კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ქმნიან კაცები პრობლემებს, როცა გადაწყვეტილებას ვერ იღებენ

უმეტეს შემთხვევაში შეყვარებულ ქალებსა და მამაკაცებს ერთმანეთის ან ცუდად ესმით, ან საერთოდ არ ესმით. პრობლემა ის კი არ არის, რომ მათ ამისი გაკეთება არ უნდათ, უბრალოდ, არ იციან, როგორ ისწავლონ ერთმანეთის ენა. ბევრი ფსიქოლოგი ამბობს, მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის, წყვილმა ბედნიერად და კარგად რომ იცხოვროსო. ბევრი შეყვარებული ქალი კაცთან ურთიერთობას ამთავრებს იმიტომ, რომ კაცი ვერ ამბობს, რა უნდა... იქნებ, უნდა ვათქმევინოთ და უარი არ ვთქვათ ბედნიერებაზე?!

 დიანა (32 წლის): ლოდინი და იმედი იმისა, რომ ერთ დღეს შენი ოცნება ახდება, მხოლოდ თავიდან არის სასიამოვნო. მერე კი, რაც დრო გადის, ნერვები გაწყდება. შეიძლება, გაგიჟდე, ისეთი საშინელებაა. მე ეს უკვე ზუსტად ვიცი. ჩემმა ქმარმა იქამდე გამიმწარა სული, სანამ დავქორწინდებოდით და მოახერხა ის, რომ ჩემი დიდი გრძნობა გაანელა. რატომ ვარ დამნაშავე იმაში, რომ მინდოდა გავთხოვილიყავი და საყვარელი ადამიანის გვერდით ვყოფილიყავი. კაცებს უყვართ ხოლმე თქმა – ყველა ქალი ერთნაირია, ყველა ქალს გათხოვება უნდაო. მაგრამ, გაუგებარია, ასეთი შხამი და ირონია რატომ არის ამ სიტყვებში. ცუდი რა არის ამ სურვილში. რატომ უჭირავთ კაცებს „პოზა“, რომ თვითონ არ უნდათ ქორწინება და ჩვენი ხათრით აკეთებენ ამას... ანუ, რა გამოდის, ველოდებით თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს, ხელში კი, ვირი შეგვრჩება ხოლმე. ამით იმისი თქმა არ მინდა, რომ ჩემი ქმარი ვირია, მაგრამ ბევრი უკლია იქამდე, რომ კარგი პარტნიორი იყოს.
– როგორ ფიქრობთ, არჩევანისას შეცდომა დაუშვით?
– არ ვიცი. მეეჭვება, სხვა კაცები სხვანაირად იქცეოდნენ. მგონი, ყველა ერთნაირია და განსხვავება არ არის. რა მნიშვნელობა აქვს, კაცი ქორწინებამდე მოიქცევა ხეპრესავით თუ მერე. შეყვარებულები იმდენხანს ვიყავით, რომ დავიღალე. ვერ ვიგებდი, რა უნდოდა. სიყვარულზე მელაპარაკებოდა და ბუნებრივი იყო, დამეჯერებინა, რომ ჩემთან ყოფნა უნდოდა. მეც მიყვარდა. არ უარვყოფ. ეს ისეთი სასიამოვნო და კარგი გრძნობა იყო, რომ რაღაც ეტაპზე მიღირდა კიდეც.
– ანუ, გიღირდათ – რა?
– მიღირდა ის, რომ საყვარელი მამაკაცი მყავდა გვერდით და მომავლის გეგმებს ვსახავდით. სხვათა შორის, ყოველთვის მისმენდა, მაგრამ არც ერთხელ, ახლა მახსენდება, რომ არ ამყოლია ლაპარაკში. ვფიქრობდი, მისი სიჩუმე არც ისეთი მნიშვნელოვანი იყო.
– ახლა კი ხვდებით, რომ შეცდომა დაუშვით?
– მგონი, კი. სიჩუმე საშიში ყოფილა. კაცის სიჩუმე ხშირად თანხმობას არ ნიშნავს. კაცები ჩუმად სხვა მიზეზითაც არიან – მაგალითად, როცა იციან, რომ მათ ხმის ამოღებას არ დაეთანხმები და არ უნდათ,  კამათით ნერვები მოიშალონ. ანუ, როცა რაღაც საკითხზე ლაპარაკობთ ან რაღაცას განიხილავთ, თქვენი პარტნიორი კი დუმს, არ იფიქროთ, რომ თქვენ მხარეს არის. პირიქით, ხშირად რადიკალურად არ გეთანხმებათ. ძალიან ძნელია, სიჩუმის აზრს ზუსტად მიხვდე. ექვსი წელი ცოტა არ არის. ექვსი წელი მჯეროდა, რომ გვერდით თანამოაზრე მყავდა. ის ადამიანი მყავდა, ვისაც ჩემს ყველა ტკივილს, დარდსა და სიხარულს გავუზიარებდი. ახლა კი უკვე ძალიან მეპარება ეჭვი – რომელიმე კაცს შეუძლია ეს?! მათ ხომ წესიერად მოსმენაც არ იციან. რომელ მოსმენაზეა ლაპარაკი, როცა საერთოდ არ იყო ჩამოყალიბებული თავის სურვილებში. ყოველ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ჩემი მისაღები გახადა და მას მერე სულ ამ დღეში ვარ.
