მოშუშული გოგრა სოკოსთან ერთად
საჭირო ინგრედიენტები: 300 გრამი გოგრის რბილობი, 250 გრამი ტყის სოკო, 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 ჩაის კოვზი მშრალი შაშკვლავი ან მწვანილების ნარევი, 1 სადილის კოვზი ზეთი, 2 სადილის კოვზი გოგრის თესლი (გარჩეული), 1 პატარა კონა ოხრახუში, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: სოკო გარეცხეთ, დაჭერით და ხარშეთ 30 წუთი. ხახვი წვრილად დაჭერით, ნიორი დააქუცმაცეთ ან დანაყეთ, გოგრა დაჭერით კუბიკებად. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოშუშეთ ხახვი, ნიორი და მშრალი მწვანილები. დაუმატეთ 1 ჭიქა სოკოს ნახარში და 25 წუთის განმავლობაში შუშეთ ნელ ცეცხლზე. დაუმატეთ სოკო, დაფნის ფოთოლი, მწვანილების ნარევი და შუშეთ კიდევ 10 წუთი. ჩაუმატეთ გოგრის თესლები, დაჭრილი ოხრახუში, უყავით მარილი და პილპილი. ამოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.