კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაარჩინა სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას ქართველი სტუდენტი აკვნის შიბაქმა და გაცვეთილმა ჩექმებმა

პროფესიით ტანკისტი ვარ და მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დავამთავრე. სტუდენტობისას ლექციებს ტოპოგრაფიაში მაიორი მალცევი მიკითხავდა. ის ისეთი მკაცრი იყო, რომ თუკი ყველაფერს ბოლომდე არ ჩააბარებდი, ნიშანს არ გაღირსებდა. მაიორი მალცევი უკარება და მოუსყიდავი გახლდათ. თუმცა, ერთი სისუსტე გააჩნდა, – თავგამოდებული სტალინისტი იყო. ამას არც მალავდა, სტალინის ხსენებაზე ცრემლი მოადგებოდა ხოლმე თვალებზე და ტიროდა... მისი საგანი მე ათვალწუნებული მქონდა და ვერ ვაბარებდი. მორიგი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მალცევმა მითხრა:
– სირცხვილი შენ, ყენია! სტალინიც ქართველი იყო და შენი სიზარმაცით მის სახელს არცხვენ. დამეკარგე აქედან, აუცილებლად გაგრიცხავ!
თავზარი დამეცა და გამოსავლის ძებნას შევუდექი. ორდღიანი ფიქრის შემდეგ თბილისში დავრეკე და მამაჩემს ვუთხარი:
– მამი, სასწრაფოდ ჩემი აკვნის შიბაქი კარგად გარეცხეთ და ბაბუას ძველ ჩექმებთან ერთად გამომიგზავნეთ-მეთქი...
ერთი სიტყვით, მეორე დღეს შიბაქი და ჩექმები უკვე ჩემთან იყო. მე ისინი ფაქიზად გავახვიე და პირდაპირ მაიორ მალცევთან მივიტანე, რომელიც მარტო ცხოვრობდა. ჩემი ლექტორი ოდნავ შეკრთა. თუმცა, ბინაში მაინც შემიპატიჟა და მითხრა:
– ქრთამს არ ავიღებ და ბრწყინვალედაც რომ ჩამაბარო, ნიშანს მაინც არ გაღირსებ.
– რას ბრძანებთ, რის ქრთამი. უბრალოდ, მე ისეთი ნივთები მაქვს, რომელთა ფლობის უფლება მხოლოდ თქვენ გაქვთ, როგორც უმწიკვლო სტალინისტს, – მივუგე მალცევს, შიბაქი და გაცვეთილი ჩექმები წინ დავუდე და დავამატე, – ბაბუაჩემი რევოლუციონერ სტალინს მალავდა თავის სახლში და ეს ჩიბუხი და ჩექმები მას დარჩა ჩვენთან. ბაბუამ მე მაჩუქა, მე კი მათ თქვენ გჩუქნით. უანგაროდ, ნიშნის მოთხოვნის გარეშე.
ჩემმა სიტყვებმა მალცევი შოკში ჩააგდო. მე კი ამით ვისარგებლე და წამოვედი. მეორე დღეს აკადემიაში შიბაქმომარჯვებული და გაცვეთილ ჩექმებში გამოწყობილი მალცევი შემხვდა. ის ამაყად დააბიჯებდა და შიბაქს აბოლებდა... თან ყველას უხსნიდა, რომ ისინი სტალინის პირადი ნივთები იყო.
მალცევმა სტალინის ხათრით არ გამრიცხა და სამიანი დამიწერა, თან მითხრა:
– ისეთი ამაყი და ბედნიერი იყავი, როგორიც მე ვარ ახლა...
რომ არა ჩემი შიბაქი და ბაბუას გაცვეთილი ჩექმები, სამხედრო სასწავლებელს ვერ დავამთავრებდი.
ავთო ყენიას ნაამბობის მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3