– ცუდია, თქვენ რომ იღებთ გადაწყვეტილებებს?
– ცუდია. ძალიან ცუდია. ამით პასუხისმგებლობა მთლიანად მე გადმომაბარა და ჭკუიდან მშლის. ქალებს ჰგონიათ, რომ თუ მოისურვებენ, კაცის მართვა შესაძლებელია. არ არის ასე. ჩუმი მამაკაცი, რომელიც საჭირო მომენტში გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, საშინელებაა. ჭკუიდან მშლის ჩემი ქმარი. შეუძლია, მთელი დღე ჩუმად იყოს და ამ სიჩუმით გადაგრიოს. საერთოდ, როგორ შემიყვარდა ან რატომ? ალბათ, არ დამიჯერებენ, თუ ვიტყვი, რომ მოჩხუბარ კაცზე უარესი საეჭვოდ გასუსული მამაკაცია... როცა ვერ ხვდები, რა უნდა. გადაუწყვეტელი მამაკაცი ქორწინებაში პრობლემაა. ვერ ვამბობ, რა ჯობია – მარტო ყოფნა თუ ჩემი ქმრისნაირ მამაკაცთან ცხოვრება.
– კონკრეტულად, რას აშავებს, რატომ არის სერიოზული პრობლემა ის, რომ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს?
– როგორც ჩანს, სრული სურათი ვერ წარმოიდგინეთ. ცოტა მაკლია, რომ ძალიან გავმწარდე და ჩემს ქმარს ამისი უნდა ეშინოდეს.  არ ვიცი, რას მოვიმოქმედებ. მისტერ „მოყოყმანე“ შეიძლება, საერთოდ მარტო დარჩეს.
– გაშორდებით?
– ვიფიქრე ამაზეც, მაგრამ აზრს ვერ ვხედავ. მარტო ყოფნა არ მინდა. უკეთესს კი ვინ მომცემს?! მაგრამ, შეიძლება, უმნიშვნელო რაღაცაზეც კი მთელი დღე ველაპარაკო და ვემათხოვრო? ძალით უნდა გამოგლიჯო ისიც კი, რაც თავად მას ანიჭებს სიამოვნებას.
– მაგალითად, რას გულისხმობთ?
– გეტყვით. ისე გამოვიდა, რომ ხელი მე ვთხოვე – გამოვითხოვე და მერე მითხრა კიდეც, უარი ვერ გითხარი მაგაზე, თორემ ჯერ მზად არ ვიყავი ქორწინებისთვისო. ანუ, შენი ხათრით მოგიყვანე ცოლადო... ფეხმძიმედ რომ დავრჩი და ვუთხარი, გიხარია-მეთქი, იცით, როგორ უემოციოდ მიპასუხა – რა ვიცი, თუკი შენ გინდაო... თან, მხრები აიჩეჩა. მერე კი, როცა ბავშვი დაიბადა, გადაირია სიხარულით და ამაყობს კიდეც. ნერვები მეშლება, როცა თავი მოაქვს, თითქოს ის არაჩვეულებრივი შვილი მარტო მისი დამსახურებაა. სურვილი მიჩნდება, ძალიან მაგრად ვეჩხუბო. რომ შემხვდეს მამაკაცი, რომელიც ასეთი ლოქო არ იქნება, პასუხისმგებლობას უპირობოდ საკუთარ თავზე აიღებს და გადაწყვეტილებებსაც ისე მიიღებს, როგორც საჭიროა, შეიძლება, ეს მივატოვო და იმას გამოვეკიდო უკან. ძალიან დაღლილი და გაწამებული ვარ. ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. დიდხანს ვეღარ გავუძლებ. ვინც გადაწყვეტილებას იღებს, პასუხისმგებლობაც იმაზეა, ხომ მართალია?! ჩემს ქმარს არ უნდა, რომ პასუხისმგებლობა თვითონ იკისროს. ასე, გაცილებით უადვილდება ცხოვრება და მე მიქმნის ძალიან სერიოზულ პრობლემას. ძნელია ქალისთვის ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება, წელში გავწყდები... იმასაც კი არ მეუბნება, ძლიერი და კარგი ცოლი რომ ვყავარ და გაუმართლა... არაფრისმთქმელი სახით ისე შემომხედავს ხოლმე, რომ მასთან სიახლოვის ყოველგვარი სურვილიც კი მიქრება. მგონი, გრძნობაც აღარ მაქვს ისეთი, მის მიმართ, როგორიც ადრე მქონდა. თუკი საერთოდ დამრჩა ეს გრძნობა. ვგიჟდები, რანაირად შეიძლება, გერქვას კაცი და თოჯინასავით უპასუხისმგებლო იყო. თითქოს შენგან დამოუკიდებლად ხდება ყველაფერი. ზუსტად ვიცი, მე ასე არ მენდომებოდა. ჩემს ქმარს და ბევრ მისნაირ მამაკაცს კი, ძალიან მოსწონს ასე ცხოვრება. შეიძლება, ერთ დღესაც ვუთხრა – წადი, აღარაფერში მჭირდები-მეთქი...

скачать dle 11.3