კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აქვს ყოველი თვის პირველ და ბოლო შაბათ-კვირას განსაკუთრებულად დიდი მაგიური ძალა და რას უნდა მიაქციოთ ამ დღეებში ყურადღება

რა არის სიზმარი? როდის და რატომ ვხედავთ მას? შეიძლება თუ არა სიზმრების კონტროლი და სიზმრებით წინასწარმეტყველება? – ეს კითხვები ბევრისთვის დიდ თავსატეხს წარმოადგენს და მათზე ზუსტი პასუხები დღემდე არ არსებობს. ექიმთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სიზმარს არავითარი ახსნა არ მოეპოვება, ესაა ფიზიოლოგიური პროცესი, რომელსაც თავის ტვინის განსაზღვრული უჯრედებისა და სხვა ორგანოების გაღიზიანება და აღგზნება განაპირობებს. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, სიზმარში ჩვენი ფანტაზია იმას წარმოგვიდგენს, რის მიმართაც ვართ განწყობილი, ან, შეიძლება, პირიქითაც მოხდეს – დაგვესიზმროს ის, რაც გვაწუხებს, გვაღელვებს და რისი შიშიც გვაქვს. სიზმარს მხოლოდ ვიზუალური მხარე ახასიათებს; ან შავ-თეთრია, ან ფერადი. ის არ მოიცავს სუნსა და გემოს. ხშირად სიზმარი მეორდება; ასევე, შეიძლება დაგესიზმროთ, რომ დაფრინავთ, ეცემით, მახეში ხართ გაბმული, ან, სულაც, ვინმე მოგდევთ, გაქცევა გინდათ და ვერ გარბიხართ. პარაფსიქოლოგი, ბატონი თენგიზი, სიზმრის ფენომენსა თუ მისტიკურ მხარეს უკვე წლებია იკვლევს და არაერთი საინტერესო, ექიმებისა და ფსიქოლოგებისგან განსხვავაებული დასკვნაც აქვს გაკეთებული.

 თენგიზი: სავარაუდოდ, ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ ხუთ სიზმარს ხედავს, მაგრამ ამახსოვრდება მხოლოდ ის, რომლის მიმდინარეობის დროსაც ეღვიძება, თუმცა, შესაძლოა, რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ ისიც აღარ ახსოვდეს. ამ თემით იყო დაინტერესებული დიდი ფსიქოლოგი და სიზმრების მკვლევარი ზიგმუნდ ფროიდიც, რომელსაც მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები. ზიგმუნდ ფროიდმა წამოაყენა იდეა, რომ სიზმრები გვისრულებენ იმ დაფარულ, გაუცნობიერებელ, ხორციელ თუ სულიერ სურვილებს, რომლებიც გონებაში ღრმად გვაქვს ჩაბეჭდილი და რაშიც ხშირად საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდებით; გარდა ამისა, სიზმრები ადამიანის გონებას ავარჯიშებს, ხშირად, შეიძლება, სიზმარში ისეთი რაღაც ამოვხსნათ, მოვიფიქროთ ან გადავჭრათ, რაც ცხადში ჩვენი გონებისთვის შეუძლებელია. ეს ფენომენი მეცნიერებს დიდ თავსატეხს უჩენს – ისინი ვერაფრით ხსნიან, როგორ ახერხებენ ადამიანები, ძილში დაწერონ ლექსები ან მუსიკა; გააკეთონ აღმოჩენები, რაც არცთუ იშვიათად ხდებოდა ცნობილი ადამიანების შემთხვევაში. სავარაუდოდ, მთავარი ისაა, თუ რა განწყობა გრჩება სიზმრის შემდეგ და როგორ აისახება ის შენზე.
– ზოგი პარაფსიქოლოგი ამბობს, რომ არსებობს გააზრებული სიზრები, რომლებსაც ხშირად ვხედავთ, მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ მას რეალობაში. ეს რა ფენომენია?
– გააზრებულია სიზმარი, რომლის დროსაც ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია. ასეთ დროს ადამიანს შეუძლია, გარკვეული კონტროლი გაუწიოს სიზმარში მიმდინარე მოვლენებს ან მოახდინოს საკუთარი წარმოსახვით მანიპულირება. გაცნობიერებული სიზმრები საკმაოდ რეალური და მკვეთრი შეიძლება იყოს. ხშირად გვინდა, ესა თუ ის სიზმარი აღარ განმეორდეს, ან – პირიქით. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ სიზმრების კონტროლი და, მით უმეტეს, მათი შეკვეთა, შეუძლებელია. ზოგიერთი პარაფსიქოლოგის აზრით კი სიზმრის ნაწილობრივი კონტროლი რომ შეგეძლოს, საჭიროა პრაქტიკა. არის რამდენიმე ვარჯიში, როდესაც პირდაპირ ან ირიბად ზემოქმედებ ქვეცნობიერზე; ან – ყურადღების ვარჯიში, რომ ჩაძინების მომენტში არ გამოგეპაროს და ძილის წინ ღრმად შეძლო გონებაში იმის გაცნობიერება, რომ იძინებ და, რაც შემდგომ შეიძლება მოხდეს, ეს მხოლოდ არარეალური, წარმოსახვა და სიზმარი იქნება.
– ამბობენ, სიზმარი ეშმაკისეულია, მას არ უნდა დავუჯეროთო; ზოგი კი, პირიქით გვარწმუნებს, სიზმარში ისეთ ფაქტებს ვხედავთ, რომლებიც მომავალში ახდებაო. რამდენად შესაძლებელია სიზმრის დახმარებით მომავლის წინასწარმეტყველება?
– დიახ, ზოგს მიაჩნია, რომ სიზმრები ეშმაკისეულია, ზოგი კი პირიქით – ღვთის გამოგზავნილად მიიჩნევს. ფსიქოლოგების ნაწილი გვირჩევს, არ დავუჯეროთ და არ მივაქციოთ მათ ყურადღება, ნაწილი კი აღიარებს, რომ სიზმარი ხშირად გვიწინასწარმეტყველებს, თუ რა მოხდება. ხანდახან პირიქითაც ხდება – სიზმარში იმას ხედავ, რაც უკვე იყო, ანუ, როგორც ამბობენ ხოლმე „გულში ჩაგყვა”. საქმე ისაა, რომ ხშირად იმდენად ვართ დამოკიდებული მათზე და ისე გვჯერა, რომ სიზმრის გავლენით მომდევნო დღეს გაუცნობიერებლად ვაკეთებთ იმას, რაც სიზმარში ვნახეთ, ანუ, მოსახდენს თვითონვე ვახდენთ და რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენ ვართ წინასწარმეტყველები და წინასწარ ვიცოდით, რაც მოხდებოდა. სიზმარს ყველა ხედავს და ცდილობს, მის საიდუმლოს ჩასწვდეს, გაღვიძებულმა კი გაიაზროს, რისი მომასწავებელი იყო ღამით ნანახი. თუმცა, არსებობს დღეები, როცა სიზმარს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ყურადღების გარეშე არ უნდა დავტოვოთ. ასეთ დღეებში ნანახი სიზმრები, უდავოდ, წინასწარმეტყველურია და ასეთია ყოველი თვის პირველი და ბოლო შაბათ-კვირა. ამ დღეებს განსაკუთრებულად მაგიური ძალა აქვს და ამ დროს სიზმრად მოსული ინფორმაცია ჩვენს მომავალს იწინასწარმეტყველებს.
– პარაფსიქოლოგები თავისებურად ხსნიან ზედმიწევნითი სიზუსტით სიზმრის ახდენას. მათი თქმით, როცა ადამიანები სიზმრის უარყოფით შედეგებზე იწყებენ ფიქრს და შიში იპყრობთ, ავტომატურად იზიდავენ უარყოფით ენერგიას, რაც ცუდ შედეგებს იწვევს.
– დიახ,  შესაძლოა, უარყოფითმა ენერგიამ არა მხოლოდ იმაზე იმოქმედოს ცუდად, ვინც სიზმარს ხედავს, არამედ მასზეც, ვისაც ეს სიზმარი ეხება, რადგან, ფიქრისას უარყოფითი ენერგია თავის მიმართულებას პოულობს. არ არის გამორიცხული, ღამით ისეთი წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ, რომელიც მომავალში აუცილებლად ახდება და მიგანიშნებთ მის შედეგებზე. მართალია, სანამ ეს ფაქტი რეალურ ცხოვრებაში მოხდება, გაგიჭირდებათ იმ საკითხებისა და მოვლენების გააზრება, წინ რომ გელით, მაგრამ, შემზადებული მაინც იქნებით. წინასწარმეტყველურ სიზმრებს ადამიანი თითქმის ყოველთვის იმახსოვრებს, მთავარია, ყურადღება არ მოადუნოს.
– თუმცა, ასეთი სიზმრის ნახვის შემდეგ ბევრი ნერვიულობს, შიში ეუფლება და შინაგანი ფორიაქი ეწყება.
– გეთანხმებით, მაგრამ, ეს ერთთგვარი გაფრთხილებაა და, ამიტომ, კი არ უნდა გეშინოდეთ, არამედ, ყურადღებით უნდა იყოთ მომავალი ფაქტების მიმართ.

скачать dle 11.3