კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როდესაც მოძღვართან მივდივართ აღსარებაზე არასამარხვო დღეებში, უნდა ვიმარხულოთ თუ არა რამდენიმე დღის განმავლობაში?
პასუხი: საკუთარი თავისთვის თვითნებურად მარხვის დაწესება არ არის აუცილებელი. მოემზადეთ აღსარებისთვის. მიდით მოძღვართან და თქვით აღსარება სინანულით.
კითხვა: შეიძლება თუ არა, 14 წლის მოზარდმა მონათლოს ბავშვი?
პასუხი: მოზარდს იმ შემთხვევაში აქვს ბავშვის მონათვლის ნება, თუ ის ეკლესიურად არის გაცნობიერებული და შეუძლია, რელიგიურად აღზარდოს თავისი ნათლული. ნათლიის მოვალეობა ხომ ნათლულის სულიერებაზე ზრუნვაა, სხვა შემთხვევაში, ნათლიას ფორმალური სახე აქვს.
კითხვა: ბოლო დროს მუდმივად ვლოცულობ – ეკლესიაში, სახლში, ტრანსპორტში. გულში სულ ლოცვას ვამბობ. ხომ არ ვცოდავ ამით? ეს უფლის სახელის „ამაოსა ზედა“ ხსენების ტოლფასი ხომ არ არის?
პასუხი: ლოცვის მოთხოვნილება ადამიანს რაიმე განსაკუთრებული საბაბის გარეშეც შეიძლება, გაუჩნდეს. რა დოზითაც და სახითაც არ უნდა გაგიჩნდეთ ლოცვის სურვილი, აუცილებლად ილოცეთ! ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს გულიდან უნდა მოდიოდეს და თქვენი ეკლესიურობაც მხოლოდ ლოცვით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.
კითხვა: შეიძლება თუ არა შეკვეთილი წირვის ან პანაშვიდის გადახდა ადამიანისთვის, რომელიც კომუნისტურ პერიოდში ვერ ცხოვრობდა ეკლესიური წესით?
პასუხი: თუ ადამიანი არ გმობდა ღმერთს, სამღვდელო იერარქიას, მართლმადიდებლობას, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო, ვერ გამოხატავდა რწმენას, ეკლესია ასეთი პიროვნებებისთვის ლოცულობს. მათთვის შეიძლება შეკვეთილი წირვისა და პანაშვიდის გადახდა.

скачать dle 11.3