ხორცი შავი ქლიავით
საჭირო ინგრედიენტები: 1 კილოგრამი ღორის (ან ძროხის) მჭლე ხორცი, 400 გრამი ხახვი, 200 გრამი ბულგარული წიწაკა, 200 გრამი კომბოსტო, 3-4 ცალი პომიდორი, 200 გრამი შავი ქლიავი, მარილი, შავი პილპილი, ზეთი, 100 გრამი მაიონეზი, 100 გრამი არაჟანი, 4 კბილი ნიორი, 150 გრამი მწვანილი.
მომზადების წესი: ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად, კომბოსტო წვრილად დაკეპეთ, პომიდორს გააცალეთ კანი და ბულგარულ წიწაკასთან ერთად, კუბიკებად დაჭერით. შავი ქლიავი 10 წუთით მდუღარეში ჩაალბეთ და შუა-შუა გაჭერით.
ხორცი დაჭერით მომცრო კუბიკებად. მოაყარეთ მარილი და პილპილი. ხახვი მოშუშეთ ზეთში და გადმოიღეთ თეფშზე. იმავე ტაფაზე მოხრაკეთ ხორცი. ცეცხლგამძლე ქვაბში (სქელძირა უნდა იყოს), ძირში წაუსვით ზეთი. მოათავსეთ ხორცი, ზემოდან მოაყარეთ მოშუშული ხახვი, მოაყარეთ კომბოსტო და ცოტა მარილი. შემდეგ ფენად მოაყარეთ ბულგარული წიწაკა, მერე – პომიდორი და შავი ქლიავი.
ერთმანეთში შეურიეთ მაიონეზი, არაჟანი, დანაყილი ნიორი, ცოტა დაქუცმაცებული შავი ქლიავი და წვრილად დაჭრილი მწვანილი. შეურიეთ ცოტა წყალი. აურიეთ და ფრთხილად დაასხით კერძს – დაახლოებით ნახევარი ჭიქა წყალი საკმარისი იქნება. შუშეთ დაბალ ცეცხლზე 40-50 წუთის განმავლობაში, სრულ მომზადებამდე.
ორიგინალური გემო და არომატი აქვს.