კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ქმრისგან ღალატის ღირსი არ ვიყავი
რატომ აღარ არსებობენ ერთგული მეგობრები? აღარც ერთგული შეყვარებულები, აღარც ერთგული ქმრები? მხოლოდ ერთგული ცოლები არსებობენ, ისიც ყველა არა, თუმცა, მაინც არიან, ქმრებისგან განსხვავებით.
რატომღაც, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ისე ხდება, რომ სულ არაერთგული, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, მოღალატე ადამიანები მხვდებიან. არადა, მე თვითონ არასდროს არავისთვის მიღალატია; სულ ვცდილობდი, ყველას თან გადავყოლოდი, გამეხარებინა, სიურპრიზები მომეწყო, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩამეყარა. ვისაც ყველაზე მეტად გადავყევი თან, სწორედ იმან გამწირა ყველაზე დაუნდობლად. ჯერ იყო და, სტუდენტობის პერიოდში ბავშვობის მეგობარმა ისე თვალსა და ხელს შორის „დამაწერა“ საქმრო, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი. მაინც გულწრფელად მივულოცე. იმდენად გათავხედდა, მეჯვარეობაც კი მთხოვა. სწორედ მაშინ გამოვფხიზლდი, დავფიქრდი და მივხვდი, რომ საქმრომაც მიღალატა და თანაც, როგორ. ამ ამბის გადასატანად სამი წელი დამჭირდა. მერე გავიცანი ახალგაზრდა კაცი, ბესო, რომელმაც თავისი ზრუნვითა და ყურადღებით შემაყვარა თავი და რამდენიმეთვიანი შეხვედრების შემდეგ, ჩვენ დავქორწინდით. უბედნიერესი ხუთი წელი გავატარე მასთან და ხშირად მიფიქრია, ალბათ, იმიტომ მიღალატა ჩემმა პირველმა შეყვარებულმა ჩემსავე მეგობართან, რომ წლების შემდეგ ბესოს შევხვედროდი და მასთან მეგრძნო ნამდვილი ბედნიერება-მეთქი. შეიძლება, ასეც იყო, მაგრამ წარსულზე ფიქრი აღარ მინდოდა... თურმე არაფერი ყოფილა ამქვეყნად არათუ მარადიული, არამედ ხანგრძლივიც კი. ჩვენი ქორწინების მეექვსე წლიდან ჩემი და ბესოს ურთიერთობა თანდათან გაცივდა. მიზეზს ვერ ვხვდებოდი, რადგან ჩვენ შორის ოდნავი უსიამოვნებაც კი არ მომხდარა, მაგრამ აშკარად ვხედავდი, როგორ ვშორდებოდით ერთმანეთს შინაგანად და ეს პანიკაში მაგდებდა. ამ ხუთი წლის განმავლობაში შვილი არ გვყოლია. ჩემს დედამთილს, ქართული „ტრადიციის“ თანახმად, მე ვეგონე უშვილო, მაგრამ ექიმთან ორივე წავედით და მიზეზი ბესოს უნაყოფობა აღმოჩნდა, თუმცა ექიმმა განკურნების იმედი მოგვცა.
ახლა რომ ვფიქრობ, მგონია, რომ სწორედ ეს ამბავი გახდა ჩემი ქმრის გულაცრუების (არც კი ვიცი, რა დავარქვა) მიზეზი ჩემ მიმართ. ალბათ, შერცხვა, თავმოყვარეობა შეელახა, შვილების ყოლის იმედი გადაეწურა და ამ ყველაფერმა მისი საქციელის ასეთი უკუჩვენება გამოიწვია. მე ისე მიყვარდა ბესო, რომ თანახმა ვიყავი, თუნდაც რამდენიმე ბავშვი გვეშვილა (თუკი საკუთარს ვერ გავაჩენდით), ოღონდ კი მასთან ვყოფილიყავი და ეს ძალიან ფრთხილად ვუთხარი კიდეც. მაგრამ, ამ სიტყვებმა კიდევ უფრო გააღიზიანა და საერთოდ დამაშორა მასთან. ორიოდე თვის შემდეგ კი, ქალებში სიარული დაიწყო. თავიდან, ცხადია, ამას ჩუმად აკეთებდა, მაგრამ მერე და მერე აღარც მალავდა. ის კი არა, ნიშნსაც კი მიგებდა – არ გეგონოს, რომ შენზე უკეთესი ქალები არ არსებობენ და ჩემი უშვილობის გამო ვინმემ უარი მითხრას რამეზეო. ამ ამბავს ძალიან განვიცდიდი და ტირილში ვათენებდი ღამეებს, მაგრამ საქმეს ვერ ვშველოდი. ერთ დღეს კი, როცა ბესომ სახლში ვიღაც „ტურფა“ მოიყვანა და ჩემი დედამთილი ხაზგასმული გულითადობით შეეგება იმ მეძავს (სხვას ვერაფერს ვუწოდებ), ჩავალაგე ჩემი ნივთები და მშობლებთან დავბრუნდი, რასაც ჩემი დედამთილი, შემიძლია ვთქვა, სიხარულით შეხვდა.
მე დღესაც მიყვარს ჩემი ქმარი და იმედი მაქვს, ერთ დღესაც მოვა გონს და მიხვდება, რომ მე ასეთი ღალატის ღირსი არ ვიყავი. მაგრამ, ის კი აღარ ვიცი, უკვე მენდომება თუ არა მასთან შერიგება.
თეა, 27 წლის.

скачать dle 11.3