კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ გამცივნებთ და ყელი გტკივათ, სასწრაფოდ უშველეთ თავს

თუ ყელი გტკივათ, გახველებთ და სიცხე გაქვთ, ესე იგი გაცვივდით და თავს დროულად უნდა მიხედოთ. ამ დროს, გირჩევთ, ნუ იჩქარებთ ქიმიური წამლების მიღებას, რადგან არსებობს რამდენიმე წესი, რაც გაციების პირველი ნიშნებისას უნდა დაიცვათ, რათა სწრაფად გამოჯანმრთელდეთ და მდგომარეობა არ გაირთულოთ.
მსუბუქი გრიპის ან გაციების პირველივე ნიშნების გამოვლენის დროს, ანტიბიოტიკებით მკურნალობა სასურველი არ არის. ნურც ქიმიური წამლებით ეცდებით სიტუაციის გამოსწორებას, რადგან მათ მხოლოდ ხანმოკლე მოქმედება აქვთ,  ამიტომ, უმჯობესია, ამ დროს ხალხური მედიცინის ნაცად საშუალებებს მიმართოთ:
* გაციების პირველი სიმპტომების შემჩნევისთანავე დალიეთ 2 ჭიქა ლიმონიანი ან ცაცხვის ყვავილის ცხელი ჩაი; ასევე, კარგია თაფლიანი რძე. შემდეგ თბილად ჩაწექით და გამოიძინეთ.
* სურდოსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ინჰალაციაა: ჩაასხით ჯამში მდუღარე წყალი და ჩაუმატეთ რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ზეთი, შემდეგ თავზე გადაიფარეთ პირსახოცი და ორთქლი ღრმად შეისუნთქეთ. ევკალიპტს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
* სურდოს დროს, 2 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი ხუთი წუთით გააჩერეთ ორთქლზე, შემდეგ გააგრილეთ და დაუმატეთ ოთხი კბილი გახეხილი ნიორი, ერთი თავი ხახვის მეოთხედი (ისიც გახეხილი). ეს მასა გააჩერეთ ერთი საათი და შემდეგ გაწურეთ. მიღებულ სითხეში დაასველეთ ბამბა და ჩაიდეთ ნესტოებში. თუ ასე მოიქცევით, ჯანმრთელობის აღდგენა გარანტირებული გაქვთ, თან, არც ცხვირში გაიჭედებით.

 

კომში ბევრი დაავადების უებარი წამალია
კომში ადამიანის ორგანიზმისთვის ბევრ საჭირო ნივთიერებას შეიცავს, მაგალითად საქაროზას, ფრუქტოზას; მდიდარია B1, B2, PP, C და E ვიტამინებით, კაროტინით, კალციუმით, მაგნიუმით, კალიუმით, რკინით, ფოსფორითა და კობალტით. კომშის ნაყოფი, კანი და ფოთლები მნიშვნელოვანი და აუცილებელია ორგანიზმისთვის, მისი არომატი კი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ის არ არის სასარგებლო მათთვის, ვისაც ენტერიტი, ენტეროკოლიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აწუხებთ.
მხედველობის გასაუმჯობესებლად და ხველების სამკურნალოდ კი შეუცვლელია კომშის ნაყენი, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ:
კომშის 3-4 ცალ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათი, ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ, გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი ჭამის წინ, დარჩენილი ნახევარი ჭიქა კი – ჭამის შემდეგ. კურსი 2 კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ხველაც შეგიჩერდებათ და მხედველობაც გაგიუმჯობესდებათ.
*ასევე, ხველების დროს კარგია კომშის გულისა და კურკების ნახარში: გაჭერით კომში შუაზე, ამოჭერით გული კურკებიანად, დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით 10-15 წუთი, გადმოდგით და აცადეთ, შეგრილდეს. დალიეთ თბილი, 1 ჩაის ჭიქა, დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ – დილით და საღამოს.
*წნევის დასაწევად შეგიძლიათ შემდეგი ნაყენი მოამზადოთ: 4 ცალ კომშის ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. ნაყენი დალიეთ დღეში 2-ჯერ, ჭამის წინ ან შემდეგ. ეს ნაყენი ასევე კარგია მომატებული პროთრომბინის დროსაც, რადგან ის მის დონეს არეგულირებს.
*დიაბეტის დროს, 2 სადილის კოვზ კომშის  გამხმარ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ დაახლოებით 15-20 წუთი. ნაყენი მიიღეთ დღეში 4-ჯერ, 1 სადილის კოვზი, ჭამამდე.
*ასთმის დროს, 1 სადილის კოვზ კომშის კურკებს დაასხით 200 გრამი მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და დადგით ნახევარი საათით, შემდეგ გადაწურეთ და სვით დღეში 3-ჯერ, 2 სადილის კოვზი, ჭამის წინ.
*თუ ხველამ შეგაწუხათ, 1 სადილის კოვზ კომშის კურკებს დაასხით 100 მილილიტრი ადუღებული წყალი,  და ნელ ცეცხლზე ადუღეთ ათი წუთი, შემდეგ გააგრილეთ და სვით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, 20 წუთით ადრე.
*თუ ნაბახუსევზე თავი გისკდებათ და ღებინების შეგრძნებაც გაქვთ, ჭამის წინ 1 ჭიქა კომშის ნატურალური წვენი დალიეთ.

ზეთისხილი გულს იცავს, მწვანე სალათის ფურცლები წნევას არეგულირებს, ბანანი ტვინს უხდება, პიტნა კი – ბრონქებს
ზეთისხილი იცავს გულსა და სისხლძარღვებს ამიტომ დილითვე მიირთვით 5 ცალი ზეთისხილი. ის სისხლს ამარაგებს მეტად მნიშვნელოვანი მჟავებით და ეფექტურად იცავს ორგანიზმს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებისგან.
ბანანის რბილობში გროვდება ნივთიერებები, რომელთა წყალობითაც გვეუფლება სიხარულისა და სულიერი კომფორტის განცდა; კერძოდ, ტრიპტოფანი ტვინში სეროტონინის გამომუშავებას აძლევს სტიმულს. დღეში ერთი ან ორი ცალი ბანანის ჭამა სრულიად საკმარისია კარგი განწყობის შესანარჩუნებლად.
ნახევრად უჯერი ცხიმმჟავების შემცველობით ავოკადო ყველა სახის ხილსა და ბოსტნეულს სჯობნის. გარდა ამისა, მასში უხვადაა A პროვიტამინი, B ჯგუფის, C,  D და E ვიტამინები. სამყარო ლამაზად რომ აღიქვათ, სრულიად საკმარისია, დღეში ნახევარი ავოკადო მიირთვათ.
ბრონქიტის დროს პიტნას დაასხით მდუღარე წყალი. მოთუთქული ფოთლები დააქუცმაცეთ, დააფინეთ დოლბანდზე და დაიდეთ გულმკერდზე, ზემოდან დაიფარეთ პერგამენტის ქაღალდი ან პოლიეთილენის ნაჭერი და კარგად შეიკარით შალის ქსოვილით.
მწვანე სალათის ფოთლები დაბლა სწევს არტერიულ წნევას და ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსიკური ნივთიერებები. მათ, ვინც ხშირად მიირთმევს მწვანე სალათის ფოთლებს, არ ემუქრება ნაწლავური აშლილობა. გარდა ამისა, ამ ბოსტნეულის შემადგენლობაში არსებული ფლავონოიდები ეფექტურად იცავს ორგანიზმს ნაადრევი დაბერებისგან.

პნევმონია უეცარი შემცივნებით იწყება და ძალიან საშიში დაავადებაა
პნევმონია ფილტვის პარენქიმის მწვავე ანთებაა, რომელიც ფილტვის ქსოვილის ყველა სტრუქტურულ ელემენტს მოიცავს. მწვავე პნევმონიის ყველაზე ხშირი გამომწვევი ბაქტერიებია პნევმოკოკები. ბაქტერიების გარდა, პნევმონიის გამომწვევია ვირუსები, სოკოები, ქლამიდია და მიკროპლაზმები. მკურნალობისთვის აუცილებელია გამომწვევი ფაქტორის ზედმიწევნით დადგენა. მიკროორგანიზმები ფილტვებში ყველაზე ხშირად ზემო სასუნთქი გზებიდან ხვდება, უფრო იშვიათად – სისხლის ან ლიმფოგენური გზით. ადამიანის ორგანიზმს აქვს სასუნთქი გზების ინფიცირებისგან დაცვის მექანიზმები. სასუნთქ გზებში მოხვედრილი ნივთიერებისგან გათავისუფლებისთვის მნიშვნელობა აქვს ხველის რეფლექსს. მიკრობების ზრდას თრგუნავს ფაგოციტური აქტივობა.
დაცვითი სისტემების ნებისმიერი დარღვევა მიკრობების გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. პნევმონიის გავრცელების ხელშემწყობი პირობებია ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, იმუნოდეფიციტი, ჭარბი ალკოჰოლი, გაციება, თამბაქო და ასე შემდეგ. ჩვეულებრივ, პნევმონია უეცრად, შემცივნებით იწყება, ტემპერატურა იმატებს 39 გრადუსამდე და იწყება ტკივილი ფერდის არეში. დასაწყისში აღინიშნება მშრალი ხველა, შემდგომ კი – ნახველი. ტემპერატურა ერთი კვირის შემდეგ ქვეითდება. მწვავე პნევმონიის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა. თავს იჩენს ტკივილი გულის არეში, ღვიძლის ციროზი, ურემია. ამიტომ, ნებისმიერი პირველადი სიმპტომის დროს, დაუყოვნებლად მიმართეთ ექიმს.

რა ფაქტორები იწვევს უეცარ ეპილეფსიურ შეტევებს
ეპილეფსია თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც განმეორებადი ეპილეფსიური კრუნჩხვითი გულყრით ვლინდება. მისი რისკ-ფაქტორია ნებისმიერი მოვლენა. ძლიერი კრუნჩხვა იმ შემთხვევაში ვითარდება, თუ ადამიანს ეპილეფსია გენეტიკურად აქვს. უმნიშვნელოვანესი რისკ-ფაქტორებია: ძილის დარღვევა, ემოციური სტრესი, ფიზიკური გადაღლა, ჭარბი განათება. ეპილეფსიური კრუნჩხვების განვითარებას, ასევე, ხელს უწყობს: ინფექციური დაავადებები, მაღალი ტემპერატურა, ენდოკრინული დაავადებები, კვებითი ინტოქსიკაციები, ზოგიერთი მედიკამენტი, ალკოჰოლი და ასე შემდეგ.
ზოგჯერ დაავადება მექანიკურად ვითარდება, მაგალითად, ტვინის ქსოვილის სიმსივნის, ტრავმის ან ორგანიზმში პარაზიტების არსებობის გამო, განსაკუთრებით კი – სამშობიარო ტრავმის შემდეგ. თუ დედის მშობიარობის დროს ბავშვი დიდხანს დაყოვნდა, შესაძლოა, მას თავის ტვინის სტრუქტურების ზოგიერთი უბანი დაუზიანდეს. დაავადება ძირითადად ბავშვთა ასაკში ვლინდება; შემდეგი პიკია სქესობრივი მომწიფების პერიოდში და, ბოლოს – როცა ადამიანი ხანში შედის.
დაავადება ყველა ასაკში ერთნაირად ვლინდება. შეტევისას არ არის საჭირო კრიჭის გახსნა, ცემა, შემოლაწუნება და ასე შემდეგ, უბრალოდ, კრუნჩხვის დროს ადამიანი გვერდზე უნდა გადააბრუნოთ, რომ ნერწყვი არ გადასცდეს. ეპილეფსიური კრუნჩხვა დაახლოებით წუთ-ნახევარი გრძელდება. უფრო მეტი ხანგრძლივობის შემთხვევაში, საქმე გვაქვს ისტერიულ და სხვა სახის გულყრასთან, ამას ფებრალური გულყრა ეწოდება. ფებრალური გულყრა ბავშვს მაღალი ტემპერატურის დროს უვითარდება და, შესაძლოა, 15-20 წუთიც კი გაგრძელდეს. ამ დროს ის ხელში უნდა აიყვანოთ, ზურგით მიიხუტოთ და დააკვირდეთ კრუნჩხვის ხანგრძლივობას. ფებრალური გულყრის თავიდან ასაცილებლად ბავშვის ტემპერატურა 38,5 გრადუსს არ უნდა ასცილდეს. ხუთი ფებრალური გულყრა კი უკვე ეპილეფსიის რისკ-ფაქტორია.
ეპილეფსიის შეტევის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ცხოვრების რიტმის შეცვლა, მაქსიმალური ინტელექტუალური დატვირთვა, ძილის რეჟიმის დაცვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ასე შემდეგ.


скачать dle 11.3