ქამარი-მაქმანი
ჩვეულებრივ, უბრალო, სადა კაბას ძალიან ეფექტურს გახდის მაქმანის ქამარი, რომელიც შეგიძლიათ, თავადვე დაამზადოთ. დახედეთ სურათებს – სულ ადვილია.
მოიძიეთ შავი ქამარი ან იყიდეთ მაქმანთან ერთად. დაგჭირდებათ წებოვანი ქსოვილის ლენტიც, ასევე, სილიკონის წებო.
მაქმანი აანაოჭეთ და დააწებეთ ერთი მხრიდან ქამარი ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.
მეორე მხრიდან კი ლენტი დააწებეთ. ასეთი ქამარი ძალიან მოუხდება თეთრ პერანგსა და შავ ქვედაბოლოსაც.