კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაავალა ბიძინა ივანიშვილმა თემურ ტყემალაძეს მარტორქის მონადირება და რა უთხრა მას პატრიარქმა ნადირობის შემდეგ

ქართულ მითოლოგიაში მონადირე განსაკუთრებით ძლიერ, ვაჟკაც და გამორჩეული უნარის მქონე პიროვნებად მიიჩნეოდა. არსებობდნენ ნადირობის ღმერთებიც, რომლებიც ხან სწყალობდნენ მონადირეებს, ხან – არა. ნამდვილი მონადირის ცხოვრება ყოველთვის საინტერესო და უამრავი თავგადასავლით იყო სავსე. მინდა, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მონადირის, თევზაობისა და ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონ თემურ ტყემალაძის ნადირობის დროს თავსგადახდენილი არაერთი თავგადასავალი გიამბოთ.

 თემურ ტყემალაძე: მამაკაცს გენეტიკურად მოსდგამს ნადირობის სურვილი. ბავშვს, თუ ის სწორადაა აღზრდილი, პატარაობიდანვე აქვს ბუნების სიყვარული. ნადირობა მხოლოდ თოფის სროლა და ნადირის მოკვლა არაა, მთავარი მონადირების პროცესია. ჩემი ყაზბეგელი მეგობარი ამბობს ხოლმე: ნადირობისას მოვკლავ თუ არა ცხოველს, მნიშვნელობა არა აქვს, მე ჩემს ჭიას ვკლავო. ამ „ჭიის” მოსაკლავად მთელი ცხოვრება ტყე-ღრე დადიხარ. ჩემს საახლობლოში მარტო ბიძას ჰქონდა თოფი და გვერდითა მეზობელს. ამ კაცის პატივისცემა რომ დამემსახურებინა და თოფის სროლა ესწავლებინა, მის ძაღლებს  საჭმელს ვაჭმევდი, მისთვის კი სიგარეტები მიმქონდა. პირველად თოფი მან მასროლინა და ნადირობაც ამ კაცმა მასწავლა. როგორც კი სკოლა დავამთავრე, შევაგროვე თანხა და საკუთარი იარაღი ვიყიდე, რომლითაც პირველი ნადავლი კუს ტბაზე მოვკალი. მაშინ საზღვრები გახსნილი იყო, სანადიროდ აზერბაიჯანში, ჩეჩნეთში და სხვა ადგილებში გადავდიოდით და ნადირობის სეზონზე მატარებლის ბოლო ორი ვაგონი სულ მონადირეებით იყო სავსე, ვის არ შეხვდებოდით: პროფესორებს, აკადემიკოსებს, ექიმებს, მწერლებს... სტუდენტობის დროს სანადიროდ ჩემს ძმასთან და მეგობრებთან ერთად მეც გავდიოდი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, თუმცა შორს არა. უამრავი ისტორია და თავგადასავალი გადამხდენია. ერთხელ, მატარებელში გავიცანით ერთი მოხუცი კაცი, რომელიც თავის სიძესთან ერთად იყო. გვკითხა, სად მივდიოდით და რატომ. რომ ვუპასუხეთ, გვირჩია ადგილი, სადაც იყო დიდი ტბა და ძალიან ბევრი იხვი.  