კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის შეუძლია ადამიანს ავადმყოფობის საშუალებით გადარჩენა და რა შემთხვევაში არ არის ზოგიერთი სენი ცოდვასთან პირდაპირ კავშირში

„ყოველგვარ მწუხარებაში – ავადმყოფობაში, შეჭირვებაში, გაურკვევლობასა და უსიამოვნებაში, უმჯობესია, ნაკლები იფიქრო და ცოტა ესაუბრო საკუთარ თავს, მეტი ილოცო, თუნდაც ხანმოკლედ შეევედრო ქრისტე ღმერთსა და მის ყოვლადწმინდა დედას. ამგვარად, სასოწარკვეთილება გაივლის და გული ღვთის იმედითა და სიხარულით აღივსება,“  – ღირსი ანტონ ოპტინელი. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – ქრისტიანობის პირველ წლებში ქრისტიანთა ცხოვრება გაცილებით უფრი მაღალსულიერი და დინამიკური გახლდათ, მადლის მოქმედებებიც ბევრად საგრძნობი და აშკარა იყო, ვიდრე დღეს არის. მაგრამ, ამავე დროს, ღმერთის ნებით, ბნელეთის ძალები ისეთ ხანგრძლივ და სახიფათო გამოცდას უწყობდნენ კაცს, რომლის გაძლებასაც ჩვენ ვერ შევძლებთ. ამიტომ, ასეთ ინტენსიურ სულიერ ბრძოლაში, ზიარებისგან განყენებული ადამიანი თითქოს ფიზიკურადაც შეიგრძნობს დემონთა სამყაროს შემოტევას. ჩვენი სისუსტის გამო, დღეს უფალი არ მოუშვებს ასეთ განსაცდელს ჩვენზე, ეშმაკი დღეს ვერ მოქმედებს ადამიანის სულზე ისე აშკარად, როგორც ძველ დროში – მისი ტაქტიკა ახლა უფრო მზაკვრული და შეფარულია. ზიარების გარეშე ეშმაკის წინააღმდეგობის დაძლევა კი შეუძლებელია. პატერიკონში ვკითხულობთ, რომ, როცა წმინდა ბერმა ლოცვის ძალით უბრძანა დემონს, ეთქვა, თუ რისი ეშინოდა ყველაზე მეტად, ბოროტმა სულმა უპასუხა: იმის, რითაც თქვენ განიბანებით (ნათლობის საიდუმლო); იმის, რაც თქვენ გკიდიათ (ჯვარი) და იმის, რასაც თქვენ ჭამთ (ზიარება), მაგრამ უკანასკნელი ყოველივეზე საშინელიაო. ასე რომ, დემონისთვის ყველაზე საშიში, ხოლო კაცთათვის ყველაზე მაცხოვნებელი არის ზიარება. ამიტომ, ცდილობს კაცობრიობის მტერი, ყოველგვარი ძალა იხმაროს, რომ ადამიანი წმინდა ბარძიმთან არ მიუშვას. ჯერ კიდევ გრიგოლ ღვთისმეტყველი აღნიშნავდა, რომ მღვდლობა არის თვითნებური მაგისტრატურა, რომელიც თავის ყოველ სიტყვას კანონად მიიჩნევს. ზიარებას „პური ცხოვრებისა“ ჰქვია და, განა შეუძლია მღვდელს, უარი უთხრას პურზე მშიერს?! ზიარება ჩვენი სულების ზეციური წამლობაა – განა შეუძლია მწყემსს, უარი უთხრას სნეულს: იმის გამო, რომ ავად ხარ, წამალს არ მოგცემო?! საერთოდ, აღსარებისას ჩვევად იქცა იმის კითხვა, თუ როდის ეზიარა აღმსარებელი და, თუ აღმოჩნდა, რომ ეზიარა არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ყოველგვარი კანონიკური საფუძვლის გარეშე, ართმევდნენ მას ზიარების უფლებას. მიზეზად კი იმას ასახელებდნენ, რომ ხშირი ზიარებით ადამიანი მოწიწებას კარგავს, ხოლო, რაც უფრო იშვიათად ეზიარება, უფრო მოკრძალებული ხდებაო. წმიდა იოანე ოქროპირისა და სხვა წმინდა მამათა მოწმობით, ზიარების მიღების საკითხში, სამსახურებრივი პრივილეგია არ არსებობს და მღვდელმსახურიც ეზიარება, არა როგორც განსაკუთრებული უფლებების მქონე, თავის ხარისხით სხვებზე აღმატებული პირი, არამედ, როგორც მონანიე ცოდვილი. ვერ ვიპოვით ვერც ერთ მაგალითს იმისას, რომ ადამიანი, რომელიც იშვიათად ეზიარება, მეტი კრძალვით ეკიდებოდეს სიწმინდეს, ვიდრე ის, ვინც ხშირად ეზიარება. პირიქით, მათი სული, ვინც იშვიათად ეზიარებიან, უხეშდება, ველურდება, უგრძნობელი ხდება.
– მამაო, რატომ აქვს ჯვარს ასეთი დიდი ძალა და მნიშვნელობა ქრისტიანისთვის?
– ადამიანის დაცემაში მონაწილეობა მიიღო ძელმა – სწორედ ხის ნაყოფისგან მოხდა პირველი ადამიანების ცოდვითი დაცემა; ქალწული იყო ევა, რომელმაც აცდუნა ადამი; ადამის სიკვდილი კი ადამის ცოდვით დაცემაა, რაც მის მიერ აკრძალული ხის ნაყოფის მიღებით გამოიხატა და რასაც შედეგად, ადამისა და მისი მოდგმის მარადიული სიკვდილის ტყვეობაში ჩავარდნა მოჰყვა. ამიტომ, საჭირო იყო, სწორედ ამ სიმბოლოების მეშვეობით მომხდარიყო ადამიანთა გამოხსნა: ძელი დაითრგუნა ჯვრით, რომელზეც ევნო ქრისტე და რომელიც ხის ორი ძელისგან იყო გაკეთებული; ევას მიერ ქალწულობისას ჩადენილი შეცდომა, რომელიც ქალწულსავე უნდა გამოესყიდა, დაითრგუნა წმინდა მარიამის ქალწულობით; ადამის დაცემა და ცოდვების შედეგი კი, მაცხოვარმა ჯვარზე სიკვდილით განაქარვა, რითაც უკიდურესად დაიმდაბლა თავი და ჩვენც თავმდაბლობისკენ მოგვიწოდა. ქრისტიანული მოძღვრებით, ჯვარი არის სამსხვერპლო, რომელზეც შეიწირა მსხვერპლი ღმერთმა და რომლის მეშვეობითაც მოხდა სამყაროს ოთხივე კუთხით დაცემული კაცობრიობის გამოხსნა. თავად ჯვრის ფორმა, ქრისტიანული გაგებით, სამყაროს ოთხი მიმართულების სიმბოლოდ მოიაზრება. ამასთანავე, გამოხატავს სამყაროში არსებულ ოთხ უმაღლეს ინსტანციას: სიგრძეს, სიმაღლეს, სივრცესა და სიღრმეს. ჩვენ ვიცით, რომ უფლის მეორედ მოსვლის წინ ცაში ჯვრის ნიშანი გამოჩნდება, რომელიც მზეზე მეტად განაბრწყინებს მთელ სამყაროს. ამიტომაც ჯვარი უდიდესი საღმრთო საიდუმლოა. სწორედ ჯვარზე მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მოგვენიჭა ადამიანებს მარადიული ცხოვრების, სულის ცხონების, ზეციური სასუფევლის მოპოვების შესაძლებლობა. ქრისტეს ჯვარზე ვნებამდე დახშული იყო ადამიანებისთვის სასუფევლის კარი, მართალნიც ჯოჯოხეთში მიდიოდნენ, მათთვის განკუთვნილ ადგილას – აბრაამის წიაღში. იქ მანამდე იმყოფებოდნენ, სანამ მაცხოვარი არ ჩავიდა ჯოჯოხეთში, არ ამოიყვანა მათი სულები და დაამკვიდრა ისინი ზეციურ სასუფეველში.
– ადამიანის ავადმყოფობა შეიძლება, ღმერთისგან იყოს მოვლენილი?
– უფალი ავადმყოფობას ყოველთვის თავისი განგებულების აღსრულების იარაღად იყენებს: 1. დასასჯელად, 2. გამოსასწორებლად, 3. ცოდვის თავიდან ასაცილებლად, 4. გამოსაცდელად და სხვა. ზოგიერთი ავადმყოფობა, თუმცა ცოდვასთან პირდაპირ კავშირში არ არის, იმისთვის გვევლინება, რომ „გაცხადდნენ საქმენი ღვთისა“. ან მაშინ, როცა „ესე სნეულება არ არის სასიკვდინე, არამედ დიდებისთვის ღმერთისა, რათა იდიდოს ძე ღმრთისა მისგან.” ღმერთი ადამიანს უგზავნის სნეულებას, რადგან თუკი ის დრტვინავს და ჰმადლობს უფალს, უმაღლესი დიდების ღირსი ხდება და ასკეტ მეუდაბნოეს ემსგავსება. ავადმყოფობის საშუალებით გადარჩენა და სულიერი სრულყოფილების მიღწევა, მხოლოდ ავადმყოფს კი არა, მის მომვლელსაც შეუძლია. ღვთის მიერ დაშვებული სნეულებანი ან ბუნებრივ მიზეზთა სახით წარმოიშობა, ან წმინდა ანგელოზების მოქმედების შედეგად. სიძაბუნე, უძლურება, ტანჯვა ადამიანს განსაკუთრებულ ვითარებაში აყენებს. ეს ვითარება უნდა გავიგოთ, როგორც ღვთისკენ მოწოდება, მისკენ მოქცევის შესაძლებლობა, სინანული და მოთმინება ცოდვათა განსაწმენდელად, რომლითაც ადამიანი მოწამის გვირგვინს მოიხვეჭს. სულიერი ღვაწლი, ლოცვა, მარხვა, ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობა, მოითხოვს სნეულების გადატანას, ტანჯვის შეძლებისდაგვარად დათმენას.

скачать dle 11.3