კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ღირს დღეს თამადის დაქირავება და რატომ მალავენ ამ ფაქტს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები

გაწყობილ სუფრას, ისე არაფერი უხდება, როგორც კარგი თამადა. თამადის ინსტიტუტი კი საქართველოში რომ მაღალ დონეზეა, ამაში ვერცერთი უცხოელი ვერ შეგვედავება და ვერცერთი ქვეყანა შეგვედრება. თამადა ის ფენომენია, რომელიც ახერხებს თანამოსუფრეები თავის ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს, თავი მოაწონოს, აიყოლიოს, სადღეგრძელოებით დაატყვევოს, მოალხენინოს და შთაბეჭდილება მოახდინოს მათზე. ასეთი კოლოტირული თამადა არც ისე ცოტაა. და, ბოლო დროს კი, საქართველოში ახალი „თანამდებობაც” გაჩნდა – დაქირავებული თამადა, რომელსაც სწორედ იმაში უხდიან არცთუ ცოტა თანხას, რომ სუფრას გაუძღვეს. მისაღებია თუ არა ეს თემა, ბევრისთვის დავის საგანია, თუმცა, როგორც ისტორიკოსი და ჟურნალისტი, ბატონი ზაზა ალექსიძე ამბობს, მას ხშირად იწვევენ სათამადოდ და მიიჩნევს, რომ ეს საკმაოდ რთული, შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა.

 ზაზა ალექსიძე: როგორც ვიცი, თამადის, როგორც სიტყვის ისტორია მეთვრამეტე საუკუნიდან მოდის. ერეკლე მეფის კარზე იყო ვინმე, თამაზ ჩერქეზიშვილი, რომელიც ერთჯერზე ერთ ჩარექა ღვინოს სვამდა. ჩარექაში საშუალოდ 17-18 ლიტრი ჩადის. იყო ენაწყლიანი, კარგად მღეროდა, არც ღიპი ჰქონდა და არც – დიდი თავი. ლაპარაკობდა ხუთ ენაზე და მოხსენიებულია მისიონერების ჩანაწერებში მისი სმის ამბავი, სწორედ, აქედან ჩნდება სიტყვა – თავიმადა, რომლიდანაც შემდეგ დამკვიდრდა სიტყვა – თამადა. რაც შეეხება მის დანიშნულებას, ზოგადად, ყველა საქმეს სჭირდება ხელმძღვანელი, მმართველი, შთაბეჭდილების მომხდენი, რადგან ესაა სწორედ ურთიერთობის საწყისი და მით უმეტეს, სუფრასთან. ქართველი საზოგადოება ყოველთვის იყო გახსნილ ურთიერთობებზე აწყობილი და ამიტომ, მსგავსი მმართველი აუცილებელი გახლდათ. თამადას, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და ეს საკმაოდ რთული საქმეა.
– ზოგადად, თუ არსებობს სხვა კრიტერიუმი გარდა იმისა, რომ თამადა უნდა იტანდეს სასმელს და იყოს მჭევრმეტყველი?
– რასაკვირველია, არსებობს. მხოლოდ სმით და მჭევრმეტყველებით, ვერ შეძლებს თამადა, გაუძღვეს სუფრას. კიდევ ბევრი ფაქტორია, რაც მას უნდა გააჩნდეს. ის, რომ წლების განმავლობაში მიიჩნევდნენ: თამადას აუცილებლად უნდა ჰქონოდა ღიპი, ყოფილიყო უკისრო, მსხვილი და ზორბა, რომ პირველივე შეხედვისთანავე მისით დატყვევებულიყვნენ სუფრის წევრები – ეს ისტორიას ჩაჰბარდა. თუმცა, დღესაც ეს, გემოვნების საკითხია. სულ მომწონდა მამას თამადობა და დღესაც მახსოვს. სულ მინდოდა, მას დავმსგავსებოდი. მისი პირველი სადღეგრძელო ყოველთვის მშვიდობის იყო. არასდროს მომწონდა მომაბეზრებელი სუფრები და სტანდარტული თამადები.
– როგორც ვიცი, ხშირად გიწვევენ სათამადოდ და ამაში საკმაოდ სოლიდურ თანხასაც გიხდიან. როგორ გგონიათ, რა მოსწონთ თქვენს თამადობაში?