ამ კაცმა კითხვას მოაყოლა, რამდენი ვაზნა გაქვთო. ასი-მეთქი. მერე, მაგის გამო მიდიხართო? არადა, ისე ვიყავი, ნეტა ათი მესროლა და მეტი სულ არ მინდოდა. ცუდად გავხდი ამ კაცის სიტყვებზე, ავნერვიულდი, მაგრამ მაინც დავუჯერეთ და მის მიერ მითითებულ ადგილზე ჩამოვედით. დაგვხვდა პატარა სოფელი, რკინიგზის დასახლება, სადაც 10-15 ოჯახი თუ იქნებოდა. ვეძებთ ტბას და ვერ ვიპოვეთ. რომ ვიკითხეთ, აქ არანაირი ტბა არ არისო. მერე მოვიძიეთ, მონადირე თუ იყო ვინმე. გვითხრეს, ერთი კაცია, მაგრამ საღამომდე სახლში არ იქნებაო. ვაი-მეთქი, სად ვართ?! რა უნდა გვექნა, იქ ხომ არ ვისხდებოდით? გავუყევით გზას, პატარა არხი ვნახეთ და მის გასწვრივ მივდივართ; გადავიარეთ დიდი ხიდი, დაახლოებით 10 კილომეტრი გავიარეთ. უცებ წყალში  რაღაც შევნიშნე. ბიჭები დაღლილები იყვნენ და მე წავედი სანახავად. გავიხედე და – უცნაური ცხოველი ცურავდა. კარგად რომ დავაკვირდი,  გარეული ღორი, ტახი იყო. მოვემზადე მოსანადირებლად, მაგრამ სიჩქარისგან მარტო ცალი  ჩექმა გამიხდია (იცინის). მართალია, მხოლოდ ფრინველის ვაზნები მქონდა, მაგრამ მაინც გადავხსენი თოფი. ეს მოძრაობა და – წყლიდან ამოდის ცხოველი რომელიც არ „მთავრდება” – უზარმაზარია; ასეთი ღორი არის განმარტოებული ტახი, რომელსაც ჰქვია „სკეჩი”. დავიბენი და დავუწყე ყველაფრის სროლა, რაც კი ხელში მომხვდა, ჭკუაზე აღარ ვიყავი, პირველად ვნადირობდი მსგავს ცხოველზე. ბოლოს, დავჭერი,  მაგრამ გაიქცა. გავეკიდეთ ჩვენც, ოღონდ, ვერ ვიპოვეთ. უკვე საღამო ახლოვდებოდა და მატარებელს სახლში უნდა გავყოლოდთი, რომ არ დავბრუნებულიყავით, ინერვიულებდნენ ჩვენები. ჩემს ძმას ვეუბნები, თქვენ წადით, მე უნდა დავრჩე და ვიპვო ის ტახი-მეთქი, მაგრამ, არ დამტოვეს. ვიდრე მატარებელი მოვიდოდა, ის მონადირე კაციც ვნახეთ, საოცარი პიროვნება აღმოჩნდა. მან გვითხრა, რომ აქ ტბა ომამდე იყო, მერე დააშრესო. ის მოხუცი კაცი კი, ვინც ეს ტბა მოგვასწავლა, თურმე, ომამადე დადიოდა ამ ადგილებში სანდადიროდ (იცინის). ეს იყო ჩემი პირველი თავგადასავალი ნადირობის დროს.
– საფრთხის წინაშე თუ აღმოჩენილხართ ნადირობისას?
