პერანგი აქსესუარებით
იაფფასიანი, მაგრამ ლამაზი საყურეები თქვენი პერანგის გარდაქმნაში დაგეხმარებათ. დახედეთ სურათებს და ნახავთ, რომ ეს ძალიან ადვილია. უბრალოდ, უნდა იყიდოთ რამდენიმე წყვილი, თქვენთვის მოსაწონი საყურე. შეგიძლიათ, ორი ან სამნაირი საყურეც შეურიოთ და მაშინ პერანგის საყელოს ბოლოები მოჩითული გამოვა. შემდეგ მარტივად გაუყარეთ საყურეები პერანგის საყელოში და უკნიდან ხრახნით დაამაგრეთ. რამდენიმე წუთში უბრალო პერანგი ეფექტურ სამოსად გადაიქცევა.