თაიგული – დეკორი
თუ გსურთ, ლამაზი თაიგული დეკორად და ინტერიერის სამშვენისად აქციოთ, მარტივ მეთოდს გასწავლით.
დახედეთ სურათს. აიღეთ ჯამი და მის ზედაპირზე გამჭვირვალე სკოჩით ბადე გააკეთეთ (სურათებზე ეს ნაჩვენებია). ჩაასხით ჯამში წყალი. ყვავილებს დაუმოკლეთ ღეროები და ჩააწყვეთ ბადის თითოეულ უჯრედში (შეავსეთ ბოლომდე). შეგიძლიათ, ამ პრინციპით თაიგული-დეკორი ხელოვნური ყვავილებისგანაც დაამზადოთ.