კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნოდარ უჯმაჯურიძე: „ოპერაციის დროს ექიმმა უნდა წარმოიდგინოს, რომ თავად წევს საოპერაციო მაგიდაზე“

ნოდარ უჯმაჯურიძეს კლინიკა „ნოვაში“ ვხვდებით. საოცრად გახარებულია, რომ მისი 30 წლის პაციენტის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და წარმონაქმნი ავთვისებიანი არ აღმოჩნდა.

 მინი-დოსიე: 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. მალევე გაიწვიეს საბჭოთა კავშირის არმიის რიგებში ექიმად. არმიაში პრაქტიკული მუშაობა მისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე მუშაობა დაიწყო ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ქართული უროლოგიის კორიფეების, პროფესორების – სოკრატ არშბას, ნიკოლოზ ინაშვილისა და ილია კაპეტივაძის სახელმძღვანელოებით. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც ეძღვნებოდა ექოსკოპიის გამოყენებას უროლოგიაში. ბატონი ნოდარი, ირაკლი მეგრელაძესთან, სერგო ორჯონიკიძესთან და მანანა სარიშვილთან ერთად, გახლავთ ულტრაბგერითი გამოკვლევების პიონერი საქართველოში და, ასევე, პიონერი საქართველოში პერკუტანული ქირურგიის დაფუძნების საქმეში. სწორედ მას მიეძღვნება მისი სადოქტორო დისერტაცია.
ძალიან უხარია, რომ ქართულმა უროლოგიამ დიდ წარმატებას მიაღწია და ევროპაში აღიარებულად ითვლება. უროლოგიის ეროვნულ ცენტრში წარმოებს ევროპული სტანდარტის ყველა ტიპის ოპერაცია.
ბატონი ნოდარი ამბობს, რომ ამაში ძალიან დიდია ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ლაური მანაგაძის დამსახურება. იგი ნოვატორია და ცენტრში ყველა ნიჭიერ ადამიანს აქვს საშუალება, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.
– ბატონო ნოდარ, როდის ჩამოყალიბდა კლინიკა „ნოვა“ და როგორია მისი მუშაობის პროფილი?
– კლინიკამ ფუნქციონირება 2014 წლიდან დაიწყო. ის აღიჭურვა მაღალი კატეგორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ესაა მრავალპროფილიანი სადიაგნოსტიკო-სამკურნალო დაწესებულება, სადაც კეთდება როგორც უროლოგიური, ასევე ქირურგიული და გინეკოლოგიური ოპერაციები. ამბულატორიული განყოფილება აღჭურვილია ციფრული რენტგენის აპარატით, ექოსკოპიით, ლაბორატორიით. სამედიცინო პერსონალი მართლაც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა.
– თქვენეული შეფასებით, როგორი ექიმი ბრძანდებით, ბატონო ნოდარ?
– მე გაკეთებული მაქვს თირმკლის 5 000-მდე ოპერაცია და ეს უბრალოდ ციფრები არაა. ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს ყოველთვის ვეუბნები, ოპერაციის დროს უნდა წარმოიდგინო, რომ თვითონ წევხარ  საოპერაციო მაგიდაზე –  ეს გარანტიაა იმისა, რომ იქნები ფრთხილი და ზომიერად რისკიანი-მეთქი. აი, ასე უნდა მიუდგეს ყველა ექიმი თავის პაციენტის მდგომარეობას.
– ბატონო ნოდარ, როგორ იწყება თქვენი სამუშაო დღე?
– დილის 9 საათიდან უროლოგიის სამეცნიერო ეროვნული ცენტრში გვაქვს ოპერაციები; 4 საათიდან უკვე ჩემს კლინიკაში, „ნოვაში“ მაქვს დაგეგმილი ოპერაციები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ ხელისუფლების პირობებში შემოღებულმა საყოველთაო დაზღვევამ დიდი სიკეთე მოუტანა გაჭირვებულ ადამიანებს და, უროლოგიაში, განსაკუთრებით ამ პროგრამის წყალობით, ბევრი ადამიანი გადარჩა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.
– ბატონო ნოდარ, როდესაც ოპერაციაზე შედიხართ, რა გრძნობა გეუფლებათ?
– საერთოდ, მინდა  ყველამ იცოდეს, რომ ექიმს ავადმყოფის პატრონზე არანაკლებ უხარია პაციენტის გამოჯანმრთელება. ყველა კარგი და ღირსეული ექიმი ცდილობს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს და თავისი პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩადოს.
– თავისუფალ დროს რას უთმობთ?
– დროის ასეთი მონაკვეთი თითქმის არ მაქვს, თუმცა, შაბათ-კვირას ვცდილობ, შვილიშვილებს დავუთმო ჩემი ყურადღება და მათთან ერთად გავატარო აღნიშნული დღეები. მყავს 2 ვაჟი და 4 შვილიშვილი: ნიკოლოზი, ნოდარიკო, ნანუკა და ნიცა. ჩემი ვაჟი, ალექსანდრე უჯმაჯურიძე, უროლოგიის ინსტიტუტში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა და საკმაოდ პერსპექტიული, კვალიფიციური ექიმია; მეორე ვაჟი, აჩიკო კი საბანკო სექტორშია დასაქმებული. ჩემთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია, ეს ჩემი ნავსაყუდელია.

скачать dle 11.3