რით არის გამორჩეული ტრადიციული ჩინური მედიცინა და რატომ არ არსებობს მკურნალობის ამ მეთოდისთვის დაუმარცხებელი ავადმყოფობა
ჩინურ მედიცინას უძველესი დროიდან უამრავი დაავადება დაუმარცხებია. თითქმის არ არსებობს სენი, რომლის წინაშეც ძველი ტრადიციული ჩინური მედიცინა უძლურია. ჩვენი რესპონდენტია ექიმი–აკუპუნქტურისტი – დავით გოგოლი. ამ საქმით ის უკვე 35 წელია, დაკავებულია და უამრავ ადამიანს დაეხმარა. მასთან საუბრისას ერთ რამეს მივხვდი, ერთადერთი, რასაც ეს ტრადიციული მედიცინა ვერ კურნავს, უფულობაა, სხვა დანარჩენი კი, მხოლოდ თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული. ანუ, თუ მკურნალობის ამ მეთოდს აირჩევთ და განკურნების შემდეგ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვებით, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება.
– ჩინური მედიცინა ოდითგანვე ცნობილია მკურნალობის განსხვავებული მეთოდით. ადამიანი, რომელიც უპირატესობას ჩინურ მედიცინას ანიჭებს და მკურნალობს ამ მეთოდით, რა დრო სჭირდება განკურნებისთვის?
– თავდაპირველად, მინდა ვთქვა, რომ ერთხელ და სამუდამოდ განკურნება არ არსებობს. თუმცა, თუ პაციენტი განკურნების შემდეგ სწორი ცხოვრების წესს მიჰყვება, მინიმუმ 10, 20 წელი პრობლემა აღარ ექნება.
– რა ასაკიდან არის შესაძლებელი ჩინური მედიცინით მკურნალობა?
– 3 წლიდან ბავშვის მკურნალობა თავისუფლად შეიძლება ჩინური მედიცინის საშუალებით.
– ყველაზე ხშირად ჯანმრთელობის რა პრობლემით მოგმართავენ?
– ძირითადად, რადიკულიტები და იშიაზები. თუმცა სხვა ჩივილებითაც ბევრი პაციენტი მოდის. ძალიან გახშირებულია ხერხემლის პრობლემა. იგივე, გამრუდება რომ ავიღოთ, განსაკუთრებით მოზარდებშია ძალიან ბევრი შემთხვევა. თანამედროვე მედიცინაში ის განუკურნებლად მიიჩნევა და ერთადერთი, საუბარია იმაზე, რომ როგორმე პროცესი შეაჩერონ. ხერხემლის გამრუდება ძალიან დიდი პრობლემაა, რაც სხვა დაავადების პროვოცირებას იწვევს. იმდენად ირღვევა ამ დროს ორგანიზმში შინაგანი კავშირები, რომ შეიძლება, ნებისმიერი დაავადება გამოვლინდეს, კიბოს ჩათვლით. ბავშვებში იწვევს ასევე, სიმაღლეში ჩამორჩენას.
– ვერც თქვენ არჩენთ ხერხემლის გამრუდებას?
– კი, ჩინურ მედიცინას შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება. მკურნალობა ინდივიდუალურია. რაც უფრო მეტია გადახრის ხარისხი, შესაბამისად, მკურნალობას, უფრო მეტი დრო სჭირდება. რადიკულიტები და იშიაზები სწორედ ხერხემლის გამრუდების გამო ვითარდება. შესაძლებელია ასევე, ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა გულმკერდის დეფორმაციები, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, პარეზები, კუნთების ატროფია და ასე შემდეგ.
– რაც შეეხება დიაბეტს, განკურნებადია?
– დიაბეტზე ძალიან კარგი შედეგი გვაქვს. დიაბეტი იმ შემთხვევაშიც განკურნებადია თუ პაციენტი პარალელურად, ხერხემლის პრობლემით მოდის. შეიძლება, საერთოდ არ იცოდეს მან, რომ დიაბეტი აქვს. რამდენიმე ხნის წინ პაციენტი რადიკულიტით მოვიდა, რომელსაც დიაბეტიც ჰქონდა. პაციენტი განიკურნა და პარალელურად, 3 კვირის განმავლობაში შაქარმაც 120 ერთეულით დაიწია. მიუხედავად იმისა, რომ დიეტას არ იცავდა.
– დამეთანხმებით, რომ დღეს უშვილობის პრობლემა ბევრ წყვილს აქვს. თქვენთან მკურნალობით შედეგი როგორია?
– უშვილობა ჩინური მედიცინის საშუალებით ძალიან მარტივად იკურნება. ეს, ფაქტობრივად, წლის პრობლემაა. მქონია შემთხვევა, რადიკულიტით მოსულა პაციენტი, რომელსაც, პარალელურად, უშვილობის პრობლემაც ჰქონია. რადიკულიტზე ვუმკურნალე და უშვილობის პრობლემაც მოგვარდა. ძალიან მალე დაფეხმძიმდა. პირადად მე, შეუთავსებლობასაც არ ვაღიარებ.
– სად არის შესაძლებელი თქვენი ნახვა? ეს, ალბათ, ძალიან ბევრ მკითხველს დააინტერესებს.
– ჩვენი კლინიკა მცხეთის ქუჩაზე, 24 ნომერში მდებარეობს. საკონტაქტო ნომერია: 597 75 06 90.
– რაც შეეხება მკურნალობის ხარჯებს, რა ჯდება და დაზღვევა თუ მოქმედებს ამ შემთხვევაში?
– დაზღვევის პაკეტს გააჩნია. შესაძლოა 20–30 პროცენტი ანაზღაურდეს. რაც შეეხება ფასებს. საშუალოდ ქალაქში მკურნალობის ერთთვიანი კურსი 900 ლარი ღირს, ჩვენთან კი – 550 ლარი. ანუ, შედარებით, ხელმისაწვდომია.