კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იზიდავს ყველაზე მეტად თქვენში საპირისპირო სქესს

დააკვირდით თქვენს ზოდიაქოს ნიშანს და გაარკვიეთ, რა იზიდავს თქვენში საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად. ეს დაგეხმარებათ, გაერკვეთ თქვენს იდუმალ სურვილებში და აკონტროლოთ გაუთვითცნობიერებელი ქმედებები.
ვერძის ნიშნით დაბადებული ქალი გამოირჩევა სიჯიუტით. მამაკაცთან ურთიერთობისას უყვარს გარკვეული ინიციატივის გამოვლენა. ადვილად შეუძლია მამაკაცთან საერთო ენის გამონახვა და ამის გამო არც თაყვანისმცემლების ნაკლებობას განიცდის. ინტიმური კავშირის დროსაც კი არ სიამოვნებს მამაკაცზე დამოკიდებულება და შეიძლება, ამ დროს ეგოისტურადაც მოიქცეს.
კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი ძალიან მგრძნობიარეა, თუმცა იმავდროულად, პრეტენზიული და მომთხოვნიც. საყვარელი მამაკაცისგან ის ითხოვს ფულის ხარჯვას და ძვირფას საჩუქრებს. ინტიმურ ურთიერთობებში თბილი, მოსიყვარულე და გულღიაა. თუმცა, უყვარს ახალი შეგრძნებების ძიება და მალევე ჰბეზრდება ერთფეროვანი ურთიერთობები.
ტყუპების ნიშნით დაბადებული ქალი სექსულურ ურთიერთობებში გონებამახვილობითა და ჭკუით გამოირჩევა. ერთი შეხედვით შიფრავს მამაკაცს და ზუსტად ხვდება, რას ითხოვს ის მისგან. ეს თვისება კი ეხმარება იდეალური პარტნიორი შეარჩიოს. უყვარს, როცა საყვარელ ადამიანზეა დამოკიდებული და მას ენდობა.
კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ქალი ვნებიანია, მაგრამ ამას არ ამჟღავნებს. გარეგნულად ფრიგიდულიც კი ჩანს. სექსუალური სურვილების გამოვლენა სისუსტედ მიაჩნია. ამიტომ, თავშეკავებას ამჯობინებს. საყვარელ მამაკაცზე დამოკიდებულია. თუმცა, თუ ვერ დაინახა ის, რასაც მისგან ელის, განშორების ინიციატორი თავად ხდება.
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი ვიზუალურად მიმზიდველია, მაგრამ, ნაკლებად გამოირჩევა ტემპერამენტით. ის არასდროს აძლევს საშუალებას გრძნობას, მასზე გავლენა მოახდინოს და ერთი შეხედვით, უგულო ადამიანის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებს.
ქალწულის ნიშნით დაბადებული ქალი სილამაზით, სინაზითა და რბილი ხასიათით გამოირჩევა. ამიტომ პრაქტიკული ქალის იდეალად მიიჩნევა და მამაკაცებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყოველთვის ენდობა მამაკაცს, მათ შორის, ინტიმურ ურთიერთობაშიც. თუმცა, ნუ ეცდებით მის გამოყენებას. ამას ადვილად მიხვდება და მალე დაგშორდებათ.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი ძლიერი პარტნიორია სექსში. გამოირჩევა მოზღვავებული ტემპერამენტით, თუმცა, რეალურად ნაკლებ ყურადღებასა და მნიშვნელობას ანიჭებს ინტიმურ ცხოვრებას.
მორიელის ნიშნით დაბადებული ქალი ძალიან ლამაზი და მიმზიდველია. აქვს შინაგანი მომხიბვლელობა და შარმი. ცდილობს, ჭკვიანურად შეარჩიოს სასურველი პარტნიორი, რომ მის გვერდით თავი მშვიდად იგრძნოს. შეუძლია ნებისმიერი სიტუაციის კონტროლი, თუმცა, ყოველგვარ კანონსა და წესს ივიწყებს, როცა საქმე ინტიმურ უთრიერთობას ეხება – ამ დროს ის უკომპლექსო და თავისუფალია, თუმცა, ერთგული, საყვარელი მამაკაცის მიმართ.
მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ქალი გამოირჩევა გამჭრიახი გონებით, მახვილგონიერებითა და ცნობისმოყვარეობით. ინტიმურ ურთიერთობებში მისი ფანტაზია უსაზღვროა. შესწევს უნარი, დატკბეს ცხოვრებით და ინტიმური ურთიერთობებიდანაც მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. თუმცა, მისი ნდობა არ ღირს, რადგან, მარტივად შეუძლია, მიატოვოს საყვარელი ადამიანი.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი მეტად მოსიყვარულე და სექსუალურია. უყვარს ინტიმურ ურთიერთობებში ინიციატივის გამოვლენა. ვერ იტანს ღალატს, რის გამოც შესაძლოა, შურიც კი იძიოს საყვარელ ადამიანზე.
მერწყულის ნიშნით დაბადებული ქალი გამოირჩევა კარგი ხასიათითა და მეგობრობით. მისთვის აუცილებელია, გვერდით ისეთი მამაკაცი ჰყავდეს, რომელიც გაუგებს და აჰყვება. ინტიმური ურთიერთობა კი, მისთვის მეორეხარისხოვანია. ის უფრო რომანტიკულია და ამასვე აფასებს მამაკაცში.
თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს უყვარს ოცნება. უადვილდება გადაწყვეტილებების მიღება და მიზნის დასახვა, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ვერ აღწევს მას. ის საკუთარ პარტნიორს აღმერთებს, რაც ინტიმური ურთიერთობისას მაქსიმალური სიამოვნების მიღებაში უშლის ხელს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მამაკაცები ხშირად აქცევენ მას ზურგს.

скачать dle 11.3