიროვნება იყო, იურისტი და ბოლოს უკვე მოსამართლედ მუშაობდა. მაგარი მამა მყავდა, სამაგალითო პიროვნება, მამაკაცი და მიხარია, როცა მეუბნებიან, მისი რაღაც თვისებები გაქვსო. მინდა, ერთი რამ ვუთხრა საზოგადოებას, მშობლებს ვისაც ჰყავს თიკოსნაირი შვილი: როცა თიკოსნაირი შვილი გყავს ოჯახში, ეს არის ღვთის საჩუქარი. დადებითი ადამიანი, რომელსაც ყველაფერი უხარია. შეიძლება სწყინდეს ის, რომ არ მოვიდა ვინმე, არ ნახა. თიკოს აქვს ცერებრალური დამბლა. ჩემები წლები იბრძოდნენ იმისთვის, რომ გაევლო: ხან სად დაჰყავდათ, ხან სად, ოპერაციებს უკეთებდნენ. ბოლოს მამაჩემმა თქვა: ეს არის ღვთის საჩუქარი, ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს იმის საშუალება,  გავაკეთოთ მადლი მასზე ზრუნვით. დავანებოთ თავი და მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. აქ დამთავრდა ყველაფერი. ვიბრძოლოთ, თიკომ რომ ფეხზე გაიაროს – ბახ და ყველამ: ოჯახმა, ნათესავებმა, მეგობრებმა მივიღეთ ის ისეთი, როგორიც არის და ყველანი უკვე კარგად ვიყავით. ამიტომ, მინდა, ერთი რამ ვთქვა: ჩემს მშობლებს არ დასცალდათ ან შეეშალათ, რომ მე არ მყავს კიდევ დედმამიშვილი, რომელიც თიკოსთან ყოფნის ბედნიერებას გაიზიარებდა. ამიტომ იმ მშობლებს, ვისაც თიკოსნაირი შვილი ჰყავთ, ვურჩევ, ორ შვილზე არ გაჩერდნენ. ამით თიკოს და მისნაირ ადამიანს არაფერი დააკლდება, პირიქით, მოემატება – ზრუნვა, ყურადღება, სითბო. მე თიკოსთვის ყველაფერს ვაკეთებ, არაფერს ვაკლებ, მაგრამ, რომ ვფიქრობ: რა კარგი იქნებოდა, ჩემს ოჯახში ჩემნაირი ადამიანი კიდევ ყოფილიყო, ისიც ხომ თიკოსთან ურთიერთობის ბედნიერებას შეიგრძნობდა, რომელიც საოცრად კეთილი და დადებითია.
– ახლა მითხარი, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– მამა – წარმატებული ადამიანი, უცებ ის მიდის და ბახ... მთავრდება ყველაფერი. მერე ვხდები სტუდენტი, ბევრია საზრუნავი და შეყვარებულისთვის მეცალა? არც ვიპრანჭებოდი, სანამ სიმღერა არ დავიწყე. თან, პუტკუნა ვიყავი და არ მომწონდა საკუთარი თავი. ახლა რაღაცეები ხდება, ანუ ყველაფერი კარგად მიდის.

скачать dle 11.3