დესერტი – ნუგბარი „შარლოტკა“
საჭირო ინგრედიენტები: 1 ვაშლი, 2 ცალი კვერცხი, 1/2 ჩაის ჭიქა ფქვილი, 1/2 ჩაის ჭიქა შაქარი, 15 გრამი ორცხობილის ფხვნილი, კარაქი, 10 გრამი შაქრის პუდრა.
მომზადების წესი: ვაშლი გათალეთ და მომცრო კუბიკებად დაჭერით. გათქვიფეთ კვერცხი და შაქარი ერთად. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი. აურიეთ კარგად. ცომში შეურიეთ დაჭრილი ვაშლი. ჩვეულებრივ ღრმა თეფშს წაუსვით კარაქი, მოაყარეთ საფანელი, დადეთ მასზე ცომი. გადააკარით თხელი ცელოფანი და გააჩერეთ 10 წუთი. მოხსენით ცელოფანი და გამოაცხვეთ ცხელ აირღუმელში. 4-7 წუთში მზად იქნება. გამოიღეთ, დააფარეთ მეორე თეფში და ცოტა გააცივეთ. მოაყარეთ შაქრის პუდრი. მიირთვით თბილი.