ბოთლი-სამშვენისი
ჩვეულებრივი ბოთლებისგან შესანიშნავი სამშვენისების გაკეთება შეიძლება, თანაც, საკმაოდ იოლად.
შემოგთავაზებთ სამ ვარიანტს და თავად შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი. ეს ბოთლები დეკორისთვისაც გამოდგება და ფუნქციური დატვირთვაც ექნება.
დახედეთ სურათებს. ყველაზე ადვილი ვარიანტია ჩვეულებრივი შუშის ბოთლზე სხვადასხვა ფერის წებოვანი ლენტების ობობას ქსელივით შემოხვევა.
მეორე ვარიანტი უფრო რომანტიკულია: შეარჩიეთ მუქი, ჭაობისფერი ბოთლები. ძველი მაქმანებიდან ამოჭერით ფიგურები და დააწებეთ ბოთლებს ისე, როგორც სურათებზეა ნაჩვენები.
მესამე ვარიანტი კი ზამთრის პეიზაჟს ქმნის, უბრალოდ, ცოტა მეტი დრო და ხელოვნური თოვლი დაგჭირდებათ. ბოთლებს ჯერ დაახვიეთ თქვენთვის სასურველი წებოვანი ლენტი და ბოთლს წაუსვით წებო (მთლიანად დაფარეთ), მერე კი ხელოვნური თოვლი შეასხით. როცა გაშრება, ლენტი მოაძრეთ და მშვენიერი ბოთლი მზად არის.