კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აქვს სალომე ჭაჭუას აკრძალული და ვის გარეშე არ დგამს ის არცერთ ნაბიჯს

სალომე ჭაჭუას ბოლო პერიოდი განსაკუთრებულად დატვირთული აქვს, რადგან სხვადასხვა მნიშვნელოვან ტურნირში მონაწილეობს მეწყვილესთან, მაქსიმ რიჟიკოვთან ერთად. ნიჭიერმა წყვილმა არაერთ წარმატებას მიაღწია და, რაც მთავარია, სალომე თავის ოცნებას ნელ-ნელა უახლოვდება.

 სალომე ჭაჭუა: სექტემბრიდან ჩემმა სტუდიამ ადგილმდებარეობა შეიცვალა, რადგან ძალიან ბევრი ბავშვი მყავს და მინდოდა, გავფართოებულიყავი. უფრო დიდი დარბაზია და თან, შემიძლია, ჩემი შიდა, პატარა ტურნირებიც ჩავატარო. მეორე დარბაზიც მაქვს და ჩემს მოსწავლეებსაც, ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ. შიდა ტურნირებში ერთმანეთს შეეჯიბრებიან ხოლმე, სამომავლოდ რეიტინგულებსაც ჩავატარებ. ახლა არ შემიძლია, რადგან მოქმედი მოცეკვავე ვარ, აქ ვასწავლი, დროის ფაქტორი ხელს მიშლის. თუ ჩავატარებ, კარგი უნდა გავაკეთო, ამიტომ ჯერჯერობით თავს ვიკავებ. სამომავლოდ, ბევრი გეგმა მაქვს. მე რომ აღარ ვიცეკვებ, მერე გავაკეთებ მაგარ რამეს.
–  გიფიქრია იმაზე, რომ დადგება დრო, როცა აღარ იცეკვებ?
– როგორ არ მიფიქრია. ცოტა რომ გავიზრდები, მერე... ერთი პერიოდი, წელის პრობლემების გამო, ექიმებმა ისიც მითხრეს: არ იცეკვოო. ჯერჯერობით ვცეკვავ, თან ახლა ისეთი შედეგები გვაქვს, იმ დონემდე ვართ,  რომ უკან დახევა არ შეიძლება. აი, ჩემს მიზანს რომ მივაღწევ, მერე ვნახოთ – მინდა, მსოფლიო 50-ეულში შევიდე. ჯერჯერობით 102-ე ადგილზე ვართ.
– მოგვარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები?
– პატარა ტკივილები მაქვს, ისეთი არა, რომ ვერ გავუძლო. თან, ვუვლი. როდესაც ბავშვებს ვამეცადინებ,  არ მაცვია ცეკვის ფეხსაცმელი, კაუჩუკისძირიანი ბოტასები მაცვია. ხტომა მაინც აკრძალული მაქვს.
– როგორც ვიცი, შენ და მაქსიმი საკმაოდ კარგ შედეგებს აღწევთ.
– მე და მაქსიმმა კარგად დავიწყეთ შარშანდლიდან. მაისში საქართველოს ჩემპიონატი მოვიგეთ. საერთაშორისო ტურნირების სეზონი გავხსენით, რუმინეთში ვიყავით. 100-ზე მეტი წყვილი მონაწილეობდა და მე-11 ადგილზე გავედით, ანუ ნახევარფინალში. ახლა მივდივართ რუმინეთში, მერე ვარშავაში და შემდეგ უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ვენაში ჩატარდება. მანამდე სამი საერთაშორისო ტურნირი გვაქვს, სადაც მონაწილეობენ წყვილები, როგორც ძლიერები, ასევე საშუალოები, ვარსკვლავიანები. მსოფლიოს 50-ეულში შესვლა ნიშნავს იმას, რომ ვარსკვლავი გენიჭება და პირველი ტურიდან არ იწყებ ცეკვას, „ძერსკად“ ზიხარ და მერე უერთდები კონკურსანტებს. პირველად უცხოეთში რომ ვიყავი და ვნახე, როგორ ისხდნენ ვარსკლავიანი წყვილები და  მერვედფინალიდან უერთდებიან სხვებს, მეც მომინდა. ამის მერე ეს ჩემი ოცნებაა. მინდა, უფრო მეტად განვვითარდე და საქართველოს სახელი უფრო შორს გავიტანო.
– პირველად მონაწილეობთ მსოფლიო ჩემპიონატში?
– მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვარ, არასდროს წავსულვარ, რადგან მიმაჩნდა, რომ არ იყო საჭირო. ახლა ხშირად დავდივარ ტურნირებზე, მაშინ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თუ წავიდოდით, მაგარი იყო. უცხოელი ტრენერები გვყავს და მაქსიმალურად ცდილობენ, კარგი ადგილი ავიღოთ. თან, მსოფლიოზე მთელი მსოფლიოდან საუკეთესო წყვილები ჩადიან. ძალიან კარგი შედეგი იქნება, თუ 25-ეულში მოვხვდებით. ვნახოთ. სანამ რუმინეთში წავიდოდით, მანამდე სლოვენიაში ვიყავით, იქაური ტრენერები გვყავს და 4 დღე ვივარჯიშეთ. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ორი მთავარი ტრენერი, რომლებიც მეწყვილეები და ორგზის მსოფლიო ჩემპიონები არიან. ბოლო ტურნირზე თავი თბილისში მეგონა. საქართველოს ჩემპიონატზე რომ გამოვედით, დარბაზი დაინგრა – ძალიან კარგი გულშემატკივრები გვყავს. უცხოეთში, ტურნირებზე რომ გადიხარ, იქ ისეთი მაყურებელია, დიდად ვერ გააკვირვებ. იშვიათია, ტაში დაგიკრან ან „ბრავო“ იყვირონ. ახლა რომ ვიყავით, მაყურებელს ისე მოეწონა ჩვენი ცეკვა, მაქსს ვეუბნებოდი: საქართველოში ვართ-მეთქი, ისე გვგულშემატკივრობდნენ. მერე სხვადასხვა ტურნირზე დაგვპატიჟეს – ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ხარჯს თვითონ გაიღებენ. ეს ძალიან სასიხარულია, იმდენ ძლიერ მოცეკვავეში რომ გამოგარჩევენ, ტაშს დაგიკრავენ... მსაჯებმაც აღიარეს, რომ ძლიერი გოგო ვარ. ეს ძალიან გამიხარდა. როცა ცეკვის სფეროდან ტრენერი ან მსაჯი მოდის და მეუბნება: ძლიერი გოგო ხარო – ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი.
– ამაზე მაქსი ხომ არ ეჭვიანობს?
– არა, რადგან მასაც ძალიან აქებენ და ზოგადად, წყვილი მოსწონთ. თან, სხვანაირი სტილის ცეკვა გვაქვს და ამას აფასებენ. რაც შეეხება ჩვენს ტრენერებს, ორგან დავდივართ – როგორც გითხარი სლოვენიაში და რუსეთში – ისიც მსოფლიოს ჩემპიონია. თვითონ შემოგვთავაზეს და ძალიან გაგვიხარდა, შოკში ვიყავით. ეს ისეთი სპორტია, პოლიტიკურადაც ძლიერი უნდა იყო, მსაჯებიც უნდა გიცნობდნენ, მათგან გაკვეთილები უნდა აიღო, რომ პლუსები დაგიწერონ – მხოლოდ მაგრად რომ ცეკვავ, ეს ვერ დაგეხმარება. ტრენერები გვიდგენენ მთელი წლის განრიგს – ვისგან უნდა ავიღოთ გაკვეთილები, სად უნდა გამოვიდეთ. მათ გარეშე ნაბიჯს არ ვდგამთ. კარგია, რომ ამაზე მე არ მიწევს ტვინის ბურღვა.
– ვიზუალურადაც შეცვლილი ხარ.
– ჩემია ყველაფერი, ტურნირს მუქი თმა უფრო უხდება. ამიტომაც ჩემი თმის ფერიც დავიბრუნე, ჩემი წარბის სისქეც, მოკლედ, ძველი სალომე დავიბრუნე.
– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმი აღმოჩნდა შენთვის კომფორტული ადამიანი, რადგან ერთად იმდენ დროს ატარებთ.  შენი მოსწავლეებიც გიჟდებიან მასზე.
– ჩემი გოგონები გიჟდებიან მაქსზე. ჩემთან ვისაც უნდა ემუშავა, ბავშვები მაინც ჩემზე იყვნენ მოწებებულები. ახლა მაქსი ისე მოსწონთ, ისე უყვართ... თან, ერთმანეთს ვანეიტრალებთ. მე მკაცრი ვარ, ის კი ღიმილით, წყნარი საუბრით, იმდენ რაღაცას გაკეთებინებს, დაგღლის. ჩვენც მთელ დღეებს ერთად ვატარებთ, პიროვნება საოცრად კარგია, კარგად აღზრდილი, არაფერი ეშლება. ცოტა რთული ხასიათი მაქვს ვარჯიშის დროს და იშვიათად ხდება ისე, რომ ვიჩხუბოთ. მე თუ გავბრაზდები, მშვიდად გამეცლება და რომ დავმშვიდდები, მერე მოდის. ეს ბევრ რამეში დაგვეხმარა. მხოლოდ ფეხის აქნევა და დატრიალება არ არის მთავარი, მთელი ფსიქოლოგიაა. რაც ტოპ-ტრენერებთან დავდივარ, უფრო მეტად გავერკვიე ამ ყველაფერში. რაც მთავარია, ვისრულებ იმას, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და ძალიან ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვშრომობ. რადგან ბევრი თანხა მეხარჯება, ყველაფერს საკუთარი ხარჯით ვაკეთებ, 24-საათიანი მუშაობით. საქართველოს ჩემპიონი ვარ, ხომ შეიძლება, მსოფლიო მაინც დამიფინანსონ, ერთი ბილეთი მაინც გვიყიდონ – არა. სპორტის დეპარტამენტიდან ერთხელ დამიმტკიცეს დაფინანსება, მაგრამ მერე გადაიფიქრეს. არა უშავს, მე მაინც არ გავჩერდები და ჩემსას გავაკეთებ. არ ვწუწუნებ, უბრალოდ, გულსატკენია ეს ყველაფერი.
– მაქსს მოსწონს საქართველო?
– ძალიან. უკრაინაში წელიწადში ორჯერ უწევს წასვლა, რადგან ბევრი საქმე გვაქვს. ზაფხულში ოდესაში ვვარჯიშობდით და მის ოჯახსაც ვესტუმრეთ. ძალიან კარგი ოჯახი აქვს. დედამისი საქართველოში იყო ჩამოსული და რომ გავიცანით, მივხვდით, როგორი კარგი ხალხია. მაქსს ქართული სამზარეული ძალიან მოსწონს, მაგრამ ბევრს არ ვაჭმევთ, რადგან სუქდება. კვირა დღე მაქვს თავისუფალი და ვცდილობ, დავისვენოთ – სადმე გავიყვანო, დავათვალიერებინო.

скачать dle 11.3