კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არავინ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით!

ღვთის გამოურკვეველი განგებულებით, ანჩის საეპისკოპოს დაქვრივებულ საყდარზე სრულიად უღირსი კაცი, თბილისის ამირას გამოზრდილი ცქირი ავიდა. მისმა თავაშვებულმა საქციელმა უაღრესად განარისხა სამღვდელოება და ქართლის კათოლიკოსის კურთხევით შეკრებილმა ეპისკოპოსებმა და მეუდაბნოე მამებმა ცქირის გაძევება გადაწყვიტეს. მართლაც, უღირსი ეპისკოპოსი წარადგინეს საკურთხევლის წინაშე და გრიგოლ არქიმანდრიტმა და მონაზონმა ფებრონიამ განმოსეს იგი. ამ საეკლესიო ქმედებით, მას „განეშორა შეწევნა ღმრთისა“ და ამიტომ, „ღონე ყოველი დაელია“, ანუ: საღვთო მადლს მოკლებულს, ძალა სრულად გამოეცალა. განრისხებული ცქირი ამირასთან ჩავიდა. მისი დახმარებით ანჩის საყდარი ძალით დაიპყრო და მამა გრიგოლზე შურისძიება გადაწყვიტა. მან ხალხი შეკრიბა და ხანძთის მონასტრის დასანგრევად გაგზავნა. მზე ამოდიოდა, როდესაც ცქირის გაგზავნილი ხალხი ხანძთის ტაძარს მიადგა. მაშინ თვით გრიგოლ არქიმანდრიტი გამოვიდა მათთან და მიმართა: შუადღემდე დრო მოგვეცით მე და ჩემს ძმებს, რომ ეკლესიაში ქრისტეს წინაშე ლოცვა აღვავლინოთ და წმინდა გიორგის (ანუ წმინდანს, ვის სახელზეც ტაძარი იყო ნაკურთხი), სხვა ყველა წმინდანს მეოხება ვთხოვოთ და უფალი სასწაულს გვიჩვენებსო.
ხალხმა იცოდა გრიგოლის სიწმიდის შესახებ, მის მიერ აღსრულებული სასწაულებიც ეხილა და ამიტომ, წინააღმდეგობა არავის გაუწევია. მამები ცრემლით ლოცულობდნენ, როდესაც ღვთის ანგელოზი გამოეცხადათ და აუწყა: „საღმრთო შურისგება ეწია ბოროტსა მას მტერსა თქვენსა. და აჰა, მოიწიოს ქადაგი, ვითარმედ მოკუდა იგი“, ანუ: სულ მალე მაცნე მოვა და ცქირის სიკვდილს გაუწყებთო. გრიგოლი ერის წინაშე კვლავ გავიდა და ანგელოზის უწყებული გადასცა, ხოლო სულ მალე, შუადღის დადგომამდე, მართლაც გამოჩნდა მაცნე, რომელმაც ყველას აუწყა: „ნურღარა იკადრებთ დარღვევად დიდებულსა ხანძთასა, რამეთუ დამრღვეველი მაგისა მოკუდა“.
ანუ, გავფრთხილდეთ, რათა ვინმემ არ გვაცდუნოს და ეკლესიის მერე კეთილად განწესებული განგების განკითხვას არ მივცეთ თავი. ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ მსგავსი აზრები საკუთარ თავზე ამაო მინდობით, ამპარტავნების კარნახით და ბოროტ სულთა წაქეზებით ჩნდება. ამიტომ, გვაფრთხილებს მოციქული: „გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, ადამიანური გადმოცემისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით და არა ქრისტეს მიხედვით“ (კოლას. 2,8).

скачать dle 11.3