კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

მასურაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მასურა.
ამ გვარის შესახებ ისტორიულ მასალებში, სამწუხაროდ, საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
1831 წელს ესტატე თავსუბუქმა იქორწინა ბერუა დოლისშვილის ასულ მარიამზე. სარძლოს მხრიდან თავმდებად იყო თომა მასურაშვილი.
საქართველოში 850 მასურაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 218, თბილისში – 187, გორში – 99. არიან სხვაგანაც.
კოვზირიძე-კოვზანაძე-კოვზიაშვილი
საქართველოში  ბევრი გვარია წარმოშობილი ხელობის ან თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვებისგან და მათ შორის არის გვარი კოვზირიძე.
სოფელ ფერსათში, ბაღდათის რაიონში, ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული სახელია კოვზა. ამ გვარეულობის წინაპრები კოვზების გამოთლით ყოფილან ცნობილნი და ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება.
ამავე ძირისაა გვარები: კოვზანაძე, კოვზიაშვილი, კოვზიშვილი.
გვარი კოვზირიძე 1839-1843 წლების აღწერით მოხსენიებულია ხონში, ხარაგაულის რაიონში, წაბლარასხევში, ღვანკითსა და სვირში.
სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „კოვზი არის ლუკმის შთასადები ნიჩაბი“.
საქართველოში 585 კოვზირიძე ცხოვრობს: ზესტაფონში – 143, წყალტუბოში – 123, თბილისში – 109. არიან სხვაგანაც.
ომანიძე-ომიაძე-ომაიძე
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ომა. ის დაფიქსირებული იყო ხევსურეთში, ბარისახოში. ომან უძველესი სახელია, შეტანილია წიგნში „საქართველოს სიძველენი“.
ასევე, გვხვდება გვარი ომაძე.
ამავე ძირისაა გვარები: ომიაძე, ომაიძე.
საერთო ფუძე ომან-ის მიუხედავად, თითოეული გვარი ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაა გაჩენილი.
საქართველოში 234 ომანიძე ცხოვრობს: თბილისში – 93, ცაგერში – 25, ქუთაისში – 20. არიან სხვაგანაც.
447 ომანაძე: წყალტუბოში – 135, ქუთაისში –  86, თბილისში – 47. არიან სხვაგანაც.
282 ომანაშვილი: თელავში – 128, მცხეთაში –  88, რუსთავში – 21. არიან სხვაგანაც.
ბაბუხარდია
ამ გვარის შესახებ წინაპრებისგან გადმოცემული ძალიან ბევრი საინტერესო მასალაა შემონახული. მაგალითად, ბატონი შალვა ბაბუხარდია ასეთ ინფორმაციას გვაწვდის:
„მეცხრამეტე საუკუნეში, სვანეთში, კერძოდ მესტიაში, ცხოვრობდა ორი ძმა გელოვანი. დედ-მამა ადრე გარდაეცვალათ და მათ ბაბუა ზრდიდა. ერთ დღეს, რომელიღაც მეზობელმა ბავშვებს ბაბუა მოუკლა და ობლები მეზობლების ანაბარა დატოვა. როცა ბიჭები წამოიზარდნენ, ერთ-ერთმა მეზობელმა მათ ბაბუის მკვლელზე მიანიშნა – მას თქვენი სისხლი ჰმართებსო. ტრადიციამ თავისი გავლენა იქონია ძმებზე და მათ მკვლელის ოჯახის რამდენიმე წევრი მოკლეს, შემდეგ  იმ ადგილიდან გაიქცნენ და ერთი ძმა იმერეთს შეეხიზნა, მეორე კი კახეთში გადავიდა. იმერეთში გადასახლებულმა ძმამ ნამდვილი გვარი დამალა და გვარად ბაბუა დაირქვა. ამ თქმულების მიხედვით, მას სოფელში ბაბუხარდი შეარქვეს. გვარმა დროთა განმავლობაში სახე იცვალა და ბაბუხარდია გახდა. კახეთში გადასული ძმა კი გელოვანის გვარით დასახლდა. იქ დღესაც ცხოვრობენ გელოვანის გვარის წარმომადგენლები“.
ბაბუხარდიები დღეს სხვადასხვა ადგილას ცხოვრობენ. ტყიბულის რაიონში არის სოფელი კითხიჯი, რომელიც მთლიანად ბაბუხარდიებით არის დასახლებული; ასევე, ბაბუხარდიები ცხოვრობენ თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ასურეთშიც.
საქართველოში 453 ბაბუხარდია ცხოვრობს: ქუთაისში – 175, ტყიბულში –113, თბილისში – 69. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3