კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოაჩინეს თელავში მიწისქვეშა ქალაქი და რა გზით მოიპოვებდნენ „უკვდავების წყაროს“ წყალს ომიანობის დროს

მთლიანად საქართველო და ამ შემთხვევაში კახეთი და თელავი თავის ტერიტორიაზე ინახავს ჯერ კიდევ იმდენ უცნობ ისტორიული მნიშვნელობის ნიმუშს, რომ მიწის თითოეულ ნაბიჯზე შესაძლებელია, საინტერესო ფაქტების  გამოვლენა. თელავის უძველეს ისტორიასთან ერთად, ადგილობრივთა ძალიან  მცირე ნაწილმა იცის, რომ საუკუნეების წინ, იქ მიწისქვეშა ქალაქი არსებობდა. თუმცა, მოსახლეობის ნაწილი საუბრობს მიწისქვეშ არსებულ რაღაც გვირაბებზე, რომლებიც ბევრი ოჯახის სახლის ეზოშიც გამოდის, მაგრამ რა დანიშნულების იყო ეს გვირაბები, დღემდე არ გამოკვლეულა.  თელავის ქვეშ გამავალი საიდუმლო გვირაბების შესახებ ქალაქის ისტორიის ფურცლებს ცნობები თითქმის არ შემოუნახავს. ამ საიდუმლო გვირაბებზე თელავის მერიის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის სპეციალისტი, ვახტანგ გაგნიძე გვესაუბრა:

 ვახტანგ გაგნიძე: მამა, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია, პროფესიით არქიტექტორ-რესტავრატორი გახლდათ და წლების განმავლობაში მუშაობდა ძეგლთა დაცვის სფეროში. ძალიან იყო ამ საქმით დაინტერესებული და სულ იმის გარკვევაში იყო, თითოეული ძველი ისტორიული შენობა შეესწავლა, გაეანალიზებინა და გადაეტანა ფურცელზე  გრაფიკულად. მეც, შესაბამისად, მუდამ თან დავდევდი და მისგან ვიცოდი, რომ თელავი როგორც მიწის ზემოთ, ასევე მიწის ქვემოთ საინტერესო მასალების მომცემი იქნებოდა. ამიტომ, დაინტერესებული ვიყავი, სად შეიძლებოდა, ყოფილიყო თელავის მიწის ქვეშ რაიმე საკომუნიკაციო ქსელი. როდესაც წინასწარ კვლევით საქმიანობას იწყებ, რა თქმა უნდა, უპირველესად, ხალხურ გადმოცემას უნდა დაეყრდნო. გადმოცემით კი, ნამდვილად  ვიცოდი და ვიცი, რომ თელავი მიწისქვეშა კომუნიკაციებით არის დაქსელილი. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ასე, გადმოცემის მიხედვით, იქნებ მიკვლეულიყო ის ხელჩასაჭიდი მასალა, რაზედაც ახლა გესაუბრებით.
– რა გადმოცემები არსებობდა გვირაბებთან დაკავშირებით?
– ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთში  მოსახლეობა ადასტურებს, რომ არსებობს ისეთი სიმაღლის გვირაბები, რომელშიც ცხენიანი ადამიანიც კი გაივლის. 70 წლის ლამარა შათირიშვილი დაახლოებით ნახევარი საუკუნეა, რაც ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. მას წინაპრებისგან სმენია, რომ  ჩოლოყაშვილის ქუჩა დაქსელილი იყო საიდუმლო გვირაბებით, რომელიც გორიჯვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრებს ერთმანეთთან აკავშირებდა. „ჩემი მეუღლე ამბობდა, რომ ეკლესიიდან ეკლესიამდე გვირაბები გადიოდა და ის იქნება ალბათო,“ – იხსენებს ლამარა შათირიშვილი. აღნიშნულ არეალში რამდენიმე წლის წინ მე-12, მე-14 საუკუნეების მოჭიქული კერამიკა და ქურაა აღმოჩენილი. აქვეა კვირიკესეული ციხე-გალავანი და მე-18 საუკუნის ურბანული სტრუქტურა. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია, როცა  ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, სახლის მშენებლობის დროს მიწა ჩაენგრათ და იქ მუშა ჩაუშვეს. ის 100 მეტრის მანძილზე შევიდა და უჰაერობის გამო უკან გამოიყვანეს. ასევე, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები 63 წლის ამირან გრიშიკაშვილი არაერთხელ ყოფილა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში გამავალი საიდუმლოებით მოცულ გვირაბში. გრიშიკაშვილი იხსენებს, რომ ბავშვობაში მეგობრებთან ერთად ჩირაღდნებით ხშირად შედიოდა „ტუნელის” სიღრმეში, რომელიც დაახლოებით  5 მეტრის გავლის შემდეგ ორად იყოფოდა. გვირაბის მარცხენა მხარეს  ჩამოდიოდა რუ, რომელიც ეგრეთ წოდებული უკვდავების წყაროს სახელით იყო ცნობილი. მივიდნენ იქამდე, სადაც წყალი ჩამოდიოდა. მერე შეშინებიათ შიგნით შესვლა. ეკლესიის მხარესაც მიდიოდა პატარა „ტუნელი”, ვერც იქ შესულან.
ელენე ახვლედიანის თელავის ერთ-ერთ ნამუშევარზე არის დახატული გვირაბი, რომელსაც ჯერჯერობით ვერ ვარკვევ, რომელი მხარეა.
– როგორ მიაკვლიეთ ამ გვირაბებს?
– ჩემი ძმა იასე გაგნიძე მუშაობს თემის მუნიციპალიტეტში ძეგლთა დაცვის სპეციალისტად (ოჯახური ტრადიცია გვაქვს ძეგლთა დაცვის კუთხით). მანაც, რა თქმა უნდა, იცოდა აღნიშნული გადმოცემის შესახებ. ბიულეტენზე ვიყავი ავადმყოფობის გამო  და რომ მოვიდა სახლში, ცუდად მყოფი წამიყვანა და მაჩვენა, სადაც იყო გვირაბის მსგავსი ნაშთი. დიდია ალბათობა გვირაბის არსებობისა, რადგან ის იმ ისტორიულ არეალშია მოქცეული, სადაც კულტურული მემკვიდრეობის მრავალი და მნიშვნელოვანი ძეგლია კონცენტრირებული. მას მერე ინტერესი დიდია, რასაც უკვე გამოკვლევა სჭირდება.
– რა დანიშნულების იყო ეს გვირაბები?
– თელავის მიწის ქვეშ გამავალ საიდუმლო გვირაბებიდან ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება „ბატონის ციხის“ საიდუმლო გვირაბი, რომელიც ციხის გალავნის ჩრდილოეთით არის და წყალზე ჩასასვლელად გამოიყენებოდა. ჩასასვლელი პირველი საჯარო სკოლის გვირაბიდან აქვს. ომის დროს სამეფო კარი და სასახლეში შეხიზნული მოსახლეობა, სწორედ ამ წყლით მარაგდებოდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თელავის ქვეშ კიდევ ერთი ქალაქი იმალება. ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ თუ ამ გვირაბს გავყვებით, შეიძლება ბატონის მიწისქვეშა ციხეში აღმოვჩნდეთ.
დანიშნულება ჯერჯერობით გაურკვეველია. როგორც წესი, ამგვარი მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიყენებოდა წყალზე ჩასასვლელად ომიანობისა და შიშიანობის დროს. ამგვარი გვირაბი ბატონის ციხეშიც ციხე-გალავნის ჩრდილოეთით და წყალზე ჩასასვლელად გამოიყენებოდა. კიდევ ვხვდებით გრემშიც. თუმცა, ამ ყველაფერს სათანადო კვლევითი სამუშაოები სჭირდება. უპირველესად კი, გაწმენდითი სამუშაოებია ჩასატარებელი, რადგან გამოსარკვევია, ნამდვილად გვირაბთან გვაქვს საქმე თუ სხვა მაგალითად, წყაროს წყალია. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კიდევ არსებობს ისეთი ტიპის ციხეები, რომელშიც აშკარად იკვეთება ძალიან საინტერესო გვირაბის ფაქტები.
– ისტორიკოსები რას ვარაუდობენ?
– ისტორიკოსი ზაზა ცაკაშვილი  გვირაბის ისტორიისა და მნიშვნელობის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს. ის ვარაუდობს, რომ ეს გვირაბი სწორედ სადუნ მანკაბერდელის დროინდელია, რომელიც თელავს  მეცამეტე საუკუნეში მართავდა. გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, მისი სასახლე იდგა. ცაკაშვილი იმასაც არ გამორიცხავს, რომ საიდუმლოებით მოცული ეს გვირაბი მე-18 საუკუნისაა და ის გორიჯვრის ეკლესიას უკავშირდებოდა.

скачать dle 11.3