ქათამი „მეფური“
საჭირო ინგრედიენტები: 1 სადილის კოვზი კარაქი, ცოტა ზეთი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 200 გრამი ქამა სოკო, 600 გრამი ქათმის მკერდის ფილე, 1,5 ჭიქა კუბიკის ბულიონი, 2 სადილის კოვზი ფქვილი, 250 გრამი არაჟანი, 1 სადილის კოვზი ძმარი, მარილი.
მომზადების წესი: ბულგარული წიწაკა და ქამა სოკო დაჭერით მოზრდილ კუბიკებად. სოკო მოშუშეთ ტაფაზე, კარაქში.
ასევე კუბიკებად დაჭერით ქათმის ფილე, მეორე ტაფაზე მოხრაკეთ ზეთში, დაასხით ნახევარი ჭიქა ბულიონი და კარგად ჩაშუშეთ (სითხე სულ უნდა ამოშრეს).
მზა ბოსტნეული გადაიტანეთ დიდ თეფშზე. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი, ჩაუმატეთ ფქვილი და მოშუშეთ. ცეცხლს დაუკელით, ცოტა ხნის შემდეგ გადმოდგით და შეურიეთ ბულიონი (მიიღებთ ერთგვაროვან მასას). ისევ დადგით ცეცხლზე და, ორი წუთის შემდეგ, რომ შესქელდება, შეურიეთ არაჟანი. თუ ტაფა, რომელზეც სოუსი მოამზადეთ, დიდია, მოათავსეთ მასში ქათამი და ბოსტნეული, ჩაუმატეთ ძმარი, უყავით მარილი. ამოურიეთ, ცეცხლზე კიდევ 2 წუთი დატოვეთ და თქვენი შესანიშნავი კერძი მზად არის.