კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აგრძელებს ქალი ცხოვრებას მამაკაცთან, რომელიც აღარ უყვარს

როდის უშვებს ქალი ყველაზე დიდ შენცდომას?!  – როცა აგრძელებს ცხოვრებას მამაკაცთან, რომელიც აღარ უყვარს – ასე მიაჩნიათ ფსიქოლოგებს და შეიძლება, ისინი არც ცდებიან. სიცოცხლე ისეთი ხანმოკლეა,  ალბათ, არ ღირს უსიხარულოდ, ბედნიერებას დანატრებულმა იცხოვრო, უკეთესის, რაღაცის გაუმჯობესების მოლოდინში. დიახ, შეიძლება, ეს ადამიანი ძალიან გიყვარდათ... მასზე გათხოვება თქვენი მიზანიც კი იყო, მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს, რომ არჩევანში შეცდით, მთავარია, დროულად მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

 სოფიკო (39 წლის): მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს ძალიან დიდხანს ვხვდებოდით... მართლაც არანორმალურად დიდხანს. ოთხი წელი ცოტა არ არის ზრდასრული და ფეხზე დამდგარი წყვილისთვის.  ოცდაცხრა წლის ვიყავი, როცა გავიცანი, ის კი – ოცდათორმეტის იყო. მანამდე ორჯერ ვიყავი შეყვარებული და ორჯერვე გადავწყვიტე, რომ ისინი ქმრად არ გამომადგებოდნენ.
– როგორ მიხვდით, რომ არ გამოგადგებოდნენ?
– არ ვიცი. შეიძლება, სწორედ მაშინ დავუშვი შეცდომა. ზოგადად, ახლაც არ ვიცი, როგორ უნდა მიხვდეს ქალი, რომ მისთვის განკუთვნილი მამაკაცი იპოვა. შეცდომის დაშვება ბევრად უფრო ადვილია. რა ვიცი, აბა?! ეტყობა, სიყვარულიც არ მქონდა ისეთი ძლიერი, როგორიც აუცილებელია, რომ  ადამიანი ისეთი მიიღო, როგორიც სინამდვილეშია. სიყვარული არ არის მთავარი ურთიერთობაში, მით უმეტეს, ხანგრძლივ ურთიერთობაში.  ის ხომ დიდხანს ვერ ცოცხლობს. თვალი რომ აგეხილება, რეალობა უკვე ისეთი საშინელია, გბურძგლავს.
– მოკლედ, გიყვარდათ და შეცდით?
– მიყვარდა... შევცდი... ვერ გავითვალისწინე... ვერ გამოვიცანი როგორი იყო. ეს ყველაფერი ძალიან მაგარი „ბლეფია“. რაც არის, ეგ არის. მაგრამ, მე ისევ ვაგრძელებ მის გვერდით ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ აღარ მიყვარს.
– არ გიყვართ კაცი, რომელიც თქვენი ქმარია და მის გვერდით ხართ?
– არ მიყვარს. იცით, ამას როგორ მივხვდი? ძალიან მაღიზიანებს. ადვილად გამოვყავარ წონასწორობიდან უმნიშვნელო წვრილმანებითაც კი.
– მაინც რა წვრილმანებია?
– ხომ გითხარით, უმნიშვნელო, მაგრამ მნიშვნელოვანი... ვიღაცას, ალბათ, გაეცინება, რომ ჩამოვთვალო. თუმცა, არავის ვუსურვებ, მსგავსი რაღაც გამოსცადოს. სანამ სახლში მოვა, მენატრება. ბევრს ვფიქრობ და მგონია, რომ იმ საღამოს მაინც ყველაფერი კარგად იქნება. არ ვიჩხუბებთ და არ ვიკინკლავებთ, პირიქით, ძალიან თბილად, ყურადღებით მოვექცევი... არაფერი გამომდის... ერთი რაღაც კიდევ შემიძლია „გავუტარო“, მაგრამ მერე მაინც ვიფეთქებ ხოლმე – შევყვებით, შევყვებით და ძაღლი და კატასავით ვუღრენთ ერთმანეთს. არ მინდა, ასე რომ იყოს. მეც არ მომწონს ასეთი ოჯახი და ურთიერთობა. რა გავაკეთო, რომ რეალობა შევცვალო?!
– არ გიფიქრიათ, რომ გაშორდეთ?!
– მიფიქრია, თანაც არაერთხელ. შეუძლებელია, ქალმა, რომელსაც ქმართან ცხოვრება არ უხარია, ამაზე არ იფიქროს, მაგრამ არ არის ადვილი. უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორი იჩენს თავს და გაბრკოლებს. დავჯდები ხოლმე და საკუთარ თავს ვეუბნები – ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, დროა, გამოფხიზლდე და გადაწყვეტილება მიიღო. უფლება გაქვს, შეხვდე სხვა მამაკაცს და ყველაფერი თავიდან დაიწყო... მერე კი სინდისი მაწუხებს – გათხოვილი ქალი ასე არ უნდა ფიქრობდეს-მეთქი...
– ანუ, სხვა მამაკაცთან ურთიერთობის დაწყების სურვილი გაქვთ?
– ვაიმე, ნორმალური ქალი ვარ და ბუნებრივია, სითბო და სიყვარული მჭირდება. ჩემს ქმართან, ვატყობ, მიუღწეველია ეს ელემენტარული რამ. არ ვეძალები და არც ის იკლავს თავს, მაგრამ ეს ისე არ გამიგოთ, ახალი სიყვარულის ძებნას ვიწყებდე. არ ვარ იმ ტიპის ქალი, სახლში ქმარი რომ ჰყავს და გარე-გარე დარბის. თუ ამას გადავწყვეტ, ჯერ ქმარს მივატოვებ.
– თუმცა, ჯერჯერობით ისევ მის გვერდით ცხოვრობთ.
– დიახ. მის გვერდით ვცხოვრობ და იმედს ჯიუტად ვებღაუჭები, რომ რაღაც შეიცვლება. იქნებ უცებ ისეთი რაღაც გააკეთოს, რომ შემიყვარდეს. ოჯახის დანგრევა მართლა არ მინდა. მეორე მხრივ – ქმართან ურთიერთობაში საოცარ სიცარიელეს ვგრძნობ. ეს ისეთი დამთრგუნველია, ვერ აგიწერთ.
– მაინც არ მიპასუხეთ შეკითხვაზე – რატომ აგრძელებთ ქმართან ცხოვრებას? იქნებ შეუცნობლად გიყვართ?
– მიყვარდა. ის იყო ნამდვილად სიყვარული. ისე მენატრებოდა, ერთი დღე ვერ ვძლებდი. ამ ძველი გრძნობის გავლენით ვარ მის გვერდით. თან, შევეჩვიე. არავინ თქვას, რომ შეჩვევა ურთიერთობაში ნაკლებად მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან... ასე მგონია, თუ საღამოს სახლში არ მოვა, ძალიან ცუდად ვიქნები. არავინ თქვას, რომ ასეთი განცდა მისთვის უცხოა. ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ცხოველებს ეჩვევიან და ხელის ერთი მოსმით ვერ დაასრულებ ურთიერთობას კაცთან, რომელიც გიყვარდა და რომელთანაც შვილები გყავს.
– და, თუ ეს ურთიერთობა განწირულია?!
– ხომ გითხარით, იმედს ხავსივით ვებღაუჭები. ბოლო ძაფის გადაჭრა არ მინდა. ქმარი სჭირდება ქალს. მარტოობას არავის ვუსურვებ. დავუშვათ, მეორეჯერ გავთხოვდი... იმ მეორე ქმართანაც რომ არ აეწყოს?! ეს ჩემი შვილების მამა მაინც არის... ან, რა ვიცი, ვჭირდები ვინმეს ორი შვილით?!
– ანუ, ლოგიკა ასეთია – მთავარია, მყავდეს ქმარი და თუნდაც არ ვიყო ბედნიერი...
– პრინციპში, ეგრე კი გამოდის, მაგრამ რეალურად, სხვა რამეს ვგულისხმობდი. როგორ გითხრათ – ჩემი ქმარიც მჭირდება. ჩემს შვილებსაც სჭირდებათ... მახსოვს კარგი და ბედნიერი დღეებიც. ასეთი ცოტა არ იყო, როცა ჩემი ქმრის გვერდით ყოფნა მიხაროდა. იქნებ ვინმე დამეხმაროს და მითხრას, რა დამემართა... რა მომდის მაშინ, როცა მოდის და მეც ეგრევე მავიწყდება საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა, რომ მის გვერდით საღამო სიტკბოსა და სიყვარულში გავატარო. მკითხეთ, რატომ აგრძელებ ცხოვრებას მის გვერდითო, – იმიტომ, რომ შანსს ვაძლევ საკუთარ თავს. დაუსრულებლად კიდევ და კიდევ ვაძლევ შანს და იმასაც ვხვდები, რომ ასე ვერ გაგრძელდება. რა ვქნა, მიჭირს, წერტილი დავუსვა ყველაფერს.
– ქმარი ვერ ხვდება, თქვენს მისდამი დამოკიდებულებას?
– არ ვიცი. შეიძლება, ხვდება კიდეც. ჩვენ შორის ურთიერთობა ძველებურად გულღია და გულითადი აღარ არის. რაღაც დონეზე პარტნიორობა შენარჩუნებულია, მაგრამ... მე აღარ მაინტერესებს მისი ამბები, იმას კი – ჩემი. იშვიათად მეკითხება, დღე როგორ გავატარე. ამას ვგულისხმობდი, როცა ჩვენ შორის არსებულ სიცარიელეზე ვლაპარაკობდი. ჩვენი ქორწინება უნიჭო ფარსს დაემსგავსა. თითქოს ოჯახობანას ვთამაშობთ და ამ თამაშის ბედი არ გვაინტერესებს. მეშინია, ჩემს ან იმის ცხოვრებაში არ გამოჩნდეს ვინმე, ვინც საბოლოო ნაბიჯს გადაგვადგმევინებს – მე გადამადგმევინებს ნაბიჯს ყველაფრის დასრულებისკენ.

скачать dle 11.3