კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიეცი, რაც უნდა



მამაკაცის გაგება რთულია, მაგრამ თუკი  იმას მისცემ, რაც მართლა უნდა, აუცილებლად დაგიფასებს. სამწუხაროდ, მხოლოდ ის, რომ კაცი გიყვარდეს, მისთვის საკმარისი არ არის.
შენი სიყვარული მამაკაცს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა „მოუყვე“. სხვანაირად, ის ამას ვერ მიხვდება და შესაბამისად, არც დააფასებს. მიეცით მამაკაცს ის, რაც მართლა სჭირდება, უბრალოდ და ადვილად. კაცებს სიმარტივე უყვართ. ისინი ვერ იგებენ მინიშნებებს, გადაკვრით საუბარს, ორაზროვნებას. „მიხვდი, როგორ მიყვარხარ?!“ – მათთვის არ არის.
თქვენი მეთოდები რეალური და თქვენი ურთიერთობის ადეკვატური უნდა იყოს. თუ გვერდით რომანტიკოსი არ გყავთ, ნუ მოითხოვთ წითელი ვარდების თაიგულს ან ჰელიუმით გაბერილ ბუშტებს. გაითვალისწინეთ პარტნიორის ხასიათის თავისებურებები.
მამაკაცმა უნდა იცოდეს, მისი რომელი თვისების მიღება და ატანა შეგიძლიათ უმტკივნეულოდ. ეს მას თქვენთან ურთიერთობას გაუადვილებს. ამას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს – იმედგაცრუება არც თქვენ გელოდებათ და არც თქვენს პარტნიორს.
წყენა, გულის ტკენა, ეჭვიანობა – რომელიც შეიძლება საფუძველს მოკლებული არ იყოს – გაახლოებთ განქორწინებასთან. მაგრამ, თუ მის გვერდით ყოფნა გინდათ, შეეცადეთ, ეს ნაბიჯები არ გადადგათ. ხშირად ილაპარაკეთ ამ ყველაფერზე. ილაპარაკეთ თქვენს ყველა გრძნობაზე, სურვილზე, მიზანზე... მოუსმინეთ იმასაც. თქვენც უნდა გაითვალისწინოთ პარტნიორის სურვილები – მისცეთ ის, რაც უნდა. მაშინ თქვენ შეუცვლელი იქნებით მისთვის.

მე მჯერა ჩემი!

თუ ქალი დარწმუნებულია საკუთარ მომხიბვლელობაში და თავდაჯერებულია, გადაიქცევა მაგნიტად, რომელიც კაცს მიიზიდავს. ძლიერი სქესის წარმომადგენლები მისკენ ისე მიილტვიან, თითქოს სხვა, უკეთესი ქალი დედამიწაზე არ დადიოდეს. ამიტომ მამაკაცი ყველაფერს აკეთებს, რომ ის გაიცნოს, დაუახლოვდეს... უძღვნის ყვავილებს, ეპატიჟება პაემანზე...
თავდაჯერებულ ქალს ყოველთვის ჰყავს პარტნიორები ამოსარჩევად. ანუ, მას გააჩნია პრიორიტეტი – არჩევნის თავისუფლება, რაშიც შეზღუდული არ არის. თუ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, მაშინ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ისარგებლეთ და გჯეროდეთ საკუთარი თავის. რატომაც არა? სრული უფლება გაქვთ, ეძებოთ და იპოვოთ თქვენი წილი ბედნიერება. მაგრამ, ეს ვიღაცის გულის ტკენის ხარჯზე არ უნდა გააკეთოთ. არ შეიტანოთ ეჭვი საკუთარ თავსა და იმ ფასეულობებში, ერთხელ უკვე რომ ჩამოიყალიბეთ.
იარეთ ბედნიერებისკენ საკუთარი თავის სიყვარულით. დიახ, საკუთარი თავის სიყვარულში ცუდი არაფერია. რატომ არ უნდა იზრუნოთ იმ სურვილების ასრულებისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უფრო ხალისიანსა და სრულყოფილს გახდის?! ბედნიერი ადამიანები სხვებსაც აბედნიერებენ. თუ საკუთარი თავის არ გჯერათ და არ ზრუნავთ მასზე, ვერც სხვებზე იზრუნებთ. რადგან სულ გექნებათ იმის განცდა, რომ ფუჭად იხარჯებით. თუ ქალი შინაგანად ცარიელი, დაღლილი და დეპრესიულია, მომავალი ბუნდოვნად ეჩვენება. მიაჩნია, რომ უკეთესს არ იმსახურებს და ბედთან შეგუებას ცდილობს. დიახ, მხოლოდ ცდილობს, რადგან ერთ დღესაც აუჯანყდება ყველას და ყველაფერს... მათ შორის, საკუთარ „მე“-საც და ამ ბრძოლას წააგებს.

უბრალოდ,
უყვარხარ!

ის გაფასებს და პატივს გცემს – ეს უკვე სიყვარულია. აუცილებელი არ არის, ფანჯრის წინ დადგეს და სერენადები გიმღეროს. შეიძლება, მამაკაცს არ შეუძლია გამაოგნებელი სიურპრიზების მოფიქრება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ და უსიტყვოდ სიყვარული არ შეუძლია. რას ნიშნავს უსიტყვოდ სიყვარული? – როცა ის გაძლევს იმას, რაც აქვს და გაძლევს უშურველად, დაუნანებლად... არ ენანება არაფერი – მთავარი დრო, რომელსაც შენით ავსებს...
მას ყოველთვის სცალია შენთვის; არ ეზარება, გამოგყვეს ქვეყნის დასალიერშიც კი; ურთიერთობის ყველა საფეხურზე მისი მთავარი ადამიანი შენ ხარ; ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თქვენი კავშირი იყოს მყარი და ჰარმონიული.
ზოგიერთ ქალს არ აკმაყოფილებს, უბრალოდ რომ უყვართ და ამ სიყვარულის დამადასტურებელ ნივთმტკიცებებს ითხოვენ. მთავარი „ნივთმტკიცება“ მისი ყურადღებაა. ძნელი არ არის, შეამჩნიო, რას წარმოადგენ მისთვის... თუკი გრძნობ, რომ მასთან თამაში არ გჭირდება; თუკი იცი, რომ ის ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში გამოგიწვდის დახმარების ხელს, გადადებს ყველა საქმეს და მაშინვე შენკენ გამოქანდება, ეს არის ის „უბრალო“ სიყვარული, რომელსაც ძალიან დიდი ფასი აქვს...

ვინ შემეფერება...

არჩევანში შეიძლება შევცდეთ – ამისგან დაზღვეული არავინ არის. როგორ უნდა მიხვდე, რომ ის ზუსტად ის არის, ვინც შენ გჭირდება? რეალობა ისაა, რომ მიხვედრა თითქმის შეუძლებელია. ან მაშინვე პოულობ შენს პარტნიორს, ან ვერ პოულობ და არ გეშინია, ყველაფერი შეცვალო. მაგრამ, მაინც, როგორ უნდა მიხვდე, შეგეფერება პარტნიორი თუ არა? არსებობს რამდენიმე მთავარი და ძირითადი კრიტერიუმი:
* თქვენ შეგიძლიათ, მასთან ისეთი იყოთ, როგორიც სინამდვილეში ხართ, ანუ, არ გჭირდებათ თამაში – არ გეშინიათ, უთხრათ „არა“, როცა რაღაცაში არ ეთანხმებით; თამამად ეკამათებით და ავლენთ გრძნობებს, თანაც ყველანაირს;  ღიად ეუბნებით თქვენი სურვილებისა და მოთხოვნილებების შესახებ; ყოველთვის გამოთქვამთ მასთან საკუთარ აზრს.
* მას შეუძლია, თქვენთან იყოს ისეთი,  როგორიც არის სინამდვილეში – არ სჭირდება თამაში, არ რცხვენია თავისი ნაკლის და არც ჩვევებზე ამბობს უარს, ანუ, არც ცდილობს, შეიცვალოს.
* მიუხედავად ჩხუბის, კონფლიქტისა და ოჯახში კრიზისული ეტაპებისა, თქვენ მაინც თქვენიანად მიგაჩნიათ ის და გიხარიათ, რომ გვერდით გყავთ.
* თქვენი ძირითადი, ცხოვრებისეული ფასეულობები ერთმანეთს ემთხვევა, ანუ, ერთნაირად ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები, ოჯახი, ქორწინება; როგორ აღზრდით ბავშვებს და გადაინაწილებთ ოჯახში მოვალეობებს.
* თქვენ გაქვთ ის, რაც გაერთიანებთ: ეს შეიძლება იყოს ჰობი, გატაცება, გულწრფელი გრძნობები....
P.S. თუ ყველაფერი ეს თქვენ ბევრი გგონიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ არ გიპოვიათ ის, ვინც გაგაბედნიერებთ.

скачать dle 11.3