კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვახტანგ ტატიშვილის ანეკდოტები

კახელი მამასთან იჩხუბებს და სახლიდან წავა. რამდენიმე თვეში მამას მოსდის წერილი, გახსნის და – ცარიელი ფურცელია.
მამა: უყურე ამას შენ! კიდე არ მელაპარაკება ეს შობელძაღლი!
***
სვანი თინეიჯერის დღიურიდან: „ამ შაბათს მაგარი პონტი გაიჩითა – სახლში მარტო დავრჩი და დაიწყო თავბრუდამხვევი სიტუაცია: მაგარი ზმანები, თეთრი ფხვნილი... მაგრამ მერე მშობლები მოვიდნენ და სარეცხი მანქანიდან ამომიყვანეს.”
***
„სვეტსკი” გოგო მანქანას ყიდულობს. გამყიდველი ეუბნება:
– მანქანა აღჭურვილია უსაფრთხოების ბალიშებით და ავარიის შემთხვევაში გაიბერება.
 გოგო გაკვირვებული გადახედავს და ეტყვის:
– საიდან მოიტანე, რომ ავარიის შემდეგ ძილი მომინდება?

ნიკა არაბიძის ანეკდოტები
ექიმმა გურულ პაციენტს წამალი გამოუწერა და უთხრა:
– აი, ეს წამალი, დღეში სამჯერ უნდა დალიოთ, ჭამის შემდეგ.
გურული აღშფოთდა:
– რას ამბობ, ექიმო? სამჯერ რომ ვჭამდე დღეში, ძამა, ავად რა გამხდის?
***
ჭიჭიკია ეტრაბახება ბიჭიკიას:
– აუ, ბიჭიკია, გუშინ მაგარი ქალი დევითრიე, ქალის უნახავი იქნები იმფერი...
– მერე?
– წევიყვანე მაგარ მაღაზიაში და მაგარი შუბა ვუყიდე.
– მერე?
– მერე საიუველირო მაღაზიაში შევიყვანე და მაგარი ოქროს სამაჯური ვუყიდე, ბრილიანტის თვლებით გაწყობილი.
– მერე, მერე?
– მერე ყველაზე მაგარ რესტორანში დავპატიჟე.
– მერე ჭიჭიკია?
– რა მერე... გავაცილე სახლში.
– ე, ბიჯო, თუ არაფრის კადრებას აპირებდი, წაგეყვანა ჩემი ცოლი.
***
ექიმს შესჩივის პაციენტი:
– ექიმო, რაც ცოლი მოვიყვანე, მხედველობის პრობლემები შემექმნა.
– რა მოხდა?
– ფულს ვეღარ ვხედავ.
***
საუბარი სილამაზის სალონში:
– მანიკიური მინდა, როგორიც ჯენიფერ ლოპესს აქვს, მაკიაჟი მინდა, როგორიც ანჯელინა ჯოლის აქვს, პედიკიური მინდა, როგორიც ნაომი კემპბელს აქვს...
– უკაცრავად და... ჟერარ დეპარდიეს სახე დავტოვოთ?
***
გურიაში, სკოლაში მასწავლებელი შედის კლასში:
– ჯაში, დაფასთან!
– სია მაინც ამეიკითხე, მასწავლებელო, ვარ კლასში?
***
დაქალი ეჭორავება დაქალს:
– აუ, გოგო, ვერ ვიტან მოულოდნელად მოსულ სტუმრებს. ვერაფრის გადამალვას ვერ ვასწრებ, რა...
***
– გუშინ საღამოს, ათ საათზე დავწექი.
– მერე?
– ბედნიერებისგან მზის ამოსვლამდე ვერ დავიძინე.
***
– მე მგონია, რომ შენ ჩემთან, უბრალოდ, იმის გამო ხარ, რომ ბევრი ფული მაქვს, ბინა, მანქანა... მგონია, მიყენებ.
– კარგი რა, საყვარელო, ბებიის ტოლა ქალს როგორ გაკადრებ მაგას.

 

скачать dle 11.3