– საკუთარ თავზე საუბარი ცოტა რთულია, მაგრამ გეტყვით, რომ ვფიქრობ, ყველა ის თვისება გამაჩნია, რაც სათამადოდაა საჭირო – სიმღერა, ცეკვა, სუფრის წევრებთან ურთიერთობა, კომენტარის გაკეთება კონკრეტულ თემაზე, იუმორი, ინტელექტი და მრავალწლიანი დაკვირვება. ასე რომ, ფაქტია, რადგან მიწვევენ სათამადოდ და ამაში ფულს მიხდიან, ესე იგი, მოსწონთ ჩემი თამადობა. მერე ხომ იცით, როგორ ხდება? ერთს მოეწონები, მეორე რეკომენდაციას გაგიწევს, მესამე დაგაკვირდება და გაგითვალისწინებს სამომავლოდ და მოთხოვნადი თამადა ხარ! პირველად სტუდენტობის დროს ვითამადე და არცთუ ისე ცუდად.
– ის თუ გახსოვთ, როგორც მიწვეულ თამადას რამდენი გადაგიხადეს და რომელ წელს მოხდა ეს?
– 1987 წელს მიმიწვიეს სათამადოდ რესტორან „მეტეხში”, ერთ-ერთი ბიზნესმენის ქორწილში. მოსკოვიდან სპეციალური ჩარტერული რეისით იყვნენ ჩამოსულები სტუმრები, მათ შორის, მოწვეული გახლდათ: სოსო პავლიაშვილი, ლეონიდ აგუტინი, ანჟელიკა ვარუმი, ალიონა სვირიდოვა და ასე შემდეგ. დაპატიჟებული იყო მთელი ქართული ესტრადა. ასე რომ, მე გახლდით თამადა და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი დონის ქორწილი იქნებოდა იმ პერიოდში. თუ არ ვცდები, ორასი დოლარი გადამიხადეს და ეს ფული მაშინ, მთელი ერთი თვე ეყოფოდა კაცს. იმ პერიოდში, ტელევიზიაში ვმუშაობდი, 260 ლარი მქონდა ხელფასი და მას მთელი თვე ველოდებოდი. ქორწილში თამადობაში კი, სულ რაღაც 4-5 საათში ვიღებდი 200 დოლარს.  სწორედ, ამ მიწვეული და გნებავთ, დაქირავებული თამადობით, ვახერხებდი ოჯახის რჩენას და თან, სიამოვნებასაც ვიღებდი ხალხთან ურთიერთობით. კარგ ქორწილს აკეთებს – თამადა, მუსიკა და ღვინო. თუ სამივე კომპონენტი საუკეთესოა, ჩათვალეთ, ეს ქორწილი დიდხანს დაამახსოვრდება იქ მყოფ საზოგადოებას. ის რომ, თამადა უნდა იჯდეს და მხოლოდ სადღეგრძელოს დროს წამოდგეს, ეს დრო წავიდა. კიდეც უნდა იცეკვო, იმღერო, იხუმრო და ყველა სტუმრამდე მიიტანო ინფორმაცია ისე, რომ შენი მოსმენა მოუნდეს. როცა თამადა იტყვის – გაჩუმდით ან მომისმინეთო, იქ, დამთავრებულია თამადის ავტორიტეტი. თამადას უნდა გააჩნდეს განათლება ჯერ კონკრეტული, მერე საზოგადო, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, ლიტერატურული და ნებისმიერ თემაზე უნდა შეეძლოს საუბარი ციტატებისა და ლეგენდების ჩართვით.
– რთული არ არის, არ იცნობდე ადამიანებს და მათ ქორწილში ითამადო? ბოლოს და ბოლოს სანათესაო, ბებია-ბაბუა, მშობლები და ასე შემდეგ, ხომ უნდა უდღეგრძელო?
– რა პრობლემაა? წინა დღეებში ვხვდები ნეფე-პატარძალს ან მათ მშობლებს და დაწვრილებით ვიგებ მათ ამბებს. მაგალითად, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, იყო თუ არა ინტრიგა, ჩაერია თუ არა მათ დაახლოებაში ვინმე, როდის შეუყვარდათ, რომანტიკულ სიტუაციებს... ვაყოლებ ოჯახზე, სანათესაოზე და ვიგებ ყველა დეტალს, რაც თამადობის დროს აუცილებლად დამჭირდება. მერე, ამაზე ვაწყობ ჩემს სადღეგრძელოებს და რომ მისმინოთ, ეჭვსაც ვერ შეიტანთ, რომ მე მათი ოჯახის დიდი ხნის მეგობარი ან ნათესავი არ ვარ (იცინის). მიყვარს ქეიფი, საზოგადოება და ღვინო. ალბათ, ესეც არის იმის მიზეზი, რომ კარგ თამადად მომიაზრებენ, მიწვევნ და ამაში ფულსაც მიხდიან. ვერც კი ვიხსენებ, რამდენ ქორწილში მითამადია, ალბათ, სამასს გასცდა. არ ვთვლი კორპორატიულ საღამოებს, დაბადების დღეებსა და იუბილეებს. დამიჯერეთ, რთულია, თამადობას რომ გთავაზობენ და ამაში ფულის მოთხოვნა, მაგრამ გამოგიტყდებით, ყველაზე ცოტა ამიღია ორასი დოლარი და ყველაზე ბევრი – ორიათასი. აი, გასვენებაში თამადობისთვის ფულს ვერ ავიღებ და მომკალი. ქორწილში, კი ბატონო (იცინის).
– თუ იცით, კონკრეტულად რა ღირს დღეს თამადის დაქირავება და რატომ მალავენ ცნობილი ადამიანები, რომლებიც მსგავს რამეში ფულს იღებენ? ეს სამარცხვინოა?
– არა, სამარცხვინო რატომაა? პირიქით, რადგან გქირაობენ, უფრო სწორად გიწვევენ სათამადოდ უცხო სუფრაზე, ესე იგი, გენდობიან და ამაში გიხდიან ფულს. მეც ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცი, ვინც საკმაოდ კარგი თამადაა. თავისი სასიმღერო, საცევაო თუ იუმორის ნიჭის წყალობით, ხშირად თამადობს მიწვეულ სუფრასთან და სოლიდურ თანხასაც იღებს ამაში. ფასიც ინდივიდუალურია, ზოგი ორი ათას დოლარს იღებს, ზოგი სამი ათასს, ზოგიც ხუთი ათასს. მე ამ საქმეში გასამრჯელოს მიღება არ მიმაჩნია სირცხვილად და ვინ რას ფიქრობს, ეს მათი პრობლემაა. რასაკვირველია, ჩემი მხრიდან მათი დასახელება უხერხულია და თან, თბილისი პატარა ქალაქია, ყველამ ყველაფერი იცის და ვერავის ვერაფერს გამოაპარებ. მაგრამ, რატომ მალავენ, ეს ნამდვილად არ ვიცი.
– იცით, რა მაინტერესებს? როდესაც დაქირავებული თამადა ხართ, თქვენი წარდგენა როგორ ხდება?
– როგორ და, ოჯახის წევრი ამბობს: დღეს ჩვენს სუფრას გაუძღვება ოჯახის ახლობელი ზაზა ალექსიძე! და, სუფრა რომ მთავრდება, მეუბნებიან: ასეთი ახლობელი თუ იყავი ამ ოჯახის და ამდენი რამ იცოდი, ამდენ ხანს სად იყავიო (იცინის). ერთხელ, ასეთი რამ შემემთხვა: ქორწილში, სადაც თამადად მიმიწვიეს, დედოფალს ერქვა ინდირა. მეუხერხულა მეკითხა, რატომ დაარქვეს ეს სახელი და სადღეგრძელოს დროს, დავიწყე მასზე საუბარი, რომ ეს სახელი მშობლებმა, ალბათ იმიტომ დაარქვეს, ღრმად ფილოსოფიური სიბრძნე გაახსენდათ... რომ ინდური გადმოცემის, კრიშნას მითის მიხედვით... და, მოვყევი მთელი ისტორია. მთელი სუფრა გასუსული მისმენდა, ნეტავ, რას ამბობს ეს კაციო. ბოლოს რომ გადავედი მშობლების სადღეგრძელოზე, გამახსენდა, რომ დედას ინდიკო ერქვა და მამას რაული. ამიტომაც დაარქვეს ამ ორი სახელის შეჯვარებით შვილს ინდირა (იცინის). მე, თვითონ, ჩავბჟირდი სიცილით.
– რომელი კუთხის ხალხთან და საზოგადოებაშია თქვენთვის ჯდომა, ქეიფი და თამადობა უფრო საინტერესო?
– სუფრასთან მეგრელები არიან ხელგაშლილები, დასაბუთებულად პატივმოყვარეები; კახელები – მეტად გახსნილები და ამყოლები; რაჭველები და იმერლები – კარგი მსმენელები და ადვილად დასაყოლიებლები; ქართლელები – მეტ-ნაკლებად მძიმეები, გურულები კი – საინტერესო კომპანია, ყველაფერზე რომ მოგყვებიან, ისეთები, მაგრამ მათი ორგანიზება რთულია (იცინის).

скачать dle 11.3