ბრძნული აზრები
აპელიუსი: სინდისი და პატიოსნება ტანსაცმელს ჰგავს: რაც უფრო მეტად არის შელახული, მით უფრო დაუდევრად ეპყრობი.
ჰაიეკი: როდესაც სახელმწიფო იწყებს იმ სფეროს პირდაპირ კონტროლს, რომელშიც ვერ იქნა მიღწეული საზოგადოებრივი შეთანხმება, ეს იწვევს ინდივიდუალური თავისუფლების დათრგუნვას.
ოუენი: ყოველ ადამიანში იმდენი პატივმოყვარეობაა, რამდენიც ჭკუა აკლია.
ტოლსტოი: ადამიანები ცოდვებისთვის კი არ ისჯებიან, არამედ თვითონ ცოდვები სჯის მათ და ეს არის სწორედ ყველაზე მძიმე და სამართლიანი.
ლესგაფტი: გონიერი საკუთარი განსჯით აფასებს, ბრიყვი კი გაგონილს ენდობა.
ვოვენარგი: დიდი აზრები გულიდან მომდინარეობს.
კარნეგი: ეცადეთ, მეტწილად სხვამ ილაპარაკოს.
ცელსიუსი: თუ კაცს ეშველა, ბუნებას აქებენ, თუ არ ეშველა, ექიმს ადანაშაულებენ.
ვაგერლი: ბოროტებას თუ არ ჩავდივართ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სიკეთეს ვაკეთებთ.
მორავია: გონივრული განსჯა ძნელი არ არის – ტყუილია, მაგრამ ასჯერ უფრო ძნელი გონივრული დუმილია.
ლაროშფუკო: ეშმაკობის ბოროტად გამოყენება ადამიანის გონებრივ შეზღუდულობაზე მეტყველებს.
დისტერვეგი: ცუდ მასწავლებელს მოსწავლესთან მზა სახით მოაქვს ჭეშმარიტება, კარგი კი მის აღმოჩენას ასწავლის.
სენეკა: სარგებელი ბევრ წიგნში კი არა, კარგ წიგნებშია.
გოეთე: არ არსებობს არცერთი სისულელე, რომლის გამოსწორება არ შეიძლებოდეს ჭკუისა და შემთხვევის დახმარებით და, არცერთი სიბრძნე არ არსებობს, რომლის გაფუჭება არ შეიძლებოდეს სისულელისა და შემთხვევის საშუალებით.
ლაბრიუერი: სიცოცხლის სიყვარულით სიბერე სანატრელია, სიკვდილის შიში კი მას საზარელს ხდის.
კლუჩევსკი: სიბერის დროს თვალები შუბლიდან ზურგზე გადაადგილდება, იწყებს რა წარსულში ცქერას, წინ კი ვერაფერს ხედავს, რაც ნიშნავს წარსულის მოგონებებით და არა მომავლის იმედებით ცხოვრებას.
ბეკონი: გაბედულად დამწყები მერყეობით დაამთავრებს საქმეს; ის კი, ვინც მერყეობით იწყებს თავის გზას, გაბედულად დაასრულებს მას.
შექსპირი: ბუნება ცხოველსაც კი ასწავლის, თუ ვინ არიან მისი მეგობრები.
ლაიბნიცი: სხვისი უღირსი მოქმედების შემსწრე თავმდაბალი ადამიანები სირცხვილის მსგავს გრძნობას განიცდიან.
მარკესი: მე შენ იმიტომ კი არ მიყვარხარ, შენ როგორი ხარ, არამედ, მიყვარხარ იმის გამო, მე როგორი ვარ შენ გვერდით.
საქსი: პატიოსან ქმართან ცოლიც პატიოსანი ხდება.