– დიახ, არაერთხელ. ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც, არ ვიცი, რამდენად სახიფათო იყო, მაგრამ, საინტერესო ნამდვილადაა. ჩეჩნეთში დავდიოდი ხშირად, ძმადნაფიცები მყავდა იქ და ჩემთვის სახლი იყო ხოლმე განკუთვნილი. დიდ პატივს მცემდნენ ჩეჩნები. მათ ოჯახში ვერავინ ქალს ვერ მოიკითხავდა და მიეკარებოდა, მხოლოდ მე მქონდა მათთან საუბრის უფლება. სანადიროდ სერიოზული ჯგუფი მიმყავდა ხოლმე: გოგი თოფაძე, რეზო თაბუკაშვილი, შოთა ტყემალაძე და სხვები. ერთხელაც, ამ ჩემს ძმადნაფიც ჩეჩენთან და ჩემს გუნდთან ერთად წავედი სანადიროდ. მივდივართ მანქანით, ერთი 80 კილომეტრი გავიარეთ და გზაზე ვხედავ ამკრძალავ ნიშნებს. ვეკითხები ჩეჩნებს, სად მივდივართ-მეთქი. მიპასუხეს, ეს შენ არ გეხებაო და გავჩუმდი. გამთენიისას ავედით ალპურ ზონაში, ვნახეთ ერთი მწყემსი, დავკალით ცხვარი და, ის იყო, საუზმეს უნდა მივუსხდეთ, რომ მოგვადგა მანქანა, გადმოვიდნენ რუსები და გვეუბნებიან: ხელები მაღლა, იარაღი დაყარეთო. მეთქი, რა ხდება, სად ვართ? ჩეჩნებმა  ისევ გამიმეორეს – ეს შენ არ გეხებაო და თოფები მუცელზე მიადეს რუსებს, თან ეუბნებიან: თემური და მისი ძმაკაცები აქ ინადირებენ, შემდეგ ჩვენ წამოვალთ ციხეში და, რაც გინდათ, ის გვიყავითო. გადავირიე – რა ხდება, გამარკვიეთ-მეთქი. ძალიან დაიძაბა სიტუაცია, აღარც ნადირობა მინდა და არაფერი. აქეთ კიდევ, რეზო თაბუკაშვილი მეკითხება: თემურ, მღუპავ? სად წამომიყვანეო. თურმე, ეს ადგილი იყო მოსკოვის ნაკრძალი, სადაც მხოლოდ რუსი გენერლები ჩამოდიოდნენ. ნაკრძალს იცავდა დაცვა და ეს რუსებიც თავიანთ მისიას ასრულებდნენ – უფლება არ ჰქონდათ, ვინმე შემოეშვათ. ვიფიქრე, მაინც რუსები არიან და, იქნებ რაიმე ანკესზე წამოვაგო-მეთქი. მივედი პოლკოვნიკთან და ვეუბნები: ჩვენ არც ნადირობა ვიცით და არც არაფერი. შეხედეთ, მწერალი, აკადემიკოსი და ექიმი არიან ჩემ გვერდით, რა უნდა მოვინადიროთ; მხოლოდ პურს შევჭამთ, ცოტა ხანს ვიქნებით და წავალთ-მეთქი. შევატყვე, რომ რუსი ცოტათი მოლბა, თან, ჩემმა ძმამ ჩუმად 100 მანეთიც ჩაუდო ჯიბეში. ეს რომ ჩეჩნებს დაენახათ, იმათაც დახოცავდნენ და ჩემს ძმასაც მიაყოლებდნენ. საბოლოოდ, მოვიდნენ რუსები ჩვენს სუფრასთან, ასწიეს ჭიქები და დაგვლოცეს. კარგად ვინადირეთ – რამდენიმე ღორი მოვკალით. ეს რომ დაინახეს – აბა, ახლა დაახვიეთ აქედან, ჩვენ არიფები გვევონეთ და თქვენ ვინ ყოფილხართო. ჩვენც წამოვედით (იცინის).
– როგორც ვიცი, აფრიკაში მოინადირეთ მარტორქა, ეს ისტორიაც მოგვიყევით.
– აფრიკა იყო ჩემი ოცნება, მთელი ცხოვრება მინდოდა იქ წასვლა და ნადირობა. ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა: ერთ ძალიან დიდ პიროვნებას უნდა, რომ მარტორქა მოვინადიროთ და რას იტყვიო. მერე, იცის, ეგ რა ჯდება-მეთქი? ყველაფერი იცის, უბრალოდ, შენს პასუხს ველოდებითო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. 2012 წელი იყო, წინასაარჩევნო პერიოდი. პარტიარქს გაუჟღერებია, რომ მარტორქა ქართული მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმბოლოა და მისი ძვლისგან დამზადებულ ჯვარს, თურმე, ჩვენი მეფეები ატარებდნენო. ეს მოუსმენიათ ბატონ ბიძინას და სოსო ორჯონიკიძეს და ორივეს ცალ-ცალკე შეუკვეთია ამ ცხოველის მონადირება. აფრიკაში წავედი ბატონი ბიძინას დავალებით – მას უნდოდა, მარტორქა ჩამომენატა საქართველოში. პირადად მას არ შევხვედრივარ, თუმცა ყველა მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა. ბატონ ბიძინას უთქვამს, თემურს ვენდობი და ის უნდა წავიდეს მის მოსანადირებლადო. დავთანხმდი იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ოცნება ამიხდებოდა და, მეორე, ძალიან ძვირი ღირს ამ ცხოველზე ნადირობა – 80 000 დაჯდა. მოვიძიე სანდო პარტნიორები, შევარჩიეთ პროფესიონალი პიროვნება, სახელად ვერნე, რომელიც მასპინძლობას გაგვიწევდა, თარჯიმნად  წავიყვანე ჩემი მეგობრის შვილი და წავედით. დაგვახვედრეს პატარა თვითმფრინავი, რომელიც დანიშნულების ადგილზე მიგვიყვანდა. შიგნით რომ ჩავჯექი, როდის ჩამოვარდებოდა, არ ვიცოდი – კარში ლურსმანი ჰქონდა გარჭობილი, რომ არ გაღებულიყო (იცინის). მივედით ვერნესთან, ავარჩიე 375-კალიბრიანი თოფი, მომამაგრეს საუკეთესო რეინჯერი, სახელად რენდი და წავედით სანადიროდ.  სამი დღის განმავლობაში ვნადირობდი. პირველ დღეს ვერ ვესროლე. მარტორქის კვალი აიღო ორმა შავკანიანმა კაცმა, რომლებიც „შლოპანცებითა” და უცნაური ქუდებით დადიოდნენ ჩვენთან ერთად და, როგორც მეძებრები, ისე ეძებდნენ გამხმარ ქვიშაზე მის ნაკვალევს. ეს იყო წარმოუდგენელი. სულ 9 ტყვია ვესროლე მარტორქას. ძალიან ძლიერი და დიდი იყო და ამიტომ გართულდა მისი მოკვლა. ფიტული საქართველოში ჩამოვიტანე და დღეს ის საპატრიარქოშია დაცული. რომ ჩამოვედი პატრიარქმა მიმიღო, დამლოცა, ახსნა-განმარტება გამაკეთებინა, თუ რისთვის მოვკალი და ბოლოს მკითხა: თემურ, შვილო, არ შეგეცოდაო? ავუხსენი, რომ ეს იყო მოხუცი ცხოველი, რომელიც უკვე საშიშროებას წარმოადგენდა ბუნებისთვის. უწმიდესმა მიპასუხა: შვილო, ახალგაზრდებს არ ესროლოო. ამ სიტყვებზე ცუდად გავხდი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას – ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, სიზმარშიც კი ვერ ვნახავდი.
– ალბინოსი არჩვი სად მოინადირეთ?
– სვაროვსკების  ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, ალექსმა, თავისთან, ავსტრალიაში დამპატიჟა და იქ მოვინადირე ალბინოსი არჩვი, რომელიც ძალიან იშვიათი ცხოველია. როცა სანადიროდ წამიყვანეს და ვეძებდით, რომელი უნდა მომეკლა, ალექსმა დაინახა ეს არჩვი და უფლება აიღო, რომ მომენადირებინა. თავიდან უარზე ვიყავი – თუ გამორჩეული ჯიშია, იყოს-მეთქი; მაგრამ, მიპასუხეს, უკვე ყველამ იცის მის შესახებ და ბრაკონიერი მოკლავსო. ორჯერ ვესროლე და მოვკალი. ყველა მილოცავდა, ზარები არ წყდებოდა. ალექსანდრემ მითხრა, რომ ფიტულს ამზადებდა – საქართველოში უნდა გამოეგზავნათ ჩემთვის. არ მინდა, სად წავიღო, ადგილი არ მაქვს-მეთქი და დავტოვე ეს არჩვი. დღეს ავსტრალიის ერთ-ერთ მუზეუმშია დაცული და წარწერა აქვს გაკეთებული, ვინ და როგორ მოინადირა.

скачать dle 